კატალონიიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ შესაძლოა, მან საფეხბურთო კარიერა “ბლაგაურნაში” არ დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.
“ვფიქრობ, აქ კარიერის დასრულება რთულია. არ ვიცი, რა მოხდება. სიმართლე გითხრათ, ყველაფრის დაზუსტება მსურს. ფიზიკურად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. არ მინდა, რომ რომელიმე მატჩი გამოვტოვო, პირიქით – ყოველთვის თამაში მსურს”, – ამბობს ჩავი.