ჩავი: “ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს”

“ბარსელონას” ლიდერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ტიტული გარეშე არ დარჩება. ჩავიმ “რეალთან” მატჩზე ისაუბრა და საჩემპიონო შანსებიც შეაფასა.

“რეალმა თავისი მთავარი იარაღი, კონტრშეტევები შესანიშნავად გამოიყენა. წაგებამ გული ყველას დაგვწყვიტა. ეს ყველა ფეხბურთელის და სამწვრთნელო შტაბის ბრალია.

თუმცა, პრიმერაში ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით” – განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ პრიმერაში “ბარსელონა” მესამე პოზიციაზე და ლიდერ “ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩება.

სიმეონე: “ხავისა და ინიესტას ფიქრის დრო არ მივეცით”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელები შეაქო და განაცხადა, რომ ისინი ხავისა და ინიესტას ფიქრის დროს არ აძლევდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს გამართულ განმეორებით შეხვედრაში, “ატლეტიკომ” “ბარსელონა” ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი (2:1), ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

“ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. მეტოქეს ბურთი დავუთმეთ, თუმცა ისეთი პრესინგი განვახორციელეთ, რომ ხავისა და ინიესტას ფიქრის დროს არ ვაძლევდით”, – ამბობს სიმეონე.

ჩავი: “მესის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ ჭირდება”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომ მას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სულაც არ ჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მისმა არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მოგება ვერ მოახერხა.

“ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამის დასამტკიცებლად, მას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სულაც არ ჭირდება”, – ამბობს ჩავი.

2013 წლის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენები დაასახელეს

გუშინ, ბარსელონაში საუკეთესო ესპანელი სპორტსმენები დააჯილდოვეს. გაზეთ „მუნდო დეპორტივოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 2013 წლის საუკეთესო ესპანელ სპორტსმენად რაფაელ ნადალი დაასახელეს, რომელმაც გასული წლის ოქტომბრის თვეში ATP რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა. დამდეგ კვირას, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ბუენოს-აირესში გასამართ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას აპირებს.

„არგენტინაში გამგზავრებას ვაპირებ, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაში მექნება დაზიანებული ზურგი. თუ გამოჯანმრთელებას ვერ მოვასწრებ, ამით ტრაგედია არ მოხდება. მომდევნო ტურნირისთვის მოვემზადები.
გამოჯანმრთელების პროცესი ცოტა ჭიანურდება, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ“, – აღნიშნა გუშინდელ ღონისძიებაზე ნადალმა.

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ფეხბურთში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა. კატალონიელმა ფეხბურთელმა სიტყვით გამოსვლისას ახლახანს გარდაცვლილი ლუის არაგონესის შესახებ ისაუბრა.

„ვთვლი, რომ ლუის არაგონესი ესპანურ ფეხბურთში ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მის წინაშე ვალდებული ვარ. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ის ჩემი საფეხბურთო მამაა, მან მე შანსი მომცა. არაგონესის წყალობით ესპანეთის ნაკრებში ვითამაშე“, – აღნიშნა ჩავიმ.

2013 წლის საუკეთესო ესპანელ მწვრთნელად ტიტო ვილანოვა დაასახელეს, თუმცა „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი ღონისძიებას ვერ დაესწრო

ბექა დოგრაშვილი

ჩავი ბრაზილიის ნაკრებთან რევანშის წყურვილით

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი იმედს გამოთქვამს, რომ 2013 წლის კონფედერაციის თასის ფინალურ მატჩში დამარცხებისთვის ბრაზილიასთან რევანშს უახლოეს პერიოდში აიღებს. შეგახსენებთ, რომ იმ მატჩში „ფურია როხა“ ანგარიშით 0:3 განადგურდა.

„შურისძიების იმედი გვაქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუნდაც ბრაზილიელებთან ფინალში შეხვედრა. რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა არც ბრაზილიელებს ჰყავთ იოლი მეტოქეები.

კონფედერაციის თასის ფინალში ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. იმ დღეს ბრაზილიის ნაკრები უბრალოდ უკეთესი გუნდი იყო. იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგვადგება. ახლა უკვე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ იმ ამინდში, რომელიც ბრაზილიაში იქნება“, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal.com-ი.

ბექა დოგრაშვილი

ჩავი: “ბარსელონადან” არ მივდივარ”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ ის გუნდის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის ფეხბურთელ ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ბინადარი, “ნიუ იორკ რედ ბულზი” იწვევს.

“არც ყატარში მივდივარ და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა, “ბარსელონაში” დიდი სიამოვნებით ვრჩები, არსად წასვლას არ ვაპირებ”, – ამბობს ჩავი.

ანრი: “ჩავიმ კარიერა “ბარსელონაში” უნდა დაასრულოს”

ნიუ იორკ “რედ ბულზის” თავდამსხმელი, ტიერი ანრი აცხადებს, რომ ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” უნდა დარჩეს და კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველს ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ.

“რა თქმა უნდა, ჩავის შეუძლია იქ წავიდეს, სადაც თავად სურს. მე რომ მკითხოთ, მან ფეხბურთისთვის და “ბარსელონასთვის” ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ამიტომ ის კატალონიურ გრანდში უნდა დარჩეს და კარიერა იქ დაასრულოს”, – ამბობს ანრი.

ჩავი: “ბაიერნში” გადასვლა გვარდიოლამ ამიკრძალა

ესპანური პრესის ცნობით, “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს “ბაიერნში” გადასვლის შანსი ჰქონდა. თუმცა გერმანული კლუბის რიგებში გადაბარგება ფეხბურთელს პეპ გვარდიოლამ აუკრძალა, რომელიც იმ დროს “ბარსელონაში” ახალი დანიშნული იყო.

“ბაიერნის წარმომადგენელბს შევხვდი კიდევაც და ფაქტოვრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თუმცა, გვარდიოლამ მითხრა, რომ “ბაიერნის” ის კლუბი არ არის სადაც მე უნდა ვითამაშო და “ბარსელონაში” დარჩენა მთხოვა” – განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა ახლა სწორედ “ბაიერნს” წვრთნის.

კურიოზი: იბრაჰიმოვიჩმა ჩავის ხელი წამოარტყა

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ციურიხში გამართულ ცერემონიალზე იბრაჰიმოვიჩი და ჩავი.

ქართული იუმორი “ოქროს ბურთზე” (ვიდეო)

“ოქროს ბურთის” ცერემონიალმა დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით. რა თქმა უნდა გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. საინტერესო და ემოციურ მომენტებთან ერთად ცერემონიალის დროს და მის დაწყებამდე უამრავი კურიოზული ფაქტიც მოხდა, რაც ჩვენს ქვეყნაშიც აიტაცეს.

 

“ნიუ იორკ რედ ბულსს” ჩავი მოუნდა

“ნიუ იორკ რედ ბულსის” სამწვრთნელო შტაბი “ბარსელონს” ნახევამცველის, ჩავი ერნანდესის სამსახურით არის დაინტერესებული, იუწყება ესპანური პრესა.
კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცნობია თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა.
“ბარსელონას ფეხბურთელად ყოფნა უდიდესი პატივი და პრივილეგიია. მაგრამ, არ ვიცი ოგორ განვითარდება მოვლენები” – განაცხადა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ “რედ ბულსის” დაინტერესებაში დიდი როლი ტიერი ანრის უთამაშია, რომელიც თავის დროზე “ბარსას” იცნობდა და ჩავის საკმაოდ კარგად იცნობს.

როგორ ხურდებოდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები “ხეტაფესთან” მატჩის წინ

8 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნული თამაშის დაწყების წინ, კამერებმა, მესის, პიკეს, ჩავის, ჟორდი ალბასა და ვალდესის გახურება დააფიქსირეს.