21 დეკემბერს მაიკლ ჯორდანი „ბობკეტსის“ ახალ ლოგოს წარადგენს

The Charlotte Observer-ის ინფორმაციით, 21 დეკემბერს, „იუტა ჯაზთან“ მატჩის დიდი შესვენების დროს „შარლოტ ბობკეტსი“ ახალ ლოგოს წარადგენს.

აღნიშნულ პრეზენტაციაში მონაწილეობას ასევე კლუბის მფლობელი, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანიც მიიღებს.

ცნობისთვის, შემდეგი სეზონიდან „ბობკეტსი“ ძველ სახელ „ჰორნეტსს“ დაიბრუნებს და ახალი სათამაშო ფორმითაც ითამაშებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰენდერსონმა გულშემატკივარს ბურთი გაარტყა

FOX Sports-ის ინფორმაციით, „შარლოტ ბობკეტსის“ ფორვარდმა ჯერალდ ჰენდერსონმა „მილუოკი ბაქსთან“ მატჩის დროს ერთ-ერთ თანაგუნდელს არაზუსტი გადაცემა გაუკეთა. შედეგად, ბურთი ტრიბუნის პირველ რიგში მსხდომ ქალბატონს მოხვდა, რომელიც, სხვათაშორის, საკალათბურთო მატჩს პირველად დაესწრო.

უსაფრთხოების მიზნით, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი „ბობკეტსის“ ხელძღვანელებმა მას ჰენდერსონის ბოტასები აჩუქეს.

თავად კალათბურთელმა თავის ტვიტერის გვერდზე დაზარალებულს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ მას ბურთი შემთხვევით მოახვედრა.