ათი ყველაზე კურიოზული აცილება ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის კურიოზული აცილებებია აღბეჭდილი.

ბუნდესლიგა: სეზონის ათი ყველაზე სასაცილო ეპიზოდი (ვიდეო)

თქვენ წინაშეა გერმანიის ჩემპიონატის მიმდიანრე სეზონის გათამაშების პირველი წრის ათი ყველაზე კურიოზული ეპიზოდი.

ბუნდესლიგა: გასული ტურის საუკეთესო სეივები (ვიდეო)

წარმოგიდგენთ გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მეკარეთა საუკეთესო სეივების ამსახველ ვიდეოს.

ბუნდესლიგა: ტურის ხუთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ გერმანიის ჩემპიონატის წლის ბოლო ტურის საუკეთესო გოლების ამსახველ ვიდეოს.

ბუნდესლიგა: მე-17 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-17 ტურის მიმოხილვას.

 

მაინცი – ბაიერნი

,ბუნდესლიგის” მე-17 ტურის პირველ შეხვედრაში ,,მაინცმა” საკუთარ კედლებში მიუნხენის ,,ბაიერნი” მიიღო. მასპინძლებმა მიუნხენელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მატჩში ანგარიში სწორედ მასპინძლებმა გახსნეს. თუმცა, სტუმრებმა პირველივე ნახევარში ბასტიან შვაინშტაიგერის გოლის წყალობით  წონასწორობის აღდგენა მოახერხეს.

მეორე ტაიმში კი ორივე გუნდმა უშეღავათო ბრძოლა შესთავაზა გულშემატკივრებს. გადამწყვეტი მატჩის 90-ე წუთი აღმოჩნდა. “ბაიერნის” მხრიდან  თავი არიენ რობენმა გამოიჩინა და თამაში საბოლოო ანგარიში. 1:2 დააფიქსირა.

“ბაიერნი” 18-დღიან საშობაო არდადეგებზე დაუმარცხებელი გავიდა.

 

აუგსბურგი – გლადბახი

ტურის ერთ-ერთი გამრჩეული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. “აუგსბურგმა” კლუბის არსებობის ისტორიაში, ბუნდესლიგის პირველ წრეში ქულათა რეკორდული რაოდენობა დააგროვა და ახალ წელს მე-6 ადგილზე შეხვდება. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში აუგსბურგელები მხოლოდ ბურთების სხვაობის გამო ვერ მოხვდნენ.

გასული ტურის შეხვედრა “გლადბახისთვის” საკმაოდ კარგად დაიწყო. სტუმრები მე-3 წუთზე კრუზეს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მე-20 წუთზე წონასწორობა აღადგინეს და ტაიმიც ფრედ დასრულდა. “აუგსბურგი” მირწეულით არ დაკმაყოფილდა და შეხვედრის განახლებიდან 6 წუთში მეორეც გაიტანა. 51-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ბობადილიამ დააფიქსირა – 2:1.

 

ვერდერი – დორტმუნდი

“დორტმუნდმა” ჩაგდებული პირველი წრე უშუალო კონკურენტთან მარცხით დაასრულა. არც თუ ისე შორეულ წარსულში მოწინავე პოზიციებისთვის მებრძოლი კლუბების დაპირისპირება მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს.

“ვერდერმა” დაწინაურება მე-3 წუთზე სელკეს გოლით მოახერხა. უპირატესობის გაზრდა კი ბრემენელებმა 62-ე წუთზე, ბარტელსის ძალისხმევით შეძლეს. “დორტმუნდმა” მეტოქეს 7 წუთში, ჰუმელსის გოლით უპასუხა, თუმცა მეტის გაკეთება კლოპის შეგირდებმა ვეღარ მოახერხეს.

“დორტმუნდმა” პირველი წრე ბოლოს წინა, მე-17 პოზიციაზე 15 ქულით დაასრულა. “ვერდერმა” კი დორტმუნდელებს მხოლოდ 2 ქულითა და ერთი პოზიციით აჯობა.

ტურის ყველა მატჩი

19.12 23:30 მაინცი მაინცი 1:2 მიუნხენის ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი დაწვრილებით
20.12 18:30 შალკე 04 შალკე 04 0:0 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
20.12 18:30 აუგსბურგი აუგსბურგი 2:1 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
20.12 18:30 შტუტგარტი შტუტგარტი 0:0 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
20.12 18:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი 1:1 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
20.12 18:30 ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი 2:1 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
20.12 21:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 2:1 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
21.12 18:30 ჰერტა ჰერტა 0:5 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
21.12 20:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 2:2 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით

ბაიერნის მოთამაშეები 18 დღეს დაისვენებენ

მიუნხენის “ბაიერნმა” ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმა. “მაინცთან” მატჩის შემდეგ კლუბის სრული შემადგენლობა სამწვრთნელო შტაბთან ერთად 18-დღიან შვებულებაში გავიდა, რომლის შემდეგაც გუნდი მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს.

7 იანვარს “ბაირნი” 2015 წლის პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, 6 დღში კი ყატარში ადგილობრივი ვარსკვალვების გუნდს გაეჯიბრება.

17 იანვარს გვარდიოლას გუნდი საკონტროლო შეხვედრას საუდის არაბეთში ჩაატარებს, 23-ში კი ამხანაგურ მატჩს “ბოხუმთან” გამართავს.

ახალი წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას “ბაიერნი” 30 იანვარს, “ვოლფსბუგის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბუნდესლიგა: მე-16 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-16 ტურის მიმოხილვა.

 

ბაიერნი – ფრაიბურგი

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ალიანც არენაზე“ „ფრაიბურგი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

41-ე წუთზე ფრანკ რიბერის პასის შემდეგ ანგარიში არიენ რობენმა გახსნა. ორამდე მიუნხენელთა უპირატესობა მეორე ტაიმის მესამე წუთზე გაიზარდა, როდესაც მეტოქის კარში ზუსტად თომას მიულერმა დაარტყა.

ამ გამარჯვებით „ბაიერნმა“ 42 ქულა დააგროვა. ამჟამად ბავარიული კოლექტივი მეორე ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“, რომელიც ხვალ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება, 12 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „ფრაიბურგს“, გუნდი 14 ქულით გასავარდნ ზონაში დარჩა.

 

დორტმუნდი – ვოლფსბურგი

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგს” უმასპინძლა. მასპინძლებმა ანგარიში სწრაფი გოლით, მე-8 წუთზე გახსნეს. ტაბლოზე საკუთარი გვარი ობამეანგმა დააფიქსირა, თუმცა 20 წუთში მეტოქემ წონასწორობის არდგენა დე ბრუინეს ზუსტი დარტყმით შეძლო.

გუნდებმა გოლები მატჩის მეორე ნახევარშიც გაცვალეს, მაგრამ ამჯერად ინტერვალი შედეგიან დარტყმებს შორის უფრო მცირე იყო. 76-ზე დორტმუნდელები იმობილემ კვლავ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნალდო 85-ე წუთზე დააფიქსირა – 2:2.

 

ჰოფენჰაიმი – ლევერკუზენი

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ლევერკუზენმა”, რომელმაც სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ “ჰოფენჰაიმს” სძლია. სანახაობრივ და საგოლე მომენტების სიუხვით გამორჩეული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

უგოლუ პირველი ტაიმის მერე გადამყწვეტი ეპიზოდი 79-ე წუთზე მოხდა. ბრანდტის გადაცემით გამარჯვების გოლის ავტორი კისლინგი გახდა. “ჰოფენჰაიმმა” დარჩენილი დრო ფაქტობრივად მთელი გუნდით შეტევაში გაატარა, თუმცა ანგარიში აღარ არ შეცვლილა.

 

ტურის ყველა მატჩი 

16.12 23:00 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 2:0 აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
16.12 23:00 ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 2:0 ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
16.12 23:00 ჰამბურგი ჰამბურგი 0:1 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
16.12 23:00 კიოლნი კიოლნი 0:0 მაინცი მაინცი დაწვრილებით
17.12 23:00 დორტმუნდი დორტმუნდი 2:2 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
17.12 23:00 გლადბახი გლადბახი 4:1 ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი დაწვრილებით
17.12 23:00 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 0:1 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენი დაწვრილებით
17.12 23:00 აინტრახტი აინტრახტი 4:4 ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
17.12 23:00 პადერბორნი პადერბორნი 1:2 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით

ბუნდესლიგა – ტურის ხუთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

სამშაბათსა და ოთხშაბათს გერმანიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. წარმოგიდგენთ აღნიშნული ტურის მატჩების ხუთი საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 2:0 (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ალიანც არენაზე“ „ფრაიბურგი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

41-ე წუთზე ფრანკ რიბერის პასის შემდეგ ანგარიში არიენ რობენმა გახსნა. ორამდე მიუნხენელთა უპირატესობა მეორე ტაიმის მესამე წუთზე გაიზარდა, როდესაც მეტოქის კარში ზუსტად თომას მიულერმა დაარტყა.

ამ გამარჯვებით „ბაიერნმა“ 42 ქულა დააგროვა. ამჟამად ბავარიული კოლექტივი მეორე ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“, რომელიც ხვალ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება, 12 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „ფრაიბურგს“, გუნდი 14 ქულით გასავარდნ ზონაში დარჩა.

ბუნდესლიგის ბოლო ტურის მეკარეთა საუკეთესო სეივები (ვიდეო)

თქვენ წინაშეა გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩების მეკარეთა საუკეთესო ხუთი სეივის ამსახველი ვიდეო.

ბუნდესლიგა: მე-16 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-16 ტურის პრევიუს.

 

ბაიერნი – ფრაიბურგი

მორიგი გერმანული ტური შუა კვირაში გაიმართება და დღეს, მიუნხენში გასამართი დაპირისპირებით აიღებს სტარტს. მართალია, პარალელურადაც რამდენიმე შეხვედრა წარიმართება, თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ “ბაიერნის” თამაში იწვევს, რომელმაც გასულ ტურში “შემოდგომი ჩემპიონის” წოდება ნაადრევად მოიპოვა.

როგორ ყველა გასულ შეხვედრაში გვარდიოლას გუნდი ამ მატჩსაც ფავორიტის რანგში ხვდება. მიუნხენური კლუბისთვის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “ფრაიბურგის” დამარცხება დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ამას “ბაიერნი” უკვე წლებია დამაჯერებლად ამტკიცებს. ფრაიბურგელთა ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ორი შეხვედრა დასრულდა ფრედ, დანარჩენ შემთხვევაში კი მიუნხენელებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს.

 

დორტმუნდი – ვოლფსბურგი

საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს დორტმუნდი, სადაც აუტსაიდერთა შორის მოულოდნლად აღმოჩენილი “ბორუსია” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, “ვოლფსბურგს” მიიღებს.

გასული ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. კლოპის შეგირდები ბერლინში, უმნიშვნელოვანას შეხვედრაში დამარცხდნენ. “ვოლფსბურგმა” კი საკუთარ მოედანზე “პადერბორნს” ვერ მოუგო და ლიდერთან ჩამორჩენას 9 ქულამდე გაზარდა.

გასულ სეზონში, როცა “ბორუსია” მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ორი ერთნაირი საშინაო გამარჯვება მოიპოვეს. გაგრძელდება თუ არა ეს ტრადიცია წლევანდელ გათამაშებაშიც, ხვალ გახდება ცნობილი.

 

ჰოფენჰაიმი – ლევერკუზენი

“ლევერკუზენმა” “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ ქულები გასულ ტურშიც დაკარგა, რამაც “ჰოფენჰაიმს” ევროზონასთან მიახლოების საშუალება მისცა. საინტერესოა, რომ ლევერკუზენელებთან ერთად ქულები ცხრილის ზედა ნაწილში მყოფმა ყველა გუნდმა დაკარგა. ჰოფენჰაიმელებმა კი სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ “აინტრახტს” დაძაბულ და შედეგიან შეხვედრაში სძლიეს. წესით და რიგით, მოახლოებულ ტურში “ბაიერნის” მდევრებისგან მაქსიმუმს და უკეთეს შედეგებს უნდა ველოდოთ. ასე რომ, “ლევერკუზენი” გასვილით გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს, თუმცა იოლი გასეირნება შმიდტის შეგირდებს არ ელით.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

16.12 23:00 ჰანოვერ 96 2.55ჰანოვერ 96 3.20 აუგსბურგი2.90 აუგსბურგი დაწვრილებით
16.12 23:00 ბაიერნი 1.13მიუნხენის ბაიერნი 10.00 ფრაიბურგი20.00 ფრაიბურგი დაწვრილებით
16.12 23:00 ჰამბურგი 2.30ჰამბურგი 3.30 შტუტგარტი3.20 შტუტგარტი დაწვრილებით
16.12 23:00 კიოლნი 2.50კიოლნი 3.30 მაინცი2.90 მაინცი დაწვრილებით
17.12 23:00 დორტმუნდი 2.00დორტმუნდი 3.60 ვოლფსბურგი3.85 ვოლფსბურგი დაწვრილებით
17.12 23:00 გლადბახი 1.55გლადბახი 4.25 ბრემენის ვერდერი5.90 ვერდერი დაწვრილებით
17.12 23:00 ჰოფენჰაიმი 3.20ჰოფენჰაიმი 3.40 ლევერკუზენის ბაიერი2.25 ლევერკუზენი დაწვრილებით
17.12 23:00 აინტრახტი 2.20აინტრახტი 3.40 ჰერტა3.30 ჰერტა დაწვრილებით
17.12 23:00 პადერბორნი 2.70პადერბორნი 3.30 შალკე 042.65 შალკე 04 დაწვრილებით

ბუნდესლიგა: მე-15 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ბუნდესლიგის მე-15 ტურის მიმოხილვას.

 

აუგსბურგი – ბაიერნი

ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” აუგსბურგს ესტუმრა და ადგილობრივ გუნდს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

მასპინძლებმა მრისხანე მეტოქის წნეხს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუძლეს. შესვენების შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა. “ბაიერნა” ანგარიში 58-ე წუთზე ბენატიას ძალისხმევით გახსნა. ზუსტად ერთი წუთში საკუთარუ გუნდის უპირატესობა ორამდე რობენმა გაზარდა. შეხვედრის 68-ე წუთზე თავისი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმაც გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა ბასტიან შვაინშტაიგერმა გაუწია. საბოლოო ანგარიში კი სულ რაღაც 3 წუთში არიან რობენმა დააფიქსირა და დუბლიფ გაიფორმა.

ამ გამაჯვებით მიუნხენელებმა უახლოეს მდევა “ვოლფსბურგთან” სხვაობა 9 ქულამდე გაზარდეს, ხოლო “აუგსბურგი” მეხუთე პოზციამდე დაქვეითდა.

 

 

ჰერტა – დორტმუნდი

მორიგი მარცხი იწვნია და გასავარდნ ზონას დაუბრუნდა დორტმუნდის “ბორუსია”, რომელიც გასულ ტურში ბერლინს სტუმრობდა.

შეხვედრის ბედი პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ბერლინელთა შემადგენლობაში თავი შიბერმა გამოიჩინა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

ბერლინელებმა ორი მარცხის შემდეგ პირველად მოიგეს და ამჟამად 17 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

ლევერკუზენი – გლადბახი

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ლევერკუზენის “ბაიარენამ” უმასპინძა, სადაც ადგილობრივ კლუბს “გლადბახი” ესტუმრა.

მატჩის საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაფიქსირდა. მასპინძლებმა დაწინაურებმა მე-18 წუთზე ჩალჰანოღლუს გოლით შეძლეს, რასაც სტუმრებმა კი მე-40 წუთზე ბროუერსის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

საკუტარი შეხვედრა ვერც ამ გუნდების უშუალო კონკურენტმა “ვოლფსბურგმა” მოიგო, რომელიც საკუთარ მოედანზე “პადერბორნს” დაუზავდა. შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციეს შორის არსებული 6 ქულიანი სხვაობაც უცვლელი დარჩა.

 

ტურის ყველა მატჩი

12.12 23:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 3:2 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
13.12 18:30 შალკე 04 შალკე 04 1:2 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
13.12 18:30 აუგსბურგი აუგსბურგი 0:4 მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
13.12 18:30 ჰერტა ჰერტა 1:0 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
13.12 18:30 ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი 3:3 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
13.12 18:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 0:0 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
13.12 21:30 მაინცი მაინცი 1:1 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
14.12 18:30 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი 1:1 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
14.12 20:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 1:1 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით