ბუნდესლიგის გასული ტურის ხუთი საუკეთესო გოლი

წარმოგიდგენთ გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ხუთი გოლის ამსახველ ვიდეოს.

ბუნდესლიგა: მეთერთმეტე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგეთნ გერმანული ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურის მიმოხილვას.

ჰოფენჰაიმი – კიოლნი

ზედიზედ მეორედ წააგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუარსა “ჰოფენჰაიმმა”, რომელიც გასულ ტურში კიოლნს მასპინძობდა და შედეგიან შეხვედრაში 3-4 დამარცხდა.

მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ისინი სზალაის გოლით იგებდნენ. თუმცა სულ რაღაც 10 წუთში ანგარიში უკვე 1-2 იყო. ოლკოვსკის და ლემანის მიერ გატანილ გოლებს 35-ე წუთზე უჯაჰმაც დაამატა ზუსტი დარტყმა და საკუთარი გუდი ორბურთიანი სხვაობა დააწინაურდა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების ყველაზე შედეგიანი ტაიმი, უკანასკნელ 6 წუთში რობერტო ფირმინიოს მიერ შესრულებული დუბლით დასრულდა და შესვენბაზეც გუნდები 3:3-ზე გავიდნენ.

მეორე ნახევარი პირველთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული აღმოჩნდა. შესვენბის შემდეგ სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა, რომელიც სტუმრებმა გაიტანეს. 83-ე წუთზე საკუთა გუნდს გამარჯვება ოლკოვსკიმ მოუტანა.

აინტრახტი – ბაიერნი

მორიგი გამაჯრვება მოიპოვა გათამაშების ლიდერმა. “ბაიერნის” ფრანქფურტში სტუმრობა ერთი მოთამაშის, ტომას მიულერის ბენეფისად იქცა.

გერმანიის ნაკრების შემტევმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა და საკუთარ გუნდს ტაიმი მინიმალური უპირატსობით მოაგებინა. მეორე ნახევარში მიულერმა 64-ზე სხვაობა ორბურთიანი გახადა, ხოლო სულ რაღაც სამ წუთში მესამედაც დალაშქრა “აინტრახტის” კარი და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. შეხვედრის დასრულდებამდე 4 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა შაქირიმ საბოლოო ანგარიში – 0:4 დააფიქსირა.

 

დორტმუნდი – გლადბახი

მე-11 ტურის დასკვნით შეხვედრაში “სიგნალ იდუნა პარკზე” დორტმუნდის “ბორუსიამ” მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” უმასპინძლა და მარცხიანი სერიაც შეწყვიტა.

მატჩის ბედი 58-ე წუთზე კრამერის მიერ საკუთარ კარში გატანილმა საკმაოდ ეფექტურმა გოლმა გადაწყვიტა და მასპინძლებს პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

11 ტურის შემდეგ გლადბახელები 20 ქულით მესამე პოზიციაზე არიან, ხოლო დორტმუნდელები გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ და 10 ქულით მე-16 პოზიციაზე დამკვიდრნენ.

 

ტურის მატჩები

07.11 23:30 ჰერტა ჰერტა 0:2 ჰანოვერ 96 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
08.11 18:30 ლევერკუზენის ბაიერი ლევერკუზენის ბაიერი 0:0 მაინცი მაინცი დაწვრილებით
08.11 18:30 აუგსბურგი აუგსბურგი 3:0 პადერბორნი პადერბორნი დაწვრილებით
08.11 18:30 ჰოფენჰაიმი ჰოფენჰაიმი 3:4 კიოლნი კიოლნი დაწვრილებით
08.11 18:30 აინტრახტი აინტრახტი 0:4 მიუნხენის ბაიერნი მიუნხენის ბაიერნი დაწვრილებით
08.11 18:30 ფრაიბურგი ფრაიბურგი 2:0 შალკე 04 შალკე 04 დაწვრილებით
08.11 21:30 ბრემენის ვერდერი ბრემენის ვერდერი 2:0 შტუტგარტი შტუტგარტი დაწვრილებით
09.11 18:30 ვოლფსბურგი ვოლფსბურგი 2:0 ჰამბურგი ჰამბურგი დაწვრილებით
09.11 20:30 დორტმუნდი დორტმუნდი 1:0 გლადბახი გლადბახი დაწვრილებით

ბუდესლიგა: მეთერთმეტე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგეთნ გერმანული ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურის პრევიუს.

 ლევერკუზენი – მაინცი

“ბაი არენაზე” “ლევერკუზენს” “მაინცი” ესტუმრება, რომელმაც საკმაოდ კარგი სტარტის შემდეგ გასულ ორ ტურში ორეჯრ დამარცხდა და ლიდერთა ჯგუფში დაკავებული პოზიციები დათმო.

კარგად არც ლევერკუზენელებს აქვთ საქმე. მოგებით შეწყვეტილი ფრეების სერიის შემდეგ, “ბაიერმა” გასულ ტურში კიდევ ერთი მარცხი იწვნია. თუმცა, შმიდტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე “ზენიტთან” მოიგო და მოახლოებულ მატჩსაც კარგი განწყობით ხვდება.

სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით ორივე გუნდს გამარჯვების შემთხვევაში რამდნეიმე საფეხურით დაწინაურების შანსი უჩნდება.

 

აინტრახტი – ბაიერნი

ფრანქფურტში მიუნხენის “ბაიერნი” ჩადის და ადგილობრივი “აინტრახტის” წაგებათა სერია სავარაუდოდ ხუთმატჩიანი გახდება. მიუნხენელები კი წაუგებელად ასპარეზობას გააგრძელებენ.

ფაქტია, რომ “ბაიერნს” გერმანიაში კი არა, მთლიანად ევროპაშიც ერთეულები თუ გაუწევენ ღირსეულ წინააღმდეგობას. რა თქმა უნდა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ბუნდესლიგაში სჩვევიათ ქულების დაკარგვა, თუმცა მაინც რთული წარმოსადგენია, რომ ეს “აინტრახტთან” შეხვედრაში მოხდეს, რომელიც გასულ სეზონში “ბაიერნმა” საერთო ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

დორტმუნდი – გლადბახი

სიგნალ იდუნა პარკი “ბორუსიულ დერბის” უმასპინძლებს. ბუნდესლიგაში განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ დორტმუნდელებმა ლიგაზე შესანიშნავათ იასპარეზეს და “გალათასარაის” 4:1 სძლიეს.

“გლადბახი” კი ორივე ფრონტზე დამაჯერებელია. გასულ ტურში ფავრის გუნდმა უშუალო კონკურენტ “ჰოფენჰაიმს” აჯობა, ხოლო ევროპა ლიგაზე კვირპოსში ადგილობრივი “აპოლონი” დაამარცხა.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

07.11 23:30 ჰერტა 2.15 ჰერტა 3.30 ჰანოვერ 96 3.55 ჰანოვერ 96 დაწვრილებით
08.11 18:30 ლევერკუზენი 1.55 ლევერკუზენის ბაიერი 4.25 მაინცი 5.90 მაინცი დაწვრილებით
08.11 18:30 აუგსბურგი 1.85 აუგსბურგი 3.50 პადერბორნი 4.50 პადერბორნი დაწვრილებით
08.11 18:30 ჰოფენჰაიმი 1.90 ჰოფენჰაიმი 3.50 კიოლნი 4.20 კიოლნი დაწვრილებით
08.11 18:30 აინტრახტი  12.00 აინტრახტი 6.50 მიუნხენის ბაიერნი 1.25 ბაიერნი დაწვრილებით
08.11 18:30 ფრაიბურგი 2.75 ფრაიბურგი 3.20 შალკე 04 2.70 შალკე 04 დაწვრილებით
08.11 21:30 ბრემენის ვერდერი 2.65 ბრემენის ვერდერი 3.35 შტუტგარტი 2.65 შტუტგარტი დაწვრილებით
09.11 18:30 ვოლფსბურგი 1.65 ვოლფსბურგი 4.10 ჰამბურგი 5.20 ჰამბურგი დაწვრილებით
09.11 20:30 დორტმუნდი 1.65 დორტმუნდი 4.00 გლადბახი 5.20 გლადბახი დაწვრილებით

ბუნდესლიგა: მეათე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მეათე ტურის მიმოხილვას.

ბაიერნი – ბორუსია

სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა ბუნდელიგის გასული ტურის ცენტრალური მატჩი, რომელსაც “ალიანს-არენამ” უმასპინძლა, სადაც მიუნხესნი “ბაიერნს” საშინელი შედეგების მქონე დორტმუნდის “ბორუსია” ესტუმრა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო აღნიშნულ შეხვედრაში გუნდების სატურნირო მდოგმარებამ მეორე პლანზე გადაინაცვლა.

მატჩი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართდა. პირველი გოლი სტუმრება, 31-ე წუთზე მარკო როისის ზუსტი დარტყმით გახსნეს. მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება კლოპის შეგირდებმა 72-ე წუთზე შესძლეს, სანამ დორტმუნდელთა ყოფილმა ბომბარდირმა ანგარიში არ გაათანაბრა. ლევანდოვსკის დარტყმის შემდეგ ვაიდენფელერი უძლური იყო.

ბოლო წუთებზე მიუნხენელებმა შეუტიეს და საბოლოოდ მიზანს 85-ე წუთზე მიაღწიეს. გამარჯვების გოლი 11-მეტრიანიდან არიენ რობენმა გაიტანა და “ბორუსიას” მიმდინარე სეზონში მეშვიდე მარცხი აგემა. დორტმუნდელები ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზე დაეშვნენ. “ბაიერნი” კი კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

გლადბახი – ჰოფენჰაიმი

საინტერესო გამოდგა ლიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდების შეხვედრაც, რომელიც მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

“გლადბახი” მე-12 წუთზე ჰანის გოლით დაწინაურდა. “ჰოფენჰაიმმა”  პირველივე ტაიმში მოდესტეს ძალისმევით კი გაათანაბრა, თუმცა ორიოდე წუთში ფავრის გუნდი კვლავ დაწინაურდა. გოლის ავტორი ჰერმანი გახდა, რომელმაც მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:1.

მაინცი – ვერდერი

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში როგორც იქნა პირველი გამარჯვება მოიპოვა ბრემენის “ვერდერმა”.

ბრემენელებმა “მაინცთან” გასვლითი მატჩი მესამე წუთზე გაშვებული გოლით დაიწყეს. მასპინლები ზუსტი დარტყმით ოკაზაკიმ დააწინაურა, თუმცა სტუმრები არ დაბნეულად და პირველი ნახევრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე დი სანტოს გოლით შესძლეს წონასწორობის აღდგენა. არგენტინელმა მეორე ტაიმის დებიუტშიც გაიტანა და ეს გოლი სეზონში პირველი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

31/10/14

შალკე 1-0 აუგსბურგი
გოლი: ჰუნტელაარი 37′
1           X            2
2.05     3.45       3.70

01/11/14

მაინცი 1-2 ვერდერი
გოლები: ოკაზაკი 3′ (1:0); დი სანტო 44′ ; 49′ (1:2)
1           X            2
1.85     3.65       4.25

ჰანოვერი 1-0 აინტრახტი
გოლი: მადლონგი 88′ (ს.კ.)
1           X            2
2.40     3.40       2.95

შტუტგარტი 0-4 ვოლფსბურგი
გოლები: პერიშიჩი 15′ ; კნოჩე 45′ ; დე ბრიუინე 48′ ; პერიშიჩი 88′
1            X             2
3.05     3.40        2.35

ჰამბურგი 1-0 ლევერკუზენი
გოლი: ვან დერ ვაარტი 26′
1             X              2
3.50       3.50         2.10

ბაიერნი 2-1 დორტმუნდი
გოლები: როისი 31′ (0:1);  ლევანდოვსკი 72′ (1:1); რობენი 85′ (2:1)
1           X            2
1.55     4.40       6.00

02/11/14

გლადბახი 3-1 ჰოფენჰაიმი
გოლები: ჰანი 12′ (1:0); მოდესტე 30′ (1:1); ჰერმანი 32′ ; 52′ (3:1)
1           X            2
2.10     3.50       3.50

კიოლნი 0-1 ფრაიბურგი
გოლი: დარიდა 50′
1           X            2
1.95     3.45       4.05

პადერბორნი 3-1 ჰერტა
გოლები: ბაკალორცი 28′ (1:0); კალუ 41′ (1:1); კაჩუნგა 52′ (2:1); მეჰა 74′
1           X            2
2.65     3.35       2.65

ბუნდესლიგა: მეათე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ გერმანული ბუნდესლიგის მეათე ტურის პრევიუს.

ბაიერნი – ბორუსია

მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” მატჩის შემდეგ “ბაიერნი” ურთიერთობას დორტმუნდის “ბორუსიასთან” გაარკვევს. გასულ ტურში ვერმოგებული თამაშის შემდეგ მიუნხენელბს მოახლოებულ ტურში სამი ქულა აუცილებლად ესაჭიროებათ. თუმცა, გვარდიოლას გუნდს მეტოქე ახლაც საკმაოდ ძლიერი ყავს.

მართალია, დორტმუნდელებს საშინაო ბუნდესლიგაში პირაპირ რომ ვთქვათ კატასტროფული სტარტი აქვთ, მაგრამ ეს ოდესმე დასრულდება. შემადგენლობის მხრივ კი “ბორუსია” ნამდვილად ლიდერთა ჯგუფში იმსახურებს ყოფნას.

ბოლო წლებში გერმანიის ჩემპიონის ტიტულს სწორედ ეს ორი გუნდი ათამაშებს და ამიტომაც შეხვედრას ჩვეულებრივზე მეტი ინტრიგა ახლავს თან.

გლადბახი – ჰოფენჰაიმი

დიდ ინტერეს “ბაიერნის” მდევრების უშუალო შეხვედრაც იწვევს. ლიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს ბორუსია პარკზე დაუპირისპირდებიან.

გასულ ტურში “პადერბორნთან” მოპოვებული მინიმალური გამარჯვების შემდეგ “ჰოფენჰაიმმა” გერმანიის თასზე “ფრანქფურტი” გაანადგურა (5:1). სიმბოლურია, რომ თასის გათამაშებაში “გლადბახიც” ფრანქფურტელებს ხვდებოდა. “აინტრახტთან” სტუმრობა ფავრის შეგირდების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

“ბაიერნთან” ჩამორჩენის შესაძლო შემცირებისა და კონკურენტთან სიმჭიდროვის გათვალისწინებით ამ შეხვედრაში გუნდების მხრიდან ფრთხილი თამაში და შეცდომების მინიმუმადე დაყვანის მცდელობაა მოსალოდნელი.

მაინცი – ვერდერი

გასულ ტურამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე “მაინცი” საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერს” მიიღებს, რომელსაც ბუნდესლიგაში გამარჯვება ჯერაც არ აქვს მოპოვებული.

გუნდების ასეთი გამოსვლა სეზონის სტარტზე ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, თუმცა ფაქტია, რომ მე-10 ტურის წინ “მაინცი” ევროთასების ზონაშია, ხოლო ბრემენელები 4 ქულით ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფებიან და მიმდინარე სეოზნში ალბათ მათი მთავარი ამოცანა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებით შემოიფარგლება.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

31/10/14

შალკე – აუგსბურგი
1           X            2
2.05     3.45       3.70

01/11/14

მაინცი – ვერდერი
1           X            2
1.85     3.65       4.25

ჰანოვერი – აინტრახტი
1           X            2
2.40     3.40       2.95

შტუტგარტი – ვოლფსბურგი
1            X             2
3.05     3.40        2.35

ჰამბურგი – ლევერკუზენი
1             X              2

3.50       3.50         2.10

ბაიერნი – დორტმუნდი
1           X            2
1.55     4.40       6.00

02/11/14

გლადბახი – ჰოფენჰაიმი
1           X            2
2.10     3.50       3.50

კიოლნი – ფრაიბურგი
1           X            2
1.95     3.45       4.05

პადერბორნი – ჰერტა
1           X            2
2.65     3.35       2.65

ბუნდესლიგა: მეცხრე ტურის მიმოხილვა

დორტმუნდის მორიგი მარცხი და შენარჩუნებული ინტრიგა ბუნდესლიგის მეცრხე ტურის შემდეგ.

დორტმუნდი – ჰანოვერი

ზედიზედ მეოთხე მარცხი ბუნდესლიგაში და ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია. იურგენ კლოპის გუნდს შიდა ასპარეზზე ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს.

“ბორუსია” გასულ ტურში საკუთარ მოედანზე “ჰანოვერთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და მე-15 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

“ჰანოვერის” შემადგენლობაში ერთადერთი გოლის ავტორი კიოტაკე გახდა. იაპონელმა ზუსტი დარტყმა 61-ე წუთზე შეასრულა.

ლევერკუზენი – შალკე

ლევერკუზენში გამართული ადგილობრივი “ბაიერისა” და “შალკეს” დაპირისპირება მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

53-ე წუთზე ჩალჰანოღულს მიერ გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ 85-ე წუთზე მასპნიძლები იედვაის გაძევების შემდეგ უმცირესობაში აღმოჩნდნენ, თუმცა გელზენკირხენელებმა ამითი ვერ ისარგებლეს. ლევერკუზენელებმა სამმატჩიანი ფრეების სერია შეწყვიტეს. “შალკეს’ კი მიმდინარე სეზონში მეოთხედ დამარცხდა და მე-12 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

გლადბახი – ბაიერნი

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა ტურის ცენტრალური შეხვედრა. “გლადბახმა” და “ბაიერნმა” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციებზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. როგორც ჩანს, მიუხნელებმა “რომას” მართლაც დიდი ენერგია შეალიეს.

გასული ტურის შემდეგ გვარდიოლას შეგირდებმა 21 ქულით ლიდერობა კი შეინარჩუნეს, თუმცა “ბაიერნს” ახლა ერთბაშად 3 მდევარი ყავს, რომელთა აქტივშიც 17 ქულაა.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

24/10/14

ვერდერი 0-1 კიოლნი
გოლი: უჯაჰი 59′
1            X           2
2.70     3.30       2.60

25/10/14

დორტმუნდი 0-1 ჰანოვერი
გოლი: კიოტაკე 61′
1            X           2
1.27     5.50      12.40

აუგსბურგი 2-0 ფრაიბურგი
გოლები: ვერჰაეგი 11′ ; ჰალილ ალტინტოპი 66′
1            X           2
2.00     3.40       3.90

ჰოფენჰაიმი 1-0 პადერბორნი
გოლი: ვოლანდი 73′
1            X           2
1.70     3.80       5.05

ჰერტა 3-0 ჰამბურგი
გოლები: ბენ-ჰატირა 59′ ; ჰეიტინგა 65′ ; ბენ-ჰატირა 85′
1            X           2
2.35      3.30      3.10

აინტრახტი 4-5 შტუტგარტი
გოლები: მადლუნგი 21′ (1:0); ჰარნიკი 34′ ; 36′ (1:2); გენტნერი 51′ (1:3); მეიერი 57′ (2:3); აიგნერი 61′ (3:3); მადლუნგი 65′ (4:3); ვერნერი 81′ (4:4); გენტნერი 84′ (4:5)
1            X           2
2.45      3.40      2.90

ლევერკუზენი 1-0 შალკე
გოლი: ჩალჰანოღლუ 53′
1            X           2
1.80      3.65     4.55

26/10/14

ვოლფსბურგი 3-0 მაინცი
გოლები: ნალდო 15′ ; პერიშიჩი 59′ ; კალიგიური 87′  
1            X           2
1.70      3.70      5.20

გლადბახი 0-0 ბაიერნი
1            X           2
8.20     4.20       1.45

ბუნდესლიგა: მეცხრე ტურის პრევიუ

ბუნდესლიგის მეცხრე ტურის ცენტრი მიუნხენგლადბახშია, სადაც ერთმანეთს გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდებიან.

დორტმუნდი – ჰანოვერი

ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული მორიგი წარმატების შემდეგ დორტმუნდის “ბორუსია” საშინაო ასპარეზს უბრუნდება, სადაც 8 ტურის შემდეგ არც თუ ისე კარგი მდგომარეობა აქვს.

კლოპის შეგირდები ბუნდესლიგაში უკვე 5 მატჩია ვერ იგებენ და შედეგად მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან, რაც ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტისთვის კატასტროფული შედეგია.

მოახლუებულ ტურში დორტმუნდელები საკუთარ მოედანზე “ჰანოვერს” მიიღებენ. საქმე კარგად არც სტუმრებს აქვთ. ბოლო სამ ტურში ჰანოვერელებმა სამი მარცხი იწვნიეს და საკუთარ კარში 8 გოლი გაუშევს. ასე რომ, დორტმუნდს წარუამტებელი სერიის შეწყვეტის კარგი შანსი ეძლევა.

ლევერკუზენი – შალკე

ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართება, სადაც ადგილობრივ “ბაიერს” “შალკე” ესტუმრება.

ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უშუალო კონკურენტები ურთიერთობას საშიანო ასპარეზზე გაარკვევენ. მატჩს პრინციპულობას ისიც სძენს, რომ სხვაობა მათ შორის მხოლოდ ორი ქულაა და გამარჯვების შემთხვევაში “შალკეს” ევროზონასთან მიახლოების პერსპექტივა უჩნდება. ლევერკუზენელები კი ფრეების სერიის შეწყვეტას ეცდებიან.

გლადბახი – ბაიერნი

ყველაზე დიდი ინტერესს “ბორუსია პარკზე” გასამართი ტურის უკანასკნელი შეხვედრა იწვევს.

“რომასთან” შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მიუნხენელები ტრიუმფალური სვლის გაგრძელებას უშუალო კონკურენტთან სტუმრობით ეცდებიან.

“ბაიერნის” მსგავსად, სეზონი “გლადბახმაც” კარგად დაიწყო, თუმცა რამდენიმე გაუთვალისწინებლად დაკარგული ქულის გამო ფავრის გუნდი ლიდერს ოთხი ქულით ჩამორჩება. გათამაშებაში ინტრიგის შესანარჩუნებლად მასპინძლებს მინიმუმ არწაგება მაინც სჭირდებათ, თუმცა ამის შესრულება ძალიან რთული იქნება.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

24/10/14

ვერდერი – კიოლნი
1            X           2
2.70     3.30       2.60

25/10/14

დორტმუნდი – ჰანოვერი
1            X           2
1.27     5.50      12.40

აუგსბურგი – ფრაიბურგი
1            X           2
2.00     3.40       3.90

ჰოფენჰაიმი – პადერბორნი
1            X           2
1.70     3.80       5.05

ჰერტა – ჰამბურგი
1            X           2
2.35      3.30      3.10

აინტრახტი – შტუტგარტი
1            X           2
2.45      3.40      2.90

ლევერკუზენი – შალკე
1            X           2
1.80      3.65     4.55

26/10/14

ვოლფსბურგი – მაინცი 
1            X           2
1.70      3.70      5.20

გლადბახი – ბაიერნი
1            X           2
8.20     4.20       1.45

ბუნდესლიგა: მერვე ტურის მიმოხილვა

ბუნდესლიგის მერვე ტურში ლიდერის დამაჯერებელი გამაჯრვება და მისი კონკურენტების წარუმატებლობა დაფიქსირდა.

ბაიერნი – ვერდერი

მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერს” უმასპინძლა და მეტოქეს საკმაოდ იოლად, დიდი ანგარიშით სძლია. მიუნხენელებმა მეტოქის რბევა ჩვეულებრივზე გვიან, მე-20 წუთიდან დაიწყეს, თუმცა მატჩის დამთავრებამდე 6 უპასუხო გოლის გატანა მაინც უპრობლემოდ მოახერხეს.

“ვერდერის” კარში დუბლები ლამმა და გიოტცემ გაიტანეს. თითო გოლი ჩაბი ალონსოს და მიულერის ანგარიშზეა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ “ბაიერნი” ბუნდესლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს. “ვერდერის” მგომრეობა კი ძალიან დამძიმდა. გამარჯვების გარეშე მოასპარეზე ბრემენული კლუბი კვლავ ბოლო საფეხურზეა.

შტუტგარტი – ლევერკუზენი

ტურის ყველაზე სანახაობრივი შეხვედრა შტუტგარტში შედგა, სადაც ადგილობრივ კლუბს ლევერკუზენის “ბაიერი” ესტუმრა.

მატჩი ლევერკუზენელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. მე-9 წუთზე სტუმრები ჰეონ-მინ სონის გოლებით 0:2-ს იგებდნენ. ტაიმის ბოლოს “შტუტგარტის” კარი ბელარაბიმაც დალაშქრა და შესვენებაზე საკუთარი გუნდი სამბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. შეხვედრის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, თუმცა მეროე ტაიმში მასპინძლებმა მცირე სასწაული მოახდინეს. ანგარიშის გასათანარებლად შტუტგრატს ზუსტად 19 წუთი დასჭირდა. 57-ე წუთიდან გოლები ვერნერმა, კლეინმა და ჰარნიკმა გაიტანეს.

კიოლნი – დორტმუნდი

მორიგი წარუმატებელ მატჩი ჩაატარა დორტმუნდის “ბორუსიამ”, რომელიც საშინაო ასპარეზზე საკმაოდ ცუდად გამოიყურება.

გასულ ტურში კლოპის შეგირდებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე მარცხი იწვნიეს და მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გააგრძელეს. “ბორუსიას” ამჯერად “კიოლნმა”, ფოგტის და ზოლერის გოლებით აჯობა. ერთი გოლის გატანა სტუმრებმაც მოახერხეს, რომლის ავტორი იმობილე გახდა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

18/10/14

ბაიერნი 6-0 ვერდერი
გოლები: ლამი 20′ ; ალონსო 27′ მიულერი 43′ ; გიოტცე 45′ ; ლამი 79′ ; გიოტცე 86′
1           X             2
1.14     9.50       17.00

მაინცი 2-1 აუგსბურგი
გოლები: ჰოფმანი 20 ; (1:0); სამპეირო 23′ (2:0); ვერნერი 78′ (2:1)
1            X             2
2.50     3.25        2.90

ჰანოვერი 0-3 გლადბახი
გოლები: კრუზე 14′ ; ჯაკა 49′ ; კრუზე 90′
1            X             2
3.10      3.35        2.32

ფრაიბურგი 1-2 ვოლფსბურგი
გოლები: კალიგიური 8′ ; 66′ (0:2); კერკი 90′ (1:2)
1              X                2
3.40       3.45           2.14

შტუტგარტი 3-3 ლევერკუზენი
გოლები: ჰეონ-მინ სონი 4′ ; 9′ (0:2); ბელარაბი 41′ (0:3); ვერნერი 57′ (1:3); კლეინი 67′ (2:3); ჰარნიკი 76′ (3:3)
1                X                 2
3.35         3.40            2.14

კიოლნი 2-1 დორტმუნდი
გოლები: ფოგტი 40′ (1:0); იმობილე 48′ (1:1); ზოლერი 74′ (2:1)
1            X             2
5.15      3.75        1.70

შალკე 2-0 ჰერტა
გოლები: ჰუნტელაარი 19′ ; დრაქსლერი 65′
1            X             2
1.92     3.45        4.15

19/10/14

ჰამბურგი 1-1 ჰოფენჰაიმი
გოლები: მოდესტე 15′ (0:1); ლასოგა 34′ (1:1)
1            X             2
2.65     3.30       2.70

პადერბორნი 3-1 აინტრახტი
გოლები: მეიერი 57′ (0:1); დუკში 66′ (1:1); ჰიუნემეიერი 79′ (2:1); კუტშკე 85′ (3:1)
1              X             2
2.60       3.35         2.75

ბუნდესლიგა: მეშვიდე ტურის მიმოხილვა

ბუნდესლიგის მორიგი ტური ტრადიციულად უხვგოლიანი გამოდგა და არც მოულოდნელი შედეგის გარეშე ჩაუვლია.

ბაიერნი – ჰანოვერი

“ჰანოვერი” მიუნხენს ქულის მოსაპოვებლად ესტუმრა. ეს მათი ტაქტიკიდანაც ჩანდა. სტუმრები “ბაიერნის” წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ხუთი მცველით თამაშობდნენ. თუმცა, მასპინძლებისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია. მეტიც, სახიფათო შეტევების დიდი ნაწილი სწორედ ცენტრალური ზონიდან შეიქმნა, რომელიც “ჰანოვერმა” საგანგებოდ გააძლიერა.

მიუნხენელებმა 3-4-3-ს მიმართეს. მოედნის ცენტრში “დირიჟორი” ფუნქციას ხაბი ალონსომ იტვირთა. სწორედ ესპანელი იწყებდა “ბაიერნის” თითქმის ყველა იერიშს.

მიუნხენელებმა გოლების გატანა პირველივე წუთებიდან დაიწყეს. საბოლოოდ ლევანდოვსკის და რობენის დუბლებით “ბაიერნმა” 4:0 იმარჯვა.

ბორუსია დ. – ჰამბურგი

შეხვედრის დებიუტშივე სტუმრებმა საკმაოდ აგრესიულად დაიწყეს, რის გამოც “ბორუსიას” საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდა. შეხვედრა თავიდანვე საკმაოდ უხეშად მიმდიანრეობდა, რაც ტემპის დაგდებას უწყობდა ხელს. ასეთი თამაშით რა თქმა უნდა უფრო “ჰამბურგმა” იხეირა. შეხვედრა სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი 35-ე წუთზე ლასოგა გახდა.

დორტმუნდელების მეტოქის კართან ხიფათს მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თუ ქმნიდნენ და ისიც მატჩის დასკვნით ნაწილში. თუმცა, სტუმრებმა აღნიშნული ფაქტორიც სათავისოდ გამოიყენეს და რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს.

გლადბახი – მაინცი

ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდებს შორის გამართული ტურის უკანასკნელი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს და პირველი ნახევარიი საათის განმავლობაში გლადბახელები საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდნენ. თუმცა, 31-ე წუთზე მათ კარში დანიშნულმა საკამათო 11-მეტრიანმა ყველაფერი შეცვალა. “მაინცმა” ჰოფმანის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, რის შემდეგაც “გლადბახმა” ვერაფრის გაკეთება ვერ შესძლო.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

03/10/14

ჰერტა 3-2 შტუტგარტი
გოლები: ლეიტნერი 5′ (0:1); კალუ 22′ ; 64′ (2:1); ბირენსი 74′ (3:1); ვაგნერი 83′ (3:2)
1            X             2
2.35      3.30       3.00

04/10/14

ბაიერნი 4-0 ჰანოვერი
გოლები: ლევანდოვსკი 6′ ; რობენი 13′ ; ლევანდოვსკი 38′ ; რობენი 79′
1            X             2
1.17     7.70      20.00

დორტმუნდი 0-1 ჰამბურგი
გოლი: ლასოგა 35′
1            X             2
1.40     4.85         7.20

ლევერკუზენი 2-2 პადერბორნი
გოლები: კოცი 20′ (0:1); ბენდერი 42′ (1:1); სტოპელკამპი 87′ (1:2); ბელარაბი 90′ (2:2)
1               X               2
1.40        4.85           7.15

ჰოფენჰაიმი 2-1 შალკე
გოლები: ელიონუსი 13′ (1:0); სზალაი 29′ (2:0); ჰუნტელაარი 83′ (2:1)
1            X             2
2.35     3.45      2.90

ვერდერი 1-1 ფრაიბურგი
გოლები: დარიდა 8′ (0:1); დი სანტო 31′ (1:1)
1            X             2
2.50      3.40      2.75

აინტრახტი 3-2 კიოლნი
გოლები: რისე 15′ (0:1); მეიერი 44′ ; 54′ (2:1); ჰეკტორი 65′ (2:2); ვიმერი 79′ (3:2)
1            X             2
2.45     3.25        2.90

05/10/14

ვოლფსბურგი 1-0 აუგსბურგი
გოლი: ნალდო 58′
1              X               2
1.85       3.65          4.05

გლადბახი 1-1 მაინცი
გოლები: კრუზე 15′ (1:0); ჰოფმანი 31′ (1:1)
1            X             2
1.93     3.65        3.75

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 146 მილიონ ევროს მიიღებს

მიმდინარე სეზონში, სპონსორებთან კონტრაქტების მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიუჯეტი 146 მილიონი ევროთი შეივსება. აღნიშნული თანხა ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების მონაწილეთა საერთო შემოსავლის 11%-ს შეადგენს.

„IMR Sports Marketing“-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერლიგის, ბუნდესლიგის, პრიმერას, სერია ა-ს, ლიგა 1-ისა და ერედივიზიის კლუბებს ჯამში 1179 სასპონსორო კონტრაქტი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილს „ბარსელონა“ იკავებს, რომელიც წელს 107 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპის ექვსი წამყვანი საფეხბურთო ლიგის კლუბები სასპონსორო ხელშეკრულებებით 1,321 მილიარდ ევროს იღებენ, ამასთანავე, 460 მილიონი აქედან ინგლისის პირველობის კლუბებს ეკუთვნით. 313 მილიონს ბუნდესლიგის კლუბები იღებენ, 233 მილიონს კი, პრიმერას მონაწილეები.

ბუნდესლიგა: მეშვიდე ტურის პრევიუ

ბუნდესლიგის მორიგი ტური სტარტს ტრადიციულად პარასკევს გასამართი მატჩით აიღებს. შაბათ-კვირას კი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას შემოგვთავაზებს.

ბაიერნი – ჰანოვერი

მოსკოვში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მიუნხენის “ბაიერნი” საშინაო ასპარეზზე მშობლიური ჩემპიონატის მატჩით ბრუნდება. მოახლოვებულ ტურში გვარდიოლას გუნდს “ჰანოვერი” ესტუმრება, რომელმაც ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დაიწყო.

ჰანოვერელებმა 6 ტურის შემდეგ 10 ქულას მოუყარეს თავი და მეექვსე პოზიციაზე გამაგრდნენ. თუმცა, გასულ უიქენდზე კორკუტის გუნდი შტუტგარტში დამარცხდა და “ბაიერნს” კარგ განწყობაზე არ ესტუმრება.

ასე რომ, მიუნხენელებს მორიგი წარმატების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ. ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, დაღლილობა გახდეს.

ბორუსია დ. – ჰამბურგი

“სიგნალ იდუნა პარკზე” სეზონის სტარტის ორი წარუამტებელი გუნდი შეხვდება ერთმანეთს. მართალია, დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგი შედეგები აქვთ, თუმცა ეს საშინაო საპარეზზე არ აისახება.

კლოპის შეგირდებმა ბუნდესლიგის უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს. გასულ უქმეებზე კი მთავარ იდეოლოგიურ მეტოქესთან, “შალკესთან” დამარცხდნენ.

კიდევ უფრო საგანგაშო ვითარებაა “ჰამბურგში”, სადაც ჯერჯერობით ვერც სამწვრთნელო ცვლილება ამართლებს. ჰამბურგელების აქტივში ექვსი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი ქულაა.

გლადბახი – მაინცი

კვირას გასამართი ლიდერთა ჯგუფში აღმოჩენილი გუნდების დაპირისპირებაც ასევე დიდ ინტერეს იწვევს. კარგი სტარტის შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულა და ამდენივე პოზიციაა. ასე რომ, შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია.

გასულ სეზონში ჩატარებულ შეხვედრებში უპირატესობა გლადბახელთა მხარესაა. ფავრის შეგირდებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს, ხოლო მაინცში გამართული დაპირისპირება ნულოვანი ფრით დასრულდა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

03/10/14

ჰერტა – შტუტგარტი
1            X             2
2.35      3.30       3.00

04/10/14

ბაიერნი – ჰანოვერი
1            X             2
1.17     7.70      20.00

დორტმუნდი – ჰამბურგი
1            X             2
1.40     4.85         7.20

ლევერკუზენი – პადერბორნი
1               X               2
1.40        4.85           7.15

ჰოფენჰაიმი – შალკე
1            X             2
2.35     3.45      2.90

ვერდერი – ფრაიბურგი
1            X             2
2.50      3.40      2.75

აინტრახტი – კიოლნი
1            X             2
2.45     3.25        2.90

05/10/14

ვოლფსბურგი – აუგსბურგი
1              X               2
1.85       3.65          4.05

გლადბახი – მაინცი
1            X             2
1.93     3.65        3.75

ბუნდესლიგა თვის საუკეთესო გოლს ირჩევს

ბუნდესლიგის სექტემბრის საუკეთესო გოლის წოდებაზე ოთხი შედეგიანი დარტყმაა ნომინირებული. პირველობისთვის მორიც სტოპელკამპი, ლუკას პიაცონი, ტინ იედვაი და რობერტ ლევანდოვსკი იბრძოლებენ.