ერთ-ერთ საქველმოქმედო აქციაში მონაწილე იოან კრუიფმა და ჩავიმ პენალტი ასე შეასრულეს:
ჭდე: ჩავი
TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს
გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა ათეულს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს.
10. ტიერი ანრი (“მონაკო”, “არსენალი”, “ბარსელონა”) – 112 მატჩი
9. კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”) – 115 მატჩი
8. პაოლო მალდინი (“მილანი”) – 116 მატჩი
7. რობერტო კარლოსი (“რეალი”, “ფენერბაღჩე”) – 120 მატჩი
6. პოლ სქოულზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 124 მატჩი
5. კლარენს ზეედორფი (“აიაქსი”, “რეალი”, “ინტერი”, “მილანი”) – 125 მატჩი
4. რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 141 მატჩი
3-2. იკერ კასილასი (“რეალი”) – 142 მატჩი
3-2. რაული (“რეალი”, “შალკე”) – 142 მატჩი
1. ჩავი (“ბარსელონა”) – 143 მატჩი
ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაში რეკორდი დაამყარა
კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანმა ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით რეკორდი დაამყარა.
30 სექტემბერს, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (3:2), 34 წლის ნახევარმცველი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.
ჩავისათვის ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე რიგით 143-ე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან აქამდე ლიდერის პოზიციაზე მყოფ რაულ გონსალესს გადაასწრო.
ჩავი: “მესი რეალში რომ გადასულიყო … “
“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ წლების წინ, ლუიშ ფიგუს “რეალში” გადაბარგება კლუბის თანამშრომლებისთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო.
“ის “ბარსელონას” საუკეთესო მოთამაშე იყო და მთავარი მოწინააღმდეგის შემადგენლობაში გადავიდა. ანალოგიური იქნებოდა ახლა მესიმ რომ “რეალში” გადასულიყო” – განაცხადა ჩავიმ.
შეგახსენებთ, ფიგუ “სამეფო კლბუში” 2000 წელს გადავიდა, როდესაც “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა. კატალონიაში ფიგუს დღემდე მოღალატედ მიიჩნევენ.
ჩავიმ კლუბის შეცვლაზე ისაუბრა
“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავიმ “ბაიერნში” შესაძლო გადაბარგებაზე გააკეთა კომენტარი. ესპამეთოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ აღნიშნა, რომ მიუნხენური კლუბიდან წინადადება არ მიუღია.
“ბაიერნიდან წინადადება არ მიმიღია. “ბარსელონას” ხელმძღვანელობას უკვე ვუთხარი, რომ სხვა ევროპულ კლუბში თამაში არ მსურს. ჩემს მომავალზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, “ბარსელონა” კი ჩემი ცხოვრების კლუბია. ამ გუნდის ნამდვილი ფანი ვარ” – განაცხადა ჩავიმ.
რამოსი: “ესპანეთის ნაკრებს ჩავისა და ალონსოს შემცვლელები ჰყავს”
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი სერხიო რამოსი აცხადებს, რომ ესპანელებს ჩავისა და ალონსოს შემცვლელები ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ორივე ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულეს.
“ორივე, ჩავიც და ალონსოც ჩვენი გუნდისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენდნენ. რა თქმა უნდა, მათ გარეშე გაგვიჭირდება, მაგრამ ესპანელებს ამ ორი ფეხბურთელის შემცვლელები გვყავს”, – ამბობს რამოსი.
“ბარსელონამ” ახალი კაპიტანი აირჩია
“ბარსელონამ” ახალი სეზონისთვის ახალი კაპიტანი აირჩია. გუნდის კაპიტნის სამკლავურს ჩავი ერნანდესი მოირგებს.
ვიცე-კაპიტანი ანდრეს ინიესტა იქნება, მესამე კაპიტანი – ლიონელ მესი, მეოთხე კი – სერხიო ბუსკეტსი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩავი გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო და საჭიროების შემთხვევაში, კარლეს პუიოლს ცვლიდა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულდა.
ჩავიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, რასაც სოციალურ ქსელ Twitter-ში ესპანეთის ეროვნული ნაკრების გვერდიც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი ქვეყნის 17, 18, 20, 21 და 23-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას იცავდა.
34 წლის ფეხბურთელმა “ფურია როხასთან” ერთად 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ყატარული კლუბი ჩავის სარფიან კონტრაქტს სთავაზობს
ყატარულმა “ალ ჯაიშმა” “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავის ახალი წინადადებით მიმართა.
ინტერნეტ-გამოცემა Sport – ის ცნობით, ჩავის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვიდათ ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ჩავი კატალონიური კლუბის დატოვებას ზამთარში აპირებდა. საუბრობდნენ, რომ ესპანელი კარიერას “ნიუ-იორკ სიტიში” გააგრძელებდა.
ჩავი „ბარსელონაში“ რჩება
„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან და კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსთან შეხვედრის შემდეგ ჩავი ერნანდესმა „ნოუ კამპზე“ დარჩენა გადაწყვიტა. 24 ივლისს ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
ლუის ენრიკემ გასაგებად აუხსნა ჩავის, თუ რას ელის მისგან დამდეგ სეზონში. გარდა ამისა, ბარტომეუმ ფეხბურთელი დაარწმუნა, რომ თავს კომფორტულად იგრძნობდა იმ ახალ პროექტში, რომელსაც „ბარსელონა“ ახორციელებს. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ჩავის მომავალი მხოლოდ მისსავე ხელშია.
ფეხბურთელის წარმომადგენელი ივან კორეტია არ გამორიცხავს, რომ ჩავი მაინც „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდეს. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა პროცესი არ დაჩქარდება. სავარაუდოდ, ჩავი დამდეგ სეზონს „ბარსელონაში“ გაატარებს, აშშ-ს კი ერთი წლის შემდეგ მიაშურებს.
ჩავი: “კარგია, რომ ფაბრეგასი “ჩელსიში” გადავიდა”
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ ფაბრეგასი ლონდონის “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ ბედნიერია.
შეგახსენებთ, 12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი “ჩელსის” ღირსებას დაიცავს.
“კარგია, რომ სესკი “ჩელსიში” გადავიდა. ამ ამბის გაგების შემდეგ, ის ბედნიერია, რაც ჩვენც გვახარებს. ფაბრეგასი შესანიშნავი ფეხბურთელია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალ კლუბთან ერთად ბევრ წარმატებას მიაღწევს”, – ამბობს ჩავი.
კრუიფი: „ვინც ჩავის „ბარსელონაში“ დარჩენა-არდარჩენის საჭიროებას განიხილავს, სულელია“
ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა იოჰან კრუიფი ამბობს, რომ ჩავი ერნანდესი კვლავაც დიდ სარგებელს მოუტანს „ბარსელონას“, ხოლო ის, ვისაც ესპანელი ფეხბურთელის კატალონიურ გუნდში დარჩენის საჭიროებაში ეჭვი ეპარება, სულელია.
„ჩავი მომდევნო სეზონშიც პროდუქტიული იქნება. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ის, ვინც მის „ბარსელონაში“ დარჩენა-არდარჩენის საკითხს განიხილავს, სულელია“, – კრუიფის სიტყვებს barcastuff-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ პირველ გუნდში 1998 წლიდან გამოდის.