კატალონიის ,,ბარსელონას” ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა და საკუთარ სამომავლო კარიერის შესახებ ისაუბრა.
,,მე ,,ბარსაში” თავს კარგად ვგრძნობ. ,,რეალში” ვერასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი. მსურს, სანამდეც შევძლებ, „ბლაუგრანას“ რიგებში თამაში მანამ გავაგრძელო. გასული სეზონები ჩვენთვის წარმატებული არ იყოს, მაგრამ ჩვენ წელს შეგვიძლია ტიტულების მოგება. ,,კორდობასთან” გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. მადრიდის ,,რეალი” კარგ ფორმაშია. მათ კარგი მიღწევები აქვთ“.
ჩავის ასევე სამომავლო კარიერაზეც დაუსვეს კითხვა: ,,არ ვიცი, რა იქნება მომავალში. შეიძლება გუნდში როგორც სპორტულმა დირექტორმა ან ბავშვთა მწვრთნელად გადავწყვიტო მოშაობა“.
ჩავიმ ლიონელ მესიზეც ისაუბრა.
,,ლეო არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც კი მითამაშია,” – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.