”კლივლენდ კავალიერსის” უკანახაზელმა დიონ უეიტერსმა თავის ამბიცურ გეგმებზე ისაუბრა.
”ვფიქრობ, ოდესმე საუკეთესო შემტევი მცველი გავხდები. მიმდინარე წელს საზოგადოებას რაღაც ახალი უნდა შევთავაზო. ბევრს ჩემში ეჭვი ახლაც ეპარება. არც მსურს, რომ ყველამ შემაქოს, უბრალოდ მინდა, რომ პატივს მცემდნენ. ეს ყველაფერია, რისი თქმაც შემიძლია. ახლა კიდევ უფრო დიდი შემართებით ვივარჯიშებ. ვგრძნობ, რომ დასამტკიცებელი კიდევ ბევრი რამ მაქვს. ასე რომ, გირჩევთ, ყურადღებით იყოთ”, – განუცხადა უეიტერსმა Hoopsworld-ს.
”ჩემი აზრით, შემტევი მცველების შემცვლელი უნდა გავხდე. შემტევ მცველებში კი პირველ რიგში კობი ბრაიანტს, დუენ უიეიდს და სხვა ცნობილ მოთამაშეებს ვგულისხმობ. მათ თავის დროზე სხვა კალათბურთელები შეცვალეს და უდიდესი გზა გაიარეს, რომელიც ნელ-ნელა მთავრდება კიდეც. მინდა, რომ ამის შესახებ ყველამ იცოდეს”, – დაასრულა 21 წლის კალათბურთელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი