ბუნდესლიგა: მე-15 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ბუნდესლიგის მე-15 ტურის პრევიუს.

 

აუგსბურგი – ბაიერნი

მორიგ ტურში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “აუგსბურგს” ეწვევა, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

მარკუს ვეინზაიერლის გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და შედეგად მესამე პოზიციაზე აღზევდა. რა თქმა უნდა, მოგებათა სერიის გაგრძელება რთული იქნება, თუმცა მასპინძები ქულისთვის მაინც იბრძოლებენ.

მიუნხენელებმა ბუნდესლიგის უკანასკნელი ორი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგეს. იგრძნობა, რომ გუნდი ძალების დაზოგვით თამაშობს და მომატებაც ნებისმიერ დროს შეუძლია. “ბაიერნს” ამის რესურსიც აქვს, რაც შუა კვირაში მოსკოვის ცსკა-ს დამაჯერებლად ძლევით დამტკიცდა.

 

ჰერტა – დორტმუნდი

საინტერესო შეხვედრას უმასპინძებს ბერლინი, სადაც “ჰერტას” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი “დორტმუნდი” ეწვევა. წაგებისა ან ფრის შემთხვევაში გუნდებს გასავარდნ ზონაში დაქვეითება ემუქრებათ. წლის ბოლოს კი ეს არც თუ ისე სასიამოვნო პერსპექტივაა.

ბერლინელებმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. შედარებით უკეთესი ვითარებაა დორტმუნდელთა ბანაკში, თუმცა კლოპის გუნდმა რამდნეიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გამართა, რაც შესაძლოა მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახოს.

 

ლევერკუზენი – გლადბახი

ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება ლევერკუზენში გაიმართება, სადაც სტუმრად “გლადბახი” ჩავა.

გლადბახმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, უსიამოვნო სერიის დასრულება გასულ ტურში “ჰერტას” ძლევით შეძლო. მატჩი საკმაოდ დაძაბული და შედეგიანი გამოდგა. მეტოქისგან განსხვავებით წინა ტურა წარუმატებელი გამოდგა “ლევერკუზენისთვის”. თუმცა, მიუნხენში ვიზიტზე შმიდტის შეგირდები განსაკუთრებულ იმედებს ალბათ არც ამყარებდნენ.

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მატჩების უმეტესობა ფრედ ან ლევერკუზენთა გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ერთი საინტერესო დეტალიც. “გლადბახმა” “ბაიერის” დამარცხება ბოლოს ორჯერ, 2010 და 2012 წლებში შეძლო და ორივე შემთხვევაში ეს გასვლით შეხვედრაში მოხდა.

 

ტურის მატჩები და ევროპაბეთის კოეფიციენტები

12.12 23:30 ჰოფენჰაიმი 1.95ჰოფენჰაიმი 3.65 აინტრახტი3.80 აინტრახტი დაწვრილებით
13.12 18:30 შალკე 04 1.90შალკე 04 3.50 კიოლნი4.20 კიოლნი დაწვრილებით
13.12 18:30 აუგსბურგი 9.00აუგსბურგი 5.00 მიუნხენის ბაიერნი1.37 ბაიერნი დაწვრილებით
13.12 18:30 ჰერტა 5.25ჰერტა 3.85 დორტმუნდი1.67 დორტმუნდი დაწვრილებით
13.12 18:30 ვერდერი 2.57ბრემენის ვერდერი 3.30 ჰანოვერ 962.80 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
13.12 18:30 ფრაიბურგი 2.55ფრაიბურგი 3.25 ჰამბურგი2.85 ჰამბურგი დაწვრილებით
13.12 21:30 მაინცი 2.40მაინცი 3.35 შტუტგარტი3.00 შტუტგარტი დაწვრილებით
14.12 18:30 ლევერკუზენი 1.77ლევერკუზენის ბაიერი 3.70 გლადბახი4.75 გლადბახი დაწვრილებით
14.12 20:30 ვოლფსბურგი 1.45ვოლფსბურგი 4.50 პადერბორნი7.25 პადერბორნი დაწვრილებით

ბუნდესლიგის მე-14 ტურის საუკეთესო გოლები და სეივები (ვიდეო)

წარმოგიდგენთ გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის საუკეთესო ხუთი გოლისა და ხუთი სეივის ამსახველ ვიდეოს.

გოლები:

სეივები:

ბუნდესლიგა: მე-14 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-14 ტურის მიმოხილვას.

 

დორტმუნდი – ჰოფენჰაიმი

როგორც ჩანს, “დორტმუნდის” ფეხბურთელებზე თამაშამდე ორი დღით ადრე ხელმძღვანელობის უცნაურმა სასჯელმა კარგად იმოქმედა. “ბორუსიამ” “ჰოფენჰაიმთან” საშინაო მატჩში გამარჯვება მოიპოვა და ბუნდესლიგის ბოლო პოზიციიდან მეთოთხმეტეზე გადაინაცვლა.

შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, თუმცა გულშემატკივრებმა მხოლოდ ერთი გოლი იხილეს. მატჩის მე-17 წუთზე შედეგიანი დარტყმა გიუნდოგანმა შეასრულა. ნახევარმცველს შედეგიანი პასი ობამეიანგმა გაუკეთა, რომელსაც მეორე ნახევრის ბოლო გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ჯერ სიზუსტემ, შემდეგ კი ლაინსმენის აწეულმა ალამმა შეუშალა ხელი.

მატჩის ბოლოს “ჰოფენჰაიმმა” გათანაბრება სცადა და ერთ ეპიზოდში სტუმრები პენალტის დანიშვნას სამართლიანადაც ითხოვდნენ, თუმცა შეხვედრის ბოლომდე მოედანზე არაფერი შეცვლილა.

 

შტუტგარტი – შალკე

კიდევ ერთი მატჩი წააგო “შტუტგარტმა”, რომელიც გასულ ტურში “შალკეს” მასპინძობდა. გელზენკირხენელებმა უპირატესობის მოპოვება და მატჩის ბედის გადაწყვეტაც საკმაოდ სწრაფად შეძლეს. პირველ და 21-ე წუთებზე ჩუპო-მოტინგმა ორი გოლის გატანა მოახერხა, შუალედში კი ერთხელ მაქს მაიერმაც გაიტანა და გუნდები შესვენებაზე “შალკეს” სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ნახევარი შედარებით მოკრძალებული იყო. სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ დალაშქრეს მეტოქის კარი. 61-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში – 0:4 დააფიქსირა.

 

ბაიერნი – ლევერკუზენი

ტურის ცენტალურ დაპირისპირებას მიუნხენმა უმასპინძლა, სადაც “ბაიერნმა” “ლევერკუზენს” მინიმალური ანგარიშით აჯობა.

სტუმართა სასტარტო აქტიურობის შემდეგ შეხვერა გათანაბრდა, თუმცა პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მატჩის ბედი 51-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ფრანკ რიბერის ანგარიშზეა. აღსანიშნავაი, რომ ფრანგისთვის ეს მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში საიუბილეო, მე-100 გატანილი გოლი იყო.

მიუნხენელები გათამაშების ცხრილს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობენ, ხოლო “ლევერკუზენმა” მარცხის შემდეგ მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა, რომელსაც “შალკესთან” ერთად იყოფს.

 

ტურის ყველა მატჩი

05.12 23:30 დორტმუნდი დორტმუნდი 1:0 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
06.12 18:30 გლადბახი გლადბახი 3:2 ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
06.12 18:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 1:3 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
06.12 18:30 შტუტგარტი შტუტგარტი 0:4 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით
06.12 18:30 კიოლნი კიოლნი 1:2 აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით
06.12 18:30 პადერბორნი პადერბორნი 1:1 ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
06.12 21:30 ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 1:0 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენი დაწვრილებით
07.12 18:30 ჰამბურგი ჰამბურგი 2:1 მაინცი მაინცი დაწვრილებით
07.12 20:30 აინტრახტი აინტრახტი 5:2 ბრემენის ვერდერი ვერდერი დაწვრილებით

„ბორუსიამ“ კატასტროფული სერია „ჰოფენჰაიმთან“ მოგებით შეწყვიტა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტური დორტმუნდში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „ბორუსიამ“ „ჰოფენჰაიმი“ მიიღო.

ამ ტურამდე „ბორუსიას“ ქვეყნის პირველობაში იმდენად საშინელი შედეგი ჰქონდა, რომ გუნდი ბუნდესლიგის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ხსენებული მატჩი „ბორუსიამ“ უკვე მე-17 წუთზე ილკაი გუნდოგანის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიგო. მასპინძლებმა სტუმრებს აჯობეს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს – კლოპის გუნდმა მეტოქის კარში ზუსტად შვიდჯერ დაარტყა, თუმცა აქედან ექვს შემთხვევაში ადგილზე სტუმართა კარის დარაჯი ოლივერ ბაუმანი იყო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს ზუსტად კარში არც ერთხელ არ დაურტყამთ.

ამ გამარჯვებით დორტმუნდელებმა 14 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ხვალამდე მე-14 ადგილზე აიწიეს.

ბუნდესლიგა: მე-14 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-14 ტურის პრევიუს.

 

დორტმუნდი – ჰოფენჰაიმი

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი მოულოდნელობა “დორტმუნდის” კატასტროფული შედეგებია. კლოპის გუნდი გასულ ტურში მარცხის შემდეგ ბოლო პოზიციაზე დაეშვა, რასაც ფაქტობრივად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მოახლოებულ ტურში დორტმუნდელები საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმს” მიიღებენ და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ეცდებიან მდგოამრეობის გამოსწორებას.

სტუმრებს ჩემპიონატში საკმაოდ კარგი სტარტი აქვთ, თუმცა გასულ ტურამდე განცდილი ზედიზეც სამი მარცხის გამო “ჰოფენჰაიმი” მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა. არადა, გისდოლის შეგირდები “ვოლფსბურგთან” ერთად “ბაიერნის” ერთ-ერთი მდევრებიც კი იყვნენ.

საინტერესოა, რომ სატურნირო ცხრილში განსხვავებულ პოზიციებზე მყოფ “დორტმუნდს” და “ჰოფენჰაიმს” გაშვებული გოლების რაოდენობა თანაბარი აქვთ.

 

შტუტგარტი – შალკე

კიდევ ერთი ტრადიციული გუნდი, რომელიც “დორტმუნდის” მსგავსად ცხრილის სახიფათო ზონაშია მოხვედრილი საკუთარ მოედანზე “შალკეს” მიიღებს.

“შტუტგარტმა” სამი მარცხის შემდეგ გამარჯვება გასულ ტურში იზეიმეს და უსიამოვნო სერია შეწყვიტეს. სტევენსის შეგირდებმა უშუალო კონკურენტი “ფრაიბურგი” სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხეს, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მიმდინარე სეზონში “შალკეს” მეტოქისგან განსხვავებული მიზნები აქვს. დი მატეოს გუნდი ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვის. რა თქმა უნდა გელზენკირხენში სურთ, რომ ადგილობრივმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულოს გათამაშება. ამისათვის კი “შტუტგარტის” კალიბრის გუნდებთან მოგება აუცილებელია. თუმცა, “შალკეს” მიმდინარე სეზონში ზედიზედ სამი გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა გელზნკირხენელები დადებით სერიის გაგრძელებას.

 

ბაიერნი – ლევერკუზენი

ტურის ცენტალურ დაპირისპირებას მიუნხენი უმასპინძებს, სადაც “ბაიერნს” “ლევერკუზენი” ესტუმრება.

გათამაშების ლიდერის დამარცხება მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. თავად ლევერკუზნელებმაც “ბაიერნს” ბოლოს 2012 წელს, საშინაო შეხვედრაში მოუგეს, მას მერე კი მიუნხენური გრანდის დამარცხებას ვერ ახერხებენ.

13 ტურის შემდეგ პირველ და მესამე საფეხურებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა უკვე 10 ქულას შეადგენს და თუ ლევერკუზენელებს გარკვეული ინტრიგის შემქნა სურთ, მიუნხენში გასამართი მატჩის მოგება აუცილებელია. თუმცა, შმიდტის შეგირდები დიდი ალბათობით მესამე პოზიციის შენარჩუნებაზე უფრო ფიქრობენ.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

05.12 23:30 დორტმუნდი 1.60დორტმუნდი 4.00 ჰოფენჰაიმი5.70 ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
06.12 18:30 გლადბახი 1.75გლადბახი 3.70 ჰერტა5.00 ჰერტა დაწვრილებით
06.12 18:30 ჰანოვერ 96 3.80ჰანოვერ 96 3.50 ვოლფსბურგი2.00 ვოლფსბურგი დაწვრილებით
06.12 18:30 შტუტგარტი 2.25შტუტგარტი 3.40 შალკე 043.25 შალკე 04 დაწვრილებით
06.12 18:30 კიოლნი 2.85კიოლნი 3.20 აუგსბურგი2.60 აუგსბურგი დაწვრილებით
06.12 18:30 პადერბორნი 2.40პადერბორნი 3.35 ფრაიბურგი3.00 ფრაიბურგი დაწვრილებით
06.12 21:30 ბაიერნი 1.30მიუნხენის ბაიერნი 6.00 ლევერკუზენის ბაიერი10.00 ლევერკუზენი დაწვრილებით
07.12 18:30 ჰამბურგი 2.20ჰამბურგი 3.40 მაინცი3.30 მაინცი დაწვრილებით
07.12 20:30 აინტრახტი 2.10აინტრახტი 3.45 ბრემენის ვერდერი3.50 ვერდერი დაწვრილებით

 

აგენტმა როისის ბაიერნში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელის, მარკო როისის აგენტის თქმით, მისი კლიენტი მიუნხენის “ბაიერნთან” მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

“როისსა და “ბაიერნს” შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მიუნხენურ კლუბთან კონტაქტი არ გვაქვს” – ამბობს დირკ ჰებელი.

შეგახსენებთ, როისის “ბაიერნში” შესძლო ტრანსფერ გერმანიაში წელს ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო თემაა.

 

ბუნდესლიგა: მე-13 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-13 ტურის მიმოხილვას.

 

ჰერტა – ბაიერნი

ბუნდესლიგის მე-13 ტურში გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.

მიუნხენელთა დედაქალაქური ვოიაჟი მოკრძალებული აღმოჩნდა. “ბაიერნმა” “ჰერტას” მხოლოდ ერთი ბურთი გაუტანა. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ერთადერთი გოლი მატჩის 27-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი არიენ რობენი გახდა. ჰოლანდიელს საკმაოდ ეფექტური დარტყმა გამოუვიდა.

ამ გამარჯვებით მიუნხენელბმა პირველი ადგილი განიმტკიცეს, ხოლო “ჰერტა” სახიფათო ზონას მიუახლოვდა.

 

ვოლფსბურგი – გლადბახი

სამეულში მყოფი გუნდების დაპირისპირების ბედიც ერთმა გოლმა გადაწყვიტა. თუმცა, ამჯერად ის მასპინძლებმა გაიტანეს და ამის გაკეთება უფრო სწრაფადაც მოახერხეს.

“ვოლფსბურგმა” კნოჩეს მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით მოიგო და “ბაიერნს” უპირატესობის გაზრდის საშუალება არ მისცა. “გლადბახი” კი სამეულს დაემშვიდობა და მეხუთ პოზიციამდე დაქვეითდა, რაც ზედიზედ სამი წაგებული მატჩის გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არ არის.

 

აინტრახტი – დორტმუნდი

სეზონის სტარტზე მოვლენათა ასეთი განვითარება ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. 13 ტურის შემდეგ დორტმუნდის “ბორუსია” ბუნდესლიგის ბოლო, მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

გასულ ტურში კლოპის გუნდი ფრაქფურტს ესტუმრა, სადაც “აინტრახტისგან” ორი გოლი გაუშვა და მორიგი მარცხი იწვნია. მასპინძლებმა საკუთარი გულშემატკივრების გახარება ორჯერ, მატჩის დებიუტში და მის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, მეიერისა და სეფეროვიჩის გოლებით შეძლეს.

ბუნდესლიგის პირველი წრის დასრულებამდე სულ ოთხი ტურია დარჩენილი და დორტმუნდელებმა მდგომარეობის გამოსწორებაზე თუ არ იზრუნეს, არავინ იცის მათთვის ეს სეზონის როგორ დასრულდება.

 

ტურის ყველა მატჩი

28.11 23:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 1:4 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
29.11 18:30 შალკე 04 შალკე 04 4:1 მაინცი მაინცი დაწვრილებით
29.11 18:30 ლევერკუზენი ლევერკუზენის ბაიერი 5:1 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
29.11 18:30 აუგსბურგი აუგსბურგი 3:1 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
29.11 18:30 ჰერტა ჰერტა 0:1 მიუნხენის ბაიერნი ბაიერნი დაწვრილებით
29.11 18:30 ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი 4:0 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
29.11 21:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 4:3 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
30.11 18:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 1:0 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით
30.11 20:30 აინტრახტი აინტრახტი 2:0 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით

სამხრეთგერმანული დერბი “შტუტგარტმა” დამაჯერებლად მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის XIII ტური “ფრაიბურგსა” და “შტუტგარტს” შორის გამართული შეხვედრით გაიხსნა. სამხრეთ გერმანიის დერბი სტუმრების დამაჯრებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

“შტუტგარტის” რიგებში დუბლი გაიფორმა მარტინ ჰარნიკმა, თითო-თითო გოლით კი კარლოს გრუესომ და ტიმო ვერნერმა გამოიჩინეს თავი. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვლადიმირ დარიდამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 70-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან “ფრაიბურგის” მცველი სტეფან მიტროვიჩი გააძევეს.

ამრიგად, “ფრაიბურგმა” სამმატჩიანი მოგებათა, “შტუტგარტმა” კი სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

“ფრაიბურგს” 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიცია აქვს დაკავებული. რაც შეეხება “შტუტგარტს”, გუნდს აქტივში 12 ქულა მოუგროვდა და მე-16 პოზიციაზე აღზევდა.

გერმანიის ბუნდესლიგა
XIII ტური
“ფრაიბურგი” — “შტუტგარტი” 1:4 (1:1)

გოლები: დარიდა 42′ — ჰარნიკი 31′, 76′, გრუესო 52′, ვერნერი 68′.
გაფრთხილებები: მეჰმედი 71′, ჰიოფლერი 90+2′ — გრუესო 19′.
გაძევება: მიტროვიჩი 70′.

ბუნდესლიგა: მე-13 ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მე-13 ტურის პრევიუს.

 

ჰერტა – ბაიერნი

გათამაშების ლიდერი მე-13 ტურში ბერლინს ესტუმრება, სადაც ურთიერთობას “ჰერტასთან” გაარკვევს.

რამდენიმე დღის წინ “ბაიერნი” აგვისტოს შემდეგ პირველად დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგაში “სიტისთან” ბოლო წუთებზე წაგებულ შეხვედრას გვარდიოლას გუნდისთვის არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოტივირებულმა “სიტიმ” კი კაცნაკლული “ბაიერნი” ალბათ უფრო მოტივაციის ხარჯზე დაამარცხა.

“ჰერტამ” გასულ ტურში “კიოლნის” დამარცხება შეძლო და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. თუმცა, ბერლინური კლუბი მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით არაფრით არ გამოირჩევა. “ჰერტამ” სასტარტო 12 ტურში ზედიზედ ორი შეხვედრის მოგებაც კი ვერ მოახერხა და ამ კანონზომიერების გათვალისწინები მასპინძლები “ბაიერნთანაც” ვერ მიაღწევენ სასურველ შედეგს.

 

ვოლფსბურგი – გლადბახი

მიუნხენური გრანის უახლოესი მდევრები მოახლოებულ ტურში ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფი გუნდების შეხვედრა შეგვიძია ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოვნათლოთ.

ორივე გუნდს ბოლო დროს საკმაოდ ცუდი შედეგები აქვ. “ვოლფსბურგმა”  ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში განცდილ მარცხს ევროპა ლიგაზეც “ევერტონთან” წაგებაც დაუმატა. “გლადბახის” მოუგებელი სერია კი უკვე 4 შეხვედრას მოიცავს.

ასე რომ, შაბათს გასამართ დაპირისპირებაში გუნდები ნავსის გატეხვას ეცდებიან. თუმცა, “ვოლფსბურგის” საკუთარ მოედანზე დამარცხება ჯერჯერობით ბუნდესლიგის გუნებმა ვერ შეძლეს.

 

აინტრახტი – დორტმუნდი

სახიფათო ზონაშ მყოფი “დორტმნდი” მე-13 ტურში ფრაქფურტს ესტუმრება, სადაც “აინტრახტთან” გამართავს შეხვედრას.

დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფიდან გასვლის საკითხი დადებითად ჯერ კიდევ მეოთხე ტურში გადაწყვიტეს. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ ლონდონში განცდილი მარცხი დიდი დარტყმა არ ყოფილა. აი, ბუნდესლიგაში კიდევ ერთი წარუმატებელი შეხვედრა უკვე საგანგაშო ნიშანი ინქება.

12 ტურის შემდეგ კლოპის გუნდის აქტივში მხოლოდ 11 ქულაა, რაც საკმაოდ ცუდი შედეგია. თუმცა, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით, დორტმუნდელებს ზედიზედ რამდენიმე მოგებული მატჩის შემთხვევაში პირველი წრის დასრულებამდეც კი შეუძლიათ ევროზონასთან მიახლოვება.

 

ტურის მატჩები და ევროპაბეთის კოეფიციენტები

28.11 23:30 ფრაიბურგი 2.45ფრაიბურგი 3.25 შტუტგარტი3.00 შტუტგარტი დაწვრილებით
29.11 18:30 შალკე 04 2.00შალკე 04 3.50 მაინცი3.80 მაინცი დაწვრილებით
29.11 18:30 ლევერკუზენი 1.55ლევერკუზენის ბაიერი 4.00 კიოლნი6.45 კიოლნი დაწვრილებით
29.11 18:30 აუგსბურგი 2.10აუგსბურგი 3.40 ჰამბურგი3.60 ჰამბურგი დაწვრილებით
29.11 18:30 ჰერტა 14.50ჰერტა 6.50 მიუნხენის ბაიერნი1.25 ბაიერნი დაწვრილებით
29.11 18:30 ვერდერი 2.35ბრემენის ვერდერი 3.40 პადერბორნი3.05 პადერბორნი დაწვრილებით
29.11 21:30 ჰოფენჰაიმი 1.85ჰოფენჰაიმი 3.70 ჰანოვერ 964.20 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
30.11 18:30 ვოლფსბურგი 2.00ვოლფსბურგი 3.50 გლადბახი3.75 გლადბახი დაწვრილებით
30.11 20:30 აინტრახტი 4.70აინტრახტი 4.00 დორტმუნდი1.70 დორტმუნდი დაწვრილებით

 

ჩაბი ალონსომ ბუნდესლიგა ესპანეთის პრიმერას შეადარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, რომელიც ბუნდესლიგაში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა, გერმანიის პირველობა ესპანეთის პრიმერა დივიზიონს შეადარა.

„ბუნდესლიგის გუნდები პრიმერას გუნდებზე უფრო სწრაფად თამაშობენ. თუმცა ესპანურ ლიგაში უფრო ტექნიკური ფეხბურთელები გამოდიან. ვიტყოდი, რომ ბუნდესლიგა ინგლისის პრემიერლიგასთანაც კი ახლოსაა“, – განაცხადა ალონსომ.

„გერმანიაში გულშემატკივარებსაც აღვნიშნავდი. სტადიონებზე ისინი დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან“, – დაასრულა ესპანელმა შუახაზელმა.

ბუნდესლიგა: მე-12 ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მორიგი ტურის მიმოხილვას.

ბაიერნი – ჰოფენჰაიმი

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა მორიგი გამარჯვება განსაკთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვა. გასულ ტურში კვლავ გამოჩნდა, რომ “ბაიერნი” ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდებსაც კი ერთი თავით ჯობნის.

“ჰოგენჰაიმთან” შეხვედრაში “ბაიერნმა” ოთხი გოლის გატანა შეძლო და საკუთარი კარიც მშრალად შეინახა. ანგარიში 23-ე წუთზე გიოტცემ გახსნა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი რობერტ ლევანდოვსკიმ მეორე შეაგდო, რის შემდეგაც მასპინძებმა პაუზა აიღეს. მესამე გოლი 82-ე წუთზე რობენის დარტყმის შემდეგ გავიდა, რამდენიმე წუთში კი საბოლოო ანგარიში როდემ დააფიქსირა.

შალკე – ვოლფსბურგი

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გელზენკირხენში გაიმართა, სადაც “შალკემ” “ბაიერნის” მთავარ მდევარს უმასპინძლა და მეტოქის დამარცხებაც შეძლო.

მასპინძლებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და 25-ე წუთისთვის უკვე სამბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. “ვოლფსბურგმა” სხვაობის შემცირება 37-ე წუთზე, ივიცა ოლიჩის გოლით მოახერხეს. ერთი გოლიც შესვენების მერე, ბენდტნერის ძალისხმევით გაიტანეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი იწვნიეს. ვოლფსბურგელები ლიდერ “ბაიერნს” უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. “შალკე” კი ამ გამარჯვებით ევროზონას მიუახლოვდა.

 

პადერბორნი – დორტმუნდი

კვლავ ვერ მოიგო დორტმუნდის “ბორუსიამ”, რომელიც გასულ ტურში “პადერბორნს” სტუმრობდა.

დორტმუნდელებმა კარგად დაიყწეს და მე-12 წუთზე ობამეიანგის გოლს, ტაიმის მიწურულს როისის შედეგიანიც დარტყმაც დაუმატეს. თუმცა, მეორე ნახევარი კლოპის გუნდისთვის უიღბლო აღმოჩნდა. მასპინძებმა ჯერ სხვაობა შემაცირეს, შემდეგ როისი დაშავდა, მატჩის ბოლოს კი საღლიკმა მეორეც გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და დორტმუნდელები გასავარდნ ზონაში დააბრუნა.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტეიბი:

22.11 18:30 ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი 4:0 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
22.11 18:30 შალკე 04 შალკე 04 3:2 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი დაწვრილებით
22.11 18:30 გლადბახი გლადბახი 1:3 აინტრახტი აინტრახტი დაწვრილებით
22.11 18:30 მაინცი მაინცი 2:2 ფრაიბურგი ფრაიბურგი დაწვრილებით
22.11 18:30 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 1:3 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენი დაწვრილებით
22.11 18:30 პადერბორნი პადერბორნი 2:2 დორტმუნდი დორტმუნდი დაწვრილებით
23.11 18:30 ჰამბურგი ჰამბურგი 2:0 ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი დაწვრილებით
24.11 21:30 კიოლნი კიოლნი 1:2 ჰერტა ჰერტა დაწვრილებით
23.11 20:30 შტუტგარტი შტუტგარტი -:- აუგსბურგი აუგსბურგი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: მეთორმეტე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მორიგი ტურის პრევიუს.

ბაიერნი – ჰოფენჰაიმი

მიუნხენის “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმს” უმასპინძლებს. სტუმრებმა კარგი სტარტის შემდეგ უკანასკნელ ორ ტურში ორი მარცხი იწვნიეს და ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩნენ. დიდი ალბათობით, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ “ჰოფენჰაიმის” მარცხიანი სერია სამ მატჩამდე გაიზარდება. მიმდინარე სეზონში მიუნხენელებს გერმანიაშიც და ევროპაშიც ერთეულები თუ უწევენ ღირსეულ წინააღმდეგობას.

შალკე – ვოლფსბურგი

მიუნხენელთა მთავარი მდევარი მოახლოებულ ტურში გელზენკირხენს ეწვევა, სადაც ურთიერთობას “შალკესთან” გაარკვევს.

დი მატეოს შეგირდები რამდენიმე ტურია ვერ ახერხებენ ზედიზედ ორჯერ დადებითი შედეგის დაფიქსირებას. ამ კანონზომიერების გათვალისწინებით “შალკეს” მოახლოებულ ტურში მოგების დრო აქვს. თუმცა, საკმაოდ კარგ სათამაშო კონდიციებში მყოფ “ვოლფსბურგთან” ეს იოლი საქმე ნამდვილად არაა.

 

პადერბორნი – დორტმუნდი

სანაკრებო პაუზამდე მოპოვებული ნანატრი გამარჯვების შემდეგ დორტმუნდის “ბორუსია” ქულების მარაგის შევსებას პადერნბორში ეცდება.

ბუნდესლიგის დებიუტანტმა გათამაშება კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო დროს მათი მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. დორტმუნდში კი იმედოვნებენ, რომ “გლადბახთან” მოპოვებული გამარჯვება პირველ რიგში გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედებს, რაც დადებითი შედეგების წინაპირობა გახდება.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტეიბი:

22.11 18:30 ბაიერნი 1.20მიუნხენის ბაიერნი 8.00 ჰოფენჰაიმი15.00 ჰოფენჰაიმი დაწვრილებით
22.11 18:30 შალკე 04 3.30შალკე 04 3.45 ვოლფსბურგი2.20 ვოლფსბურგი დაწვრილებით
22.11 18:30 გლადბახი 1.47გლადბახი 4.50 აინტრახტი6.85 აინტრახტი დაწვრილებით
22.11 18:30 მაინცი 2.25მაინცი 3.30 ფრაიბურგი3.30 ფრაიბურგი დაწვრილებით
22.11 18:30 ჰანოვერ 96 3.60ჰანოვერ 96 3.50 ლევერკუზენის ბაიერი2.05 ლევერკუზენის  დაწვრილებით
22.11 18:30 პადერბორნი 6.40პადერბორნი 4.40 დორტმუნდი1.50 დორტმუნდი დაწვრილებით
23.11 18:30 ჰამბურგი 2.00ჰამბურგი 3.45 ბრემენის ვერდერი3.85 ვერდერი დაწვრილებით
24.11 21:30 კიოლნი 2.25კიოლნი 3.25 ჰერტა3.35 ჰერტა დაწვრილებით
23.11 20:30 შტუტგარტი 2.60შტუტგარტი 3.25 აუგსბურგი2.85 აუგსბურგი დაწვრილებით