ესპანურმა სატელევიზიო არხმა Cuatro-მ მადრიდის “რეალის” ყოფილ და “პორტუს” ამჟამინდელ კარის დარაჯს იკერ კასილასს გადაცემა მიუძღვნა, სადაც მის კარიერაში დასამახსოვრებელი მომენტები გაიხსენეს.
ასევე, იკერმა საფეხბურთო კარიერის გარდა, სხვა თემებზე ისაუბრა და საინტერესო რამ თქვა. ესპანელი მეკარის თქმით, მას ზოგჯერ ტურინის “იუვენტუსის” კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონის შორტით სძინავს.