“კალიარი” ვალტერ მაცარიმ ჩაიბარა

“კალიარის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება.

“კალიარის” მანამდე ლეონარდო სემპლიჩი თავკაცობდა, რომელიც დაკავებული პოსტიდან 14 სექტემებრს გაათავისუფლეს. გუნდს იტალიის სერია A-ს სამი ტურის თავზე აქტივში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.

ვალტერ მაცარი ბოლოს “ტორინოში” მუშაობდა, რომელთანაც კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 2020 წლის თებერვალში გაწყვიტა.

“კალიარის” ფანები გუნდის ფეხბურთელებს თავს დაესხნენ

“კალიარის” ტიფოზები გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ.

ფანებმა ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს არამხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, კერძოდ – სახეში ხელი გაარტყეს.

ინციდენტი გუშინ დილით მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი საღამოს გახდა.

მთავარმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა დილის ვარჯიში გადადო, თუმცა ამის მიზეზი ცნობილი მოგვიანებით გახდა.

ფანების გულისწყრომა გუნდის არადამაჯერებელმა ასპარეზობამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ “კალიარის” 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიცია უკავია და მე-17 ადგილამდე რვა ქულა აშორებს.

 

“კალიარიმ” ზდენეკ ზემანი გაათავისუფლა

იტალიურმა “კალიარიმ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზდენეკ ზემანი გაათავისუფლა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს გუნდს, თუმცა დიდი ალბათობით, “კალიარის” თავკაცი ვალტერ ძენგა გახდება.

“მადლობას ვუხდით ზემანს და მის შტაბს გუნდში პროფესიონალიზმითა და ერთგულებით გაწეული სამუშაოსთვის”, – ნათქვამია “კალიარის” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზდენეკ ზემანი “კალიარის” მიმდინარე წლის ივნისიდან თავკაცობდა.

გუნდს იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 12 ქულა აქვს მოგროვებული და სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიცია უკავია.

 

ნაინგოლანმა „კალიარისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„კალიარის“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო გუნდის წამყვან მოთამაშეებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებას იწყებს.

დღეს, მან 2016 წლის ივნისამდე ნახევარმცველთან რაჯა ნაინგოლანთან გააფორმა შეთანხმება.

25 წლის ბელგიელმა მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი გოლის გატანა მოახერხა. ნაინგოლანი სარდინიული კლუბის რიგებს 2010 წელს შეურთდა, როდესაც „პიაჩენცა“ დატოვა.

ცნობისთვის, ბოლო დროს ნაინგოლანის „კალიარიდან“ წასვლის თაობაზე იტალიური პრესა ხშირად წერდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი შეძენის სურვილი ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს ჰქონდათ.

ალექსანდრე მატევოსოვი