ბუნდესლიგა: 27-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 27-ე ტურის პრევიუს. 

 

ვოლფსბურგი – შტუტგარტი 

გუნდებს შორის სატურნირო ცხრილში ძალიან დიდი სხვაობაა, თუმცა ინტრიგა ამ შეხვედრას მაინც ახლავს. მართალია, მასპინძლებმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა ფაქტობრივად გაინაღდეს, მაგრამ მეორე პოზიციის დათმობა “ვოლფსბურგს” ნამდვილად არ უნდა.

ამავდროულად, “შტუტგარტს” საკუთარ ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და გუნდი ბუნდესლიგაში დასარჩენად ყველაფერს გააკეთებს, რაზეც გასულ ტურში შესანიშნავ სტილში დამარცხებულ “აინტრახტთან” მატჩიც მეტყველებს.

აუგსბურგი – შალკე

საინტერესო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ სატურნირო ცხრილში მეზობლები და კონკურენტები წარსდგებიან.

უკანასკნელი ტურები ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ამით კონკურენტებმა ვერ ისარგებლეს. სხვა საქმეა, რომ “შალკე” ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 6 ქულით ჩამორჩა, რაც სეზონის დასკვნით ნაწილში ცოტა არ არის.

ამ წყვილში ფავორიტის დასახელები რთულია, თუმცა ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ უპირატესობა მაინც გელზენკირხენელებს უნდა მივანიჭოთ. “აუგსბურგს” “შალკესთან” ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში ერთხელაც არ მოუგია.

დორტმუნდი – ბაიერნი

როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები “დორტმუნდისა” და “ბაიერნის” დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იპყრობს. მართალია, დორტმუნდელები და მიუნხენელები მიმდინარე სეზონში განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან, მაგრამ სიგნალ იდუნა პარკზე “ბაიერნს” იოლი გასეირნება რომ არ ელის ამას ყველაზე კარგად სწორედ გვარდიოლა და მისი შეგირდები ხვდებიან. ესპანელი სპეციალისტი დორტმუნდელ იურგენ კლოპს ექვსჯერ დაუპირდა. ამ მწვრთნელების დუელში ჯერჯერობით ფრეა (3:3). გატანილი გოლებით კი მცირე უპირატესობა დორტმუნდულ მხარეს აქვს – 10:9.

“ბაიერნს” მოახლოებულ შეხვედრას რიბერისა და რობენის გარეშე ხვდება, რაც გვარდიოლასთვის დიდი დანაკლისია.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

04.04 17:30 ლევერკუზენი 1.40ლევერკუზენის ბაიერი 4.50 ჰამბურგი8.00 ჰამბურგი დაწვრილებით
04.04 17:30 ვოლფსბურგი 1.50ვოლფსბურგი 4.65 შტუტგარტი6.25 შტუტგარტი დაწვრილებით
04.04 17:30 ჰოფენჰაიმი 2.75ჰოფენჰაიმი 3.25 გლადბახი2.65 გლადბახი დაწვრილებით
04.04 17:30 ვერდერი 2.55ბრემენის ვერდერი 3.35 მაინცი2.80 მაინცი დაწვრილებით
04.04 17:30 აინტრახტი 2.10აინტრახტი 3.65 ჰანოვერ 963.30 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
04.04 17:30 ფრაიბურგი 2.70ფრაიბურგი 3.15 კიოლნი2.80 კიოლნი დაწვრილებით
04.04 20:30 დორტმუნდი 3.20დორტმუნდი 3.40 მიუნხენის ბაიერნი2.25 ბაიერნი დაწვრილებით
05.04 17:30 აუგსბურგი 2.55აუგსბურგი 3.25 შალკე 042.80 შალკე 04 დაწვრილებით
05.04 19:30 ჰერტა 2.00ჰერტა 3.00 პადერბორნი4.00 პადერბორნი დაწვრილებით

ბუნდესლიგამ ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო გოლების ათეული შეადგინა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა ქართველი ლეგიონერების საუკეთესო გოლების ათეული ამსახველი ვიდეო მოამზადა.

ბუნდესლიგა: 26-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com გერმანული ბუნდესლიგის 26-ე ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ. 

 

ჰამბურგი – ჰერტა

ტური ტრადიციულად პარასკევს, ჰამბურგში ჩატარებული მატჩით დაიწყო და სტუმრების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც საფინალო სასტვენამდე 6 წუთით ადრე გავიდა. პლატენჰარდტის გადაცემით შედეგიანი დარტყმა აქტივში ლანგკამპმა ჩაიწერა და საკუთარ გუნდს მნიშვენლოვანი სამი ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ გოლამდე სამი წუთით ადრე მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ.

“ბაიერნთან” განცდილი 0:8-ს შემდეგ გასული ტურის შეხვედრა “ჰამბურგისთვის” ზედიზედ მეექვსე მოუგებელი მატჩი იყო.

 

შალკე – ლევერკუზენი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება გელზენკრიხენში გაიმართა, სადასც “შალკემ” ლევერკუზენის “ბიაერს” უმასპინლა.

შეხვედრა სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ბელარაბიმ გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ლევერკუზენელებმა 45 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიციაზე გადავიდნენ, “შალკე” კი 39-ით მეხუთეზე დარჩა.

 

ბაიერნი – გლადბახი

ტურს არც მოულოდნელი შედეგის გარეშე ჩაუვლია. მიუნხენში “ბაიერნმა” მიმდინარე სეზონში მეორე და საშინაო კელებში პირველი მარცხი იწვნია.

მიუნხენური მატჩის მთავარი გმირი “გლადბახის” ბრაზილიელი ლეგიონერი, რაფაელი გახდა. შემტევმა 30-ე წუთზე გახსნა ანგარიში და სტუმრებმაც ტაიმის მოგება მოახერხეს. 77-ე წუთზე კი იმავა რაფაელმა დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ლიდერის მარცხით ვერ ისარგებლა “ვოლფსბურგმა”, რომელმაც “მაინცს” ვერ სძლია და “ბაიერნთან” სხვაობა მხოლოდ 1 ქულით შეამცირა.

 

ტურის ყველა მატჩი

20.03 23:30 ჰამბურგი ჰამბურგი 0:1 ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
21.03 18:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 2:3 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
21.03 18:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 2:0 აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
21.03 18:30 შტუტგარტი შტუტგარტი 3:1 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
21.03 18:30 კიოლნი კიოლნი 1:1 ბრემენის ვერდერი ვერდერი დაწვრილებით
21.03 18:30 პადერბორნი პადერბორნი 0:0 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
21.03 21:30 შალკე 04 შალკე 04 0:1 ლევერკუზენის ბაიერი ბაიერი დაწვრილებით
22.03 18:30 მაინცი მაინცი 1:1 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
22.03 20:30 ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 0:2 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით

რაფაელის დუბლით “გლადბახმა” “ალიანს არენაზე” იმარჯვა

ბუნდესლიგის 26-ე ტური სენსაციურად დასრულდა. “ბორუსია მიონიხგლადბახმა” “ალიანს არენაზე” გერმანიის ჩემპიონები დაამარცხა.

“ბაიერნი” 0:2 “ბორუსია მ”

გოლი: რაფაელი ’30, ’77

ბუნდესლიგა: 26-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com გერმანული ბუნდესლიგის 26-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ. 

 

ჰამბურგი – ჰერტა

საფეხბურთო უიკენდი გერმანიაში დღეს საღამოს “ჰამბურგსა” და “ჰერტას” შორის მატჩით აიღებს სტარტს.

ცხრილის ქვედა ნაწილში არსებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით აღნიშნული შეხვედრის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ამ ეტაპზე კარდნილანულ ცვლილებებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

ორივე გუნდის მიზანი მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაა, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდების მწვრთნელებმაც დაადასტურეს.

 

შალკე – ლევერკუზენი

ტურის ცენტრალური დაპირისპირება გელზენკრიხენში გასამართი “შალკესა” და “ლევერკუზენის” მატჩია. გუნდები, რომლებმაც სინქრონულად, დრამატულად დატოვეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება.

აღსანიშნავია, რომ “შალკეც” და “ბაიერიც” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მადრიდულ კლუბებთან გამოეთიშნენ. თუმცა, გელზენკირხენელებს მოსამზადებლად ერთი კვირით მეტი ჰქონადთ, “ფარმაცეფტებმა” კი მძიმე, 120 წუთიანი ბრძოლა გადაიტანეს რამდენიმე დღის წინ. ამრიგად, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ შმიდტმა ამ შეხვედრაში შემადგენლობის როტაციის გარეშე შეძლოს ფონს გასვლა.

“ლევერკუზენი” მიუხედავად მადრიდში განცდილი მარცხისა, ბოლო დროს საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ისევე როგორც “შალკე”, რაც გერმანული ფეხბურთის გურმანებს საინტერესო დაპირისპირების ხილვის იმედს აძლევს.

ბაიერნი – გლადბახი

გათამაშების ლიდერი და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი საკუთარ მოედანზე მესამე ადგილზე მყოფ “გლადბახს” მიიღებს.

ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში მსგავსი ტიპის შეხვედრა ძალიან დაძაბული და რთულად პროგნოზირებადი იქნებოდა, თუმცა ამჯერად ფავორიტი აშკარაა და ეს მიუნხენური კლუბია. “ბაიერნმა” 2015 წლის სტარტზე მცირე ჩავარდნის შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და განსაკთრებით საშინაო ასპარეზზე ფაქტობრივად უკონკურენტოა.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ “გლადბახი” ერთ-ერთი იმ ოთხი გუნდიდან, რომლებმაც “რეკორდმაისტერს” მიმდინარე სეზონში ქულები დააკარგვინეს.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

20.03 23:30 ჰამბურგი 2.50ჰამბურგი 3.05 ჰერტა3.10 ჰერტა დაწვრილებით
21.03 18:30 ჰანოვერ 96 4.90ჰანოვერ 96 3.80 დორტმუნდი1.70 დორტმუნდი დაწვრილებით
21.03 18:30 ფრაიბურგი 2.90ფრაიბურგი 3.25 აუგსბურგი2.50 აუგსბურგი დაწვრილებით
21.03 18:30 შტუტგარტი 2.60შტუტგარტი 3.30 აინტრახტი2.75 აინტრახტი დაწვრილებით
21.03 18:30 კიოლნი 2.30კიოლნი 3.30 ბრემენის ვერდერი3.20 ვერდერი დაწვრილებით
21.03 18:30 პადერბორნი 3.60პადერბორნი 3.50 ჰოფენჰაიმი2.05 ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
21.03 21:30 შალკე 04 2.85შალკე 04 3.30 ლევერკუზენის ბაიერი2.50 ბაიერი დაწვრილებით
22.03 18:30 მაინცი 3.25მაინცი 3.60 ვოლფსბურგი2.15 ვოლფსბურგი დაწვრილებით
22.03 20:30 ბაიერნი 1.18მიუნხენის ბაიერნი 7.00 გლადბახი14.50 გლადბახი დაწვრილებით

Goal-line-ს ბუნდელსიგაშიც გამოიყენებენ

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მომდევნო სეზონში გერმანიაში გოლის დაფიქსირების ელექტორნულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

ბუნდესლიგის 18 კლუბიდან ამ იდეას მხარი 15-მა დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგი იყო. შედეგად, კომპანიასთან, რომელიც ამ ტექნოლოგიის მართავს უზრუნველყოფს 3 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ Goal-line-ი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს, რის შემდეგაც ტექნოლიგია ინგლისურმა პრემიერლიგამ აითვისა.

 

ბუნდესლიგა: 25-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 25-ე ტურის მიმოხილვას.

 

ლევერკუზენი – შტუტგარტი

ტური ლევერკუზენში ჩატარებული მატჩით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “შტუტგარტი” მიიღ და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში 32-ე წუთზე ვენდელის დარტყმის შემდეგ გაიხსნა, ზუსტად 4 წუთში კი დრმიჩმა უპირატესობა გაზარდა და “ლევერკუზენი” შესვენებაზე ორბურთიანი ფორით გავიდა.

შეხვედრის განახლებიდან 5 წუთში ბელარაბიმ მესამედ დალაშქრა “შტუტგარტის” კარი. საბოლოო ანგარიში კი 59-ე წუთზე დაფიქსრიდა, როდესაც დრმიჩმა დუბლი გაიფორმა.

ამ გამარჯვებით მასპინძელბმა მეოთხე პოზიცია განიმტკიცეს, შტუტგარტელები კი ბოლო ადგილზე რჩებიან.

 

ვერდერი – ბაიერნი

“ბაიერნის” შეჩერება ვერც ბრემენის “ვერდერმა” მოახერხა, რომელიც გათამაშების მეორე წრეში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდად იქცა.

ბრემენელთა რბევა სტუმრებმა 25-ე წუთზე დაიწყეს, როდესაც თომას მიულერმა ანგარიშის გახსნა შეძლო. ტაიმის ბოლო წუთზე კი დავიდ ალაბამ გაიტანა.

მეორე ნახევარში მიუნხენელთა გულშემატკივრები რობერტ ლევანდოვსკიმ გაახარა, რომელმაც 76-ე და 90-ე წუთებზე დუბლის გაფორმება შეძლო.

 

გლადბახი – ჰანოვერი

მოსალოდნელი შედეგით დასრულდა ტურის ცენტლაური შეხვედრა. “გლადბახმა” საკუთარ მოედანზე “ჰანოვერი” მიიღო და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა გამარჯვება ჰერმანის დუბლით იზეიმეს. 43-ე წუთზე ნახევარმცველმა აზარის პასით შეაგდო. 75-ე წუთზე კი კრუზეს გადაცემა აქცია გოლად და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

“გლადბახი” 44 ქულით მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა, “ჰანოვერი” კი ამ მარცხის შემდეგ გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.

 

ტურის ყველა მატჩი

13.03 23:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი 4:0 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
14.03 18:30 აუგსბურგი აუგსბურგი 0:2 მაინცი მაინცი დაწვრილებით
14.03 18:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 3:0 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
14.03 18:30 ჰერტა ჰერტა 2:2 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით
14.03 18:30 ვერდერი ბრემენის ვერდერი 0:4 მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
14.03 18:30 აინტრახტი აინტრახტი 4:0 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
14.03 21:30 დორტმუნდი დორტმუნდი 0:0 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
15.03 18:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 3:0 ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
15.03 20:30 გლადბახი გლადბახი 2:0 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით

 

“ბაიერნმა” “ვერდერი” გაანადგურა

დასრულდა ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩი “ვესერსტედიუმ პლაცზე”, სადაც მიუნხენის “ბაიერნის” მორიგი მსხვერპლი ბრემენის “ვერდერი” გახდა.

“ვერდერი” 0:4 “ბაიერნი”

გოლი: მიულერი ’24, ალაბა ’45, ლევანდოვსკი ’76; ’90+1

ბუნდესლიგა: 25-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 25-ე ტურის პრევიუს.

 

ლევერკუზენი – შტუტგარტი

ტურის პირველი შეხვედრა ლევერკუზენში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი “შტუტგარტს” მიიღებს. უკანასკნელი გამარჯვება შტუტგარტელებმა ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში მოიპოვეს, მათი მეტოქე კი გასულ ტურში მოპოვებული 3 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონას დაუბრუნდა.

მცირე ჩავარდნის შემდეგ “ლევერზუკენმა” 4 მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო. წარმატებულ თამაშში დიდი როლი დაცვის ხაზის თამაშს მიუძღვის, რომელმაც ძველებური დამაჯერებლობა დაიბრუნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო “ლევერკუზენს” ემირ სპაჰიჩი დააკლდება.

ვერდერი – ბაიერნი

დონეცკის “შახტარის” განადგურების შემდეგ მიუნხენის “ბაიერნი” საშინაო ასპარეზს “ვერდერთან” მატჩით უბრუნდება. დაუმარცხებლად მოასპარეზე ბრემენლებს 2015 წლის პირველი წაგება “ვოლფსბურგმა” აგემა, რომელამც სკრიპნიკის გუნდს ხუთი გოლი გაუტანა. თუმცა, ბრემენელებს ამ წაგებაზე ბევრი არ უნერვიულიათ და უკვე შემდეგ შეხვედრაში “ფრაიბურგის” დამარცხება მოახერხეს.

ნათელია, რომ “ვერდერის” თამაში დიდწილად მათ დაცვაზეა დამოკიდებული. მომენტების შემქნა სკრიპნიკის გუნდს არ უჭირს, მაგრამ თუ დაცვაში პრობლემებია შეხვედრის დადებითად დასრულების იმედი “მუსიკოსებს” არ უნდა ჰქონდეთ. “ბაიერნთან” შეხვედრაში ვერ ითამაშებენ გალვესი და ლუკიმია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვის ცენტრში კვალვ პრიოდლი და ვესტერგორი დადგებიან. ამ დუეტს კარგი შეხვედრის ჩატარება ნამდვილად შეუძლია, თუმცა მათი მთავარი პრობლემა სტაბილურობის ნაკლებობაა, რაც “ბაიერნის” ისედაც მაღალ შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

 

გლადბახი – ჰანოვერი

ტურის უკანასკნელ შეხვედრაში “გლადბახი” “ჰანოვერს” უმასპინძლებს. გასული ტურის შემდეგ ლუსიენ ფავრმა საკუთარ შეგირდებს სამ დღიანი შვებულება მისცა, რათა მათ ჩემპიონატის, თასის და ევროპა ლიგის შემდეგ ძალები აღედგინათ.

გასული ტურიდან გამომდინარე ეს აუცილებელია იყო. “მაინცთან” შეხვედრაში “გლადბახის” მოთამაშეებს ძალა ფაქტობრივად აღარ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ ორი ქულის დაკარგვის წინაპირობა გახდა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

13.03 23:30 ლევერკუზენი 1.55ლევერკუზენის ბაიერი 4.00 შტუტგარტი6.45 შტუტგარტი დაწვრილებით
14.03 18:30 აუგსბურგი 2.00აუგსბურგი 3.40 მაინცი3.90 მაინცი დაწვრილებით
14.03 18:30 ჰოფენჰაიმი 1.80ჰოფენჰაიმი 3.75 ჰამბურგი4.40 ჰამბურგი დაწვრილებით
14.03 18:30 ჰერტა 2.70ჰერტა 3.20 შალკე 042.70 შალკე 04 დაწვრილებით
14.03 18:30 ვერდერი 7.45ბრემენის ვერდერი 5.50 მიუნხენის ბაიერნი1.35 ბაიერნი დაწვრილებით
14.03 18:30 აინტრახტი 1.76აინტრახტი 4.00 პადერბორნი4.30 პადერბორნი დაწვრილებით
14.03 21:30 დორტმუნდი 1.37დორტმუნდი 4.85 კიოლნი8.65 კიოლნი დაწვრილებით
15.03 18:30 ვოლფსბურგი 1.41ვოლფსბურგი 5.00 ფრაიბურგი7.50 ფრაიბურგი დაწვრილებით
15.03 20:30 გლადბახი 1.80გლადბახი 3.70 ჰანოვერ 964.45 ჰანოვერ 96 დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 24-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 24-ე ტურის მიმოხილვას. 

 

ჰამბურგი – დორტმუნდი

დორტმუნდელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩის მოგება ვერ შეძლეს, მაგრამ დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაახანგრძლივეს.

ჰამბურგში ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. “ბორუსია” მეათე პოზიციაზე დარჩა, არადა გამარჯვებით შემთხვევაში კლოპის შეგირდები გარდა იმისა რომ ერთი საფეხურით დაწინაურდებოდნენ, ევროპა ლიგის ზონასაც მიუახლოვდებოდნენ, რაც მეორე წრის დაწყებამდე რთული წარმოსადგენი იყო. “ჰამბურგი” კი კვლავ გასავარდნ ზონასთან რჩება.

 

ჰანოვერი – ბაიერნი

მოლოდინისამბერ საკუთარი შეხვედრა მოიგო გათამაშების ლიდერმა, რომელიც გასულ ტურში “ჰანოოვერს” სტუმრობდა.

ანგარიში 25-ე წუთზე მასპინძლებმა კიოტაკეს გოლით გახსნეს, თუმცა მიუნხენელებმა წონასწორობის აღდგენა 3 წუთში ჩაბი ალონსოს გოლით მოახერხეს და ტაიმიც ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარი ტომას მიულერის ბენეფისად იქცა. 61-ე წუთზე შემტევმა პენალტით დააწინაურა საკუთარი გუნდი, 72-ზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

ამ გამარჯვებით მიუნხენელებმა “ვოლფსბურგთან” სხვაობა 9 ქულამდე გაზარდეს.

 

აუგსბურგი – ვოლფსბურგი

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა აუგსბურგის SGL არენაზე შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “ვოლფსბურგს” 2015 წლის პირველი მარცხი აგემა.

გადამწყვეტი 63-ე წუთი გამოდგა, როცა ბენალიოს კარის მიმართულებით 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ვერნერის დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ თანაგუნდელის შეცდომა კორმა გამოასწორა და ანგარიშის გახსნასთან ერთად, როგორც შემდეგ გაირკვა საბოლოო შედეგიც დაუფიქსირებია.

ამ გამარჯვებით “აუგსბუგრმა” “ვოლფსბურგის” წაუგებელის სერიის შეწყვეტასთან ერთად, საკუთარი მოუგებელიც შეწყვიტა და მე-6 პოზიცია შეინარჩუნა.

 

ტურის ყველა მატჩი

06.03 23:30 შტუტგარტი შტუტგარტი 0:0 ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
07.03 18:30 შალკე 04 შალკე 04 3:1 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
07.03 18:30 აუგსბურგი აუგსბურგი 1:0 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
07.03 18:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 1:3 მიუნხენის ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი დაწვრილებით
07.03 18:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 0:1 ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი დაწვრილებით
07.03 18:30 ჰამბურგი ჰამბურგი 0:0 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
07.03 21:30 მაინცი მაინცი 2:2 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
08.03 18:30 კიოლნი კიოლნი 4:2 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
08.03 20:30 პადერბორნი პადერბორნი 0:3 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 24-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 24-ე ტურის პრევიუს. 

 

ჰამბურგი – დორტმუნდი

პირველ წრესთან შედარებით უკეთ ათამაშებული “დორტმუნდი” ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვებას “ჰამბურგთან” ეცდება.

მასპინძლები, როგორც ჩანს “ბაიერნისგან” მიღებული რვა გოლის შემდეგ შოკიდან ვერ გამოსულან. “ჰამბურგმა” უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონასაც მიუახლოვდა.

“დორტმუნდი” კი კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში ევროტურნირებზეც გააკეთებს განაცხადს, რაც იურგენ კლოპის გუნდისთვის მცირე სასწაულიც კი იქნება კოშმარულად ჩატარებული პირველი ეტაპის შემდეგ. ცოტა ხნის წინ “ბორუსია” ხომ გათამაშების უკანასკნელ პოზიციაზე იყო.

ჰანოვერი – ბაიერნი

გათამაშების ლიდერი მორიგ შეხვედრას ჰანოვერში გამართავს. ადგილობრივი გუნდი ბოლო პერიოდში წარუმატებლად ასპარეზობს. “ჰანოვერს” 2015-ში ჯერ არ მოუგია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ წლის პირველი გამარჯვების მოპოვებას კორკუტის შეგირდები თითქმის დაუმარცხებელ “ბაიერნთან” შეძლებენ.

ამ წყვილზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუნხენელებს რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის “შახტარის” მასპინძლობა უწევთ. ასე რომ, გამორიცხული არ არის, პეპ გვარდიოლამ გარკვეულ როტაციას მიმართოს.

აუგსბურგი – ვოლფსბურგი

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა აუგსბურგის SGL არენაზე შედგება, სადაც ადგილობრივ კლუბს “ვოლფსბურგი” ეწვევა. სტუმრთა გუნდი “ბაიერნის” ერთადერთი რეალური მდევარია და ბუნებრივია, რომ მოახლოებულ შეხვედრაში მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვები მოპოვება იქნება. კიდევ ერთი მიზეზი წაუგებელი სერიის გაგრძელება იქნება, რომელიც სტარტს 2015 წლის პირველი შეხვედრებიდან იღებს.

მოულოდნელად კარგი სტარტის შემდეგ “აუგსბურგი” მეორე წრეში ძველებურად ვეღარ ყოჩაღობს. მასპინძლები უკვე ოთხი ტურია ვერ იგებენ, მაგრამ საევროთასო ექვსეულშ დარჩენას ჯერჯერობით ახერხებენ.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

06.03 23:30 შტუტგარტი 2.22შტუტგარტი 3.20 ჰერტა3.50 ჰერტა დაწვრილებით
07.03 18:30 შალკე 04 2.40შალკე 04 3.30 ჰოფენჰაიმი3.05 ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
07.03 18:30 აუგსბურგი 3.25აუგსბურგი 3.40 ვოლფსბურგი2.24 ვოლფსბურგი დაწვრილებით
07.03 18:30 ჰანოვერ 96 10.05ჰანოვერ 96 6.25 მიუნხენის ბაიერნი1.27 ბაიერნი დაწვრილებით
07.03 18:30 ფრაიბურგი 2.60ფრაიბურგი 3.45 ბრემენის ვერდერი2.65 ვერდერი დაწვრილებით
07.03 18:30 ჰამბურგი 5.35ჰამბურგი 4.20 დორტმუნდი1.60 დორტმუნდი დაწვრილებით
07.03 21:30 მაინცი 2.65მაინცი 3.20 გლადბახი2.75 გლადბახი დაწვრილებით
08.03 18:30 კიოლნი 2.56კიოლნი 3.30 აინტრახტი2.80 აინტრახტი დაწვრილებით
08.03 20:30 პადერბორნი 4.70პადერბორნი 3.75 ლევერკუზენის ბაიერი1.75 ლევერკუზენი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: 23-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის 23-ე ტურის მიმოხილვა.

 

ბაიერნი – კიოლნი

ბუნდესლიგის მორიგი ტური ლიდერის დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. მიუნხენელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთისთვის შვაინშტაიგერისა და რიბერის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, თუმცა შემდეგ ტემპი დაეცა  და ტაიმის ბოლოს “კიოლნმა” უჯას გოლით სხვაობაც კი შეამცირა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა მეტის გაკეთებმა ვეღარ შეძლეს “ბაიერნმა” კი კიდევ ორი გოლი გაიტანა. შედეგიანი დარტყმები არიენ რობენის და რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, რომლებმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 4:1.

 

დორტმუნდი – შალკე

როგორც ჩანს დორტმუნდელთა კრიზისს ბბოლო მოეღო. იურგენ კლოპის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად ზედიზედ მეოთხე გამარჯვებიც მოპოვება შეძლო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ “ბორუსიამ” რურის დერბიში “შალკეს” დამარცხება დიდი ანგარიშით შეძლო.

პირველი გოლი მატჩის ბოლოს, 78-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ობამეიანგი გახდა. ერთ წუთში კი მჰიტარიანმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში შეხვედრის 86-ე წუთზე მარკო როისმა დააფიქსირა.

“ბორუსია” 28 ქულით მე-10 პოზიციაზეა და ევროზონამდე დორტმუნდელებს სულ 7 ქულა აშორებს.

 

ვერდერი – ვოლფსბურგი

მორიგი სუპერ მატჩი ჩაატარა 2015 წელს წაუგებლად მოასპარეზე”ვოლფსბურგმა”, რომელიც გასულ ტურში მეორე წრეში დაუმარცხებელ “ვერდერს” ესტუმრა.

მატჩი პირველივე წუთებიდან შედეგიანად დაიწყო. მე-9 წუთზე ანგარიში “ვერდერმა” იუნუზოვიჩის გოლით გახსნა სულ რაღაც ერთ წუთში კი კალიგიურიმ წონასწორობა აღადგინა.

მე-16 წუთზე ბრემენელები დი სანტოს გოლით კვლავ დაწინაურდნენ. ამჯერად “ვოლფსბურს” გასათანაბრებლად ოდნავ მეტი, ორი წუთი დასჭირდათ. მე-18 წუთზე გოლი არნოლდმა გაიტანა, მაგრამ ტაიმიც მაინც მასპნიძელთა გამარჯვებით დასრულდა. 28-ე წუთზე ვიეირინიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ნახევარი “ვოლფსბურგის” დომინირებით აღინიშნა, რაც საბოლოოდ მათი გამარჯვებით წინაპირობაც გახდა. 48-ე და 51-ე წუთებზე დუბლი ბას დოსტმა შეასრულა. საბოლოო ანგარიში კი კალიგიურიმ 53-ე დააფიქსირა – 3:5.

 

ტურის ყველა მატჩი

27.02 23:30 მიუნხენის ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 4:1 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
28.02 18:30 დორტმუნდი დორტმუნდი 3:0 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით
28.02 18:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი 1:0 ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
28.02 18:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 2:0 მაინცი მაინცი დაწვრილებით
28.02 18:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 1:1 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
28.02 18:30 ჰერტა ჰერტა 1:0 აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
28.02 21:30 აინტრახტი აინტრახტი 2:1 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
01.03 18:30 გლადბახი გლადბახი 2:0 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
01.03 20:30 ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი 3:5 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით