“არისტოკრატებმა” საკუთარ კედლებში “სტოკ სიტი” გაანადგურეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “სტოკ სიტი” მიიღო და როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ადვილად დაამარცხა. “არისტოკრატებმა” მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს.

მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს, რამაც მეტწილად განაპირობა ეს შედეგი . თავი რუდიგერმა გამოიჩინა შეხვედრის მე-4 წუთზე, ხუთიოდე წუთის შემდეგ დრინქვოთერმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. თავები პედრომ (23′),უილიანმა (74′) და ზაპაკოსტამაც გამოიჩინეს (87′).

შედეგად, ანტონიო კონტეს ბიჭებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს და იმ შემთხვევაში, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” “საუთჰემტონს” ვერ მოუგებს, მეორე ადგილზეც გადაინაცვლებენ. “სტოკი” კი 20 ქულით მე-13 ადგილზე რჩება. მომდევნო ტურში “ჩელსი” “არსენალს” ეწვევა, “სტოკი” კი “ნიუკასლს” მიიღებს.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; რუდიგერი, კეჰილი, ასპილიკუეტა; ალონსო, ნგოლო კანტე (ბაკაიოკო 65′), დრინქვოთერი, მოზესი (ზაპაკოსტა 57′); პედრო, მორატა (ბატშუაი 71′), უილიანი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“სტოკ სიტი”: ბუტლანდი; ედვარდსი, კამერონი, ვიმერი, ტიმონი; ფლეტჩერი, ადამი (ჩუპო-მოტინგი 81′); დიუფი, აფელაი (ნგოი 71′), ზობჰი; ბერაჰინო

მთავარი მწვრთნელი: მარკ ჰიუზი


აზარის მამა: “ჩემმა შვილმა “ჩელსის” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი “რეალის” გამო უთხრა”

ლონდონის “ჩელსის” კლუბის ლიდერთან, ედენ აზართან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. თუმცა, თავად ფეხბურთელი არ ჩქარობს და, ჯერჯერობით, არისტოკრატებს უარს ეუბნება,

აღნიშნულ თემაზე ედენის მამამ, ტიერიმ ისაუბრა.

“დაზუსტებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ედენი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. თუ მადრიდის “რეალისგან” ინტერესი წამოვა, ის აუცილებლად გამართავს მოლაპარაკებებს ესპანურ გუნდთან. ჩემს შვილს “რეალის” მიმართ ინტერესები გააჩნია. თუმცა, ახლა მადრიდელთა” მხირდან არანაირი შემოთავაზება არაა. ედენი თავად გადაწყვეტს მომავალს,” – ამბობს ტიერი აზარი.

“ჩელსის” კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, აზარი “რეალს” ელოდება

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ჟურნალისტი, მეტ ლოუ ირწმუნება, რომ ლონდონის “ჩელსი” ედენ აზარისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს.

“ჩელსი” უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს აზართან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებიათ. ახალი წლის შემდეგ მოლაპარაკებები ახალ ეტაპზე გადავა.

“ჩელსის” უფროსებს ძალიან უნდათ აზარის შენარჩუნება, მაგრამ თავად ფეხბურთელი მადრიდის “რეალისკენ” მიილტვის და კლუბისგან ელის შესაბამის ნაბიჯებს,” – ვკითხულობთ ჟურნალისტის ოფიციალურ “ტვიტერზე”.

მიმდინარე სეზონში ბელგიელმა ნახევარმცველმა 17-ჯერ ითამაშა პრემიერ ლიგაში – გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

კარიკატურა ინგლისის ლიგის თასზე: ნახევარფინალური ეტაპი რინგზე

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ლონდონური კლუბები, “ჩელსი” და “არსენალი” დაუპირისპირდებიან. ასევე, მეორე წყვილი “მანჩესტერ სიტისა” და “ბრისტოლ სიტის” დაპირისპირებაა. ამ უკანასკნელმა, ყველას გასაოცრად, “მანჩესტერ იუნაიტედს” მეოთხედფინალში მოუგო.

აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ კარიკატურას.

კონტე: “ბატშუაიმ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მორატასა და აზარზე უკეთესია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მიში ბატშუაიზე ისაუბრა, რომელიც ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევს ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდა.

“მიშიმ ახლახან მოიშუშა ტრავმა და მოედანზე გასასვლელად ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევიდეს. ის ბოლო დროს საკმაოდ ბევრს მუშაობდა და შესაძლოა, “ბორნმუთთან” მატჩშიც ვიხილოთ.

თითოეული შეხვედრის წინ ვალდებული ვარ, ოპტიმალური შემადგენლობა ავირჩიო გუნდისთვის. შესაბამისად, თუ ბატშუაის სასტარტო შემადგენლობაში უნდა მოხვედრა, უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მორატასა და აზარზე უკეთესია.

მიში ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ის თავდაუზოგავად ვარჯიშობს, რათა საუკეთესო გახდეს. მე მის მონდომებას ვაფასებ და ვთვლი, რომ ასეთი დამოკიდებულებით ყველაფერს მიაღწევს,” – აცხადებს კონტე.

დავიდ ლუიზმა “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელმა მცველმა, რომელიც ანტონიო კონტეს წყალობით “არისოკრატთა” სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა, “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა. ამ ინფორმაციას ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები ავრცელებენ.

როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი ამ დროისთვის ბარსელონაში იმყოფება, სადაც რეაბილიტაციის პროცესს გადის. ამ უკანასკნელმა ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” სატრანსფერო მოლაპარაკებებიც წამოიწყო.

ასე რომ, 30 წლის დავიდ ლუისი, რომელსაც ბოლო დღეებში მადრიდის “რეალსაც” უკავშირებენ, შესაძლოა, ყველასათვის გასაკვირად “ბარსელონაში” აღმოჩნდეს.

ანტონიო კონტე: “მანჩესტერ სიტის” ვან დეიკის შეძენა არ გაუჭირდება”

“საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველით, ვირჯილ ვან დეიკით ინგლისური გარნდები: “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან. თუმცა, “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფიქრობს, რომ თუ “სიტი” მთელი რესურსებით მოინდომებს ჰოლანდიელის შეძენას, ისინი ამ საქმეში თავის მეტოქეებს აუცილებლად აჯობებენ.

“ვირჯილით ბევრი კარგი გუნდი ინტერესდება. თუმცა, არსებობს მანჩესტერ სიტი” – ეს გუნდი ბევრ საუკეთესო მოთამაშეს ყიდულობს. შესაბამისად, თუ ისინი გულით მოინდომებენ, ჩვენ ჰოლანდიელისთვის მათთან ბრძოლას ვერ შევძლებთ. ამ საქმეში მათ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. “მანჩესტერ სიტის” არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთლიანად ევროპაში ბევრი კარგი ფეხბურთელის შეძენაში შეუძლია, სხვა გრანდებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს.”

“როცა გაქვს შესაძლებლობა, სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი რაოდნეობით ფული დახარჯო, რატომაც არ უნდა ქნა ეს?! თუმცა, ზოგჯერ გუნდები დიდ ფულს უაზროდ ხარჯავენ. ამიტომ, სწორი მენეჯმენტია საჭირო. სწორედ ასეთ პოლიტიკას მოაქვს კარგი შედეგი,” – აცხადებს კონტე.

კონტე: “დავიდ ლუისს მუხლზე ანთება აქვს – საქმე სერიოზულადაა!”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, დავიდ ლუისმა ტრავმა 22 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, “ყარაბახის” წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. მას მუხლზე აქვს დაზიანება.

ვარაუდობდნენ, რომ ბრაზილიელს არც ისე დიდი ხანი გაუცდებოდა, თუმცა, ფაქტობრივად, ერთი თვის შემდეგ, არისტოკრატთა მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ამბობს, რომ 30 წლის სპორტსმენი ლაზარეთში კიდევ დიდ ხანს დარჩება.

“დავიდს მუხლზე ანთებითი პროცესები განუვთარდა. ვცდილობთ, ეს პრობლემა მწვრთნელთან ერთად გადავჭრათ. აუცილებელია, სიტუაცია დღიდან დღემდე, ნელ-ნელა გამოსწორდეს. ამაში კი დიდი როლი ჩვენს სამედიცინო შტაბს ექნება. არ ვიცი, როდის დაბრუნდება ის. თუმცა, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მოთამაშის გამოსაჯანმრთელებლად.”

“ლუისი გუნდისგან განცალკევებით, დარბაზში ვარჯიშობს. ხოლო, ბოლო დღეებში ის მხოლოდ აუზში იყო. დღესაც იმავეთი დავტვირთეთ, შემდეგ კი ცოტა ირბინა. თუმცა, ეს ნელა გააკეთა. ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ, თუმცა იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე გამოსწორდება,” – აცხადებს კონტე.

კარიკატურები 360 გრადუსით: ინგლისური გრანდების გასახდელები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერ ლიგის ხუთი გუნდის: ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” გასახდელების კარიკატურებს 360 გრადუსით.

კარიკატურების სანახავად დააკლიკეთ აქ.

ზუმას ტრავმა არც ისე მარტივია – ფრანგი “ვესტ ჰემთან” იუქმებს

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, კურტ ზუმამ, რომელიც ამჟამად “სტოკ სიტიშია”, პრემიერ ლიგის მეჩვიდმეტე ტურში,”ბარნლის” წინააღმდეგ, მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო. მინიმალური ანგარიშით წაგებული დაპრისიპირების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ჰიუზმა განაცხადა, რომ ფრანგის დაზიანება არც ისე სერიოზული იყო და ის უიქენდზე გუნდს დაუბრუნდებოდა.

როგორც ირკვევა, უელსელი სპეციალისტი მართალი არ აღმოჩნდა. 23 წლის ცენტარლური მცველი ლაზარეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი “სტოკს” ინგლისის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში (16 დეკემბერს), “ვესთ ჰემის” წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.

“სამწუხაროდ, კურტი ამ უიქენდზე ჩვენთან არ იქნება. იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ დაზიანება ხანგრძლივი არაა და, დიდი ალბათობით, ზუმა მომავალ კვირაში დაბრუნდება,” – აცხადებს ჰიუზი.

კარიკატურა: მესისა და რონალდუს ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე

11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ მადრიდის “რეალი” “პსჟ”-ს, ხოლო კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება.

ომარ მომანი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

კონტე: “ჩემმა ფეხბურთელებმა “ბარსელონა” უნდა დაივიწყონ და “ჰადერსფილდზე” კონცენტრირდნენ”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შედგა. ერთ-ერთი მერვედფინალური დაპირისპირება კატალონიის “ბარსელონასა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებაა.

კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ისაუბრა. მან პრემიერ ლიაგზეც გაამახვილა ყურადღება.

“ინგლისის ჩემპიონატში ბოლოს სათანადო თამაში ვერ ვაჩვენეთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ლიგა მარტივი არაა და მაქსიმალური კონცენტრაციის გამოჩენა გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სეზონის ბოლოს “სიურპრიზები” მივიღოთ. 120 პროცენტით დახარჯვა – ეს ისაა,რასაც ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვთხოვ.”

“ახლა მომავალში ვიყურები. შემდეგი გაჩერება “ჰადერსფილდია”. მიყვარს მოგება და როცა ვაგებ, არასდროს ვარ ბედნიერი. ეს გასაგები უნდა იყოს ჩემი ფეხბურთელებისთვისაც. როცა პირველ 16 თამაშში ოთხს აგებ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ ასეთი სტარტი ჩემპიობისთვის ბრძოლის საშუალებას აღარ იძლევა.”

“არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემპიონთა ლიგა. წინ დაძაბული ბრძოლაა “ბარსელონასთან”. თუმცა, ჯერ პრემიერ ლიგაში ყურადღებით თამაშია საჭირო. ამიტომ, კატალონიელებზე ფიქრს უნდა მოვეშვათ და “ჰადერსფილდზე” ვკონცენტრირდეთ!” – აცხადებს კონტე.