კონტე “ბარსელონასთან” დაწყვილებაზე: “ჩვენი რეაქცია დადებითი უნდა იყოს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შემდეგ “არისტოკრატთა” მომავალ მეტოქეზე, “ბარსელონაზე” ისაუბრა.

“წილისყრის შემდეგ ჩვენი რეაქცია პოზიტიური უნდა იყოს. როგორც ვიცით, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ყველა მეტოქესთან შესახვედრად უნდა იყო მზად. ჩვენს შემთხვევაში ეს “ბარსელონაა”.

“ბარსელონასთან” თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. წარმატების მიღწევა თუ გინდა, ორივე მატჩში 120 პროცენტით უნდა დაიხარჯო – სხვაგვარად შეუძლებელია.

წარსული უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ეს განსაკუთრებული მატჩია, სადაც თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია დაამტკიცოს, თუ რას წარმოადგენს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ასპილიკუეტა: “ჩელსი” მზადაა, რომ მანჩესტერულ გრანდებს მიუახლოვდეს”

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მანჩესტერული დერბი შედგება: “იუნაიტედი” და “სიტი” ერთმანეთთან ურთიერთობას “ოლდ ტრაფორდზე’ გაარკვევენ. საგულისხმოა, რომ ამ თამაშში ნებისმიერი შედეგი, საკუთარი მოგების შემთხვევაში, ხელს აძლევს ლონდონის “ჩელსის”, რომელიც მესამე ადგილზეა. შესაბამისად, დედაქალაქელები თუ სამ ქულას მოიპოვებენ, ისინი ერთ-ერთ ან ორივე მანჩესტერულ გუნდს უფრო მიუახლოვდებიან.

“არისტოკრატები” ხვალ “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ ჟურნალისტებს სეზარ ასპილიკუეტა ესაუბრა.

“პირველ და მეორე ადგილზე მყოფი კლუბები ერთმენთს ხვდებიან. ორივე მათგანს სამი ქულის მოპოვება არ შეუძლიათ. შესაბამისად, თუ ამ შანსს გამოვიყენებთ, რომელიმესთან ჩამორჩენას, რაღაც დონეზე, აღმოვფხვრით. აუცილებელია, დაკვირვებულად ვიმოქმედოთ. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ და შედეგიც მოვა.”

“დეკემბერში თამაშები ყოველ სამ დღეში გვაქვს. ამ თვეში, ფაქტობრივად, ძალიან სწრაფად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სამი ქულისთვის ვიბრძვით. თუ ახლა გავუძლებთ ამ დატვირთვას და წარმატებულად გადავიტანთ აღნიშნუ პერიოდს, სეზონის ბოლოს სასურველ სიტუაციაში ვიქნებით,” – აცხადებს ესპანელი.

მორატა: “რეალს” ვენატრები? სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუმცა არ მინდა ასე იყოს”

მადრიდის “რეალს” საქმე კარგად არ მისდის. “ბლანკოსი” ძალიან ბევრ მომენტს ქმნის, თუმცა გატანა უჭირს. სწორედ ამიტომ, ხშირად ამბობენ, რომ ესპანელებს ალვარო მორატა ლონდონის “ჩელსიში” არ უნდა გაეშვათ და რომ მათ ეს თავდამსხმელი ენატრებათ.

აღნიშნულის შესახებ თავად მორატამ ისაუბრა.

“არ ვიცი, “რეალს” ვენატრები, თუ არა, მაგრამ კარგია, რომ ხალხი ამ ყველაფერს აბობს. თუმცა, არ მსურს, გუნდში ჩემი საჭიროება იყოს. მინდა, მადრიდულმა გრანდმა წარმატებულად იასპარეზოს. დარწმუნებული ვარ, კრიშტიანუ რონალდუ გოლების გატანას დაიწყებს. ალბათ, ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამო დაღლილია.”

მორატამ, ასევე, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა შეადარა.

“ტექნიკურად, ესპანეთის ჩემპიონატი აღემატება ინგლისისას. თუმცა, პრემიერ ლიგაში ფიზიკურობა ძალიან მაღალ დონეზეა. გასახდელი ოთახები პატარაა. ჩვენი ოთახი კი, საერთოდ ხისაა. ფული, სახლი და ის რომ მდომოდა, რასაც შეჩვეული ვიყავი, სახლში დავრჩებოდი. თუმცა, აქ ყველა თამაშში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს. ბევრს ვვარჯიშობ და განვითარებას ვცდილობ,” – აცხადებს მორატა.

“ბარსელონაში” კოუტინიოს ალტერნატივად ვილიანს განიხილავენ

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ვილიანი კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემებიც ადასტურებენ.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი სამიზნე ბოლო დროს ფილიპე კოუტინიოა, თუმცა 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე – “ბარსელონაში”. შესაბამისად, ესპანელებმა გეგმა ბ-ც შეადგინეს.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” 29 წლის ვილიანს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ განიხილავენ. ამიტომაც, ვილიანი მზადაა, კლუბი ზამთარშიც დატოვოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვილიანსა და კოუტინიოს ერთი აგენტი ჰყავთ – ჟულიანო ბერტოლუჩი.

მესუთ იოზილის დამატების ვარიანტს “ჩელსიშიც” განიხილავენ

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მესუთ იოზილის გადაბირების ვარიანტს ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებიც განიხილავენ.

როგორც იცით, მიმდინარე კონტრაქტი, რომელიც მესუთ იოზილს “არსენალთან” აკავშირებს, მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და შესაბამისად, ძალიან დიდია შანსი, რომ “მეთოფეებმა” არჩევანი იოზილის ზამთარში გაყიდვაზე გააკეთონ.

უცხოურ პრესაში 29 წლის გერმანელი ფეხბურთელის გადაბირების მთავარ პრეტენდენტებად “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბარსელონასაც” ასახელებენ. ახლა კი მათ სიას ლონდონის “ჩელსიც” შეუერთდა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში იოზილმა 10 მატჩი ჩაატარა და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ერთი გოლისა და სამი საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა პირად აქტივში.

დავიდ ლუისი შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალს” შეუერთდეს

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუისი შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს, სადაც მას პირადად ზინედინ ზიდანი ელის.

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “არისტოკრატთა” 30 წლის ფეხბურთელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ესპანურ კლუბთან.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილ ფეხბურთელს “ჩელსის” მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან უთანხმოება აქვს და ბოლო დროს მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ ეძლევა.

როგორც ირკვევა, ანტონიო კონტე ლუისს დიეგო კოშტას თანამოაზრედ მიიჩნევს და მზადაა, დიდი სიამოვნებით გაუშვას კლუბიდან.

აზარი: “ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიხარჯები”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა ის მიზეზი, რის გამოც ვარჯიშზე ბოლომდე არ იხარჯება.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიტვირთავ თავს. გვაქვს წვრთნები და ზოგი გუნდელი გიჟივით ემზადება მატჩისთვის. თუმცა, მე ვცდილობ, ენერგია ზუსტად შეხვედრისთვის შევინახო. ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესვენება, სწორედ ამიტომ ზოგ ვარჯიშს ძალების აღსადგენად ვიყენებ.”

“როცა მოედანზე ვარ, ხშირად ფეხში მირტყამენ. თუმცა, ამაზე არ ვდარდობ – ეს ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფიზიკურად გავძლიერდე. დარბაზში ამისთვის საკმაოდ ვირჯები. ვიცი, ჩემი სხეული ძალიან ძლიერია, რაც წარმატებული თამაშის ერთ-ერთი წინაპირობაა,” – აცხადებს ბელგიელი.

ედენ აზარი: “რეალით” მოხიბლული ვარ, მაგრამ ლონდონში ბედნიერი ვარ”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ლიდერმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ “რეალის” ძალებს აღიარებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” თავს ბედნიერად გრძნობს და წასვლას არ აპირებს.

“აქ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ. კონტრაქტის ამოწურვამდე ჯერ კიდევ ორი წელია დარჩენილი. როდესაც ვიგრძობ, რომწასვლა მინდა, აუცილებლად წავალ. მაგრამ, ამ მომენტისთვის, მე ბედნიერი ვარ, “ლურჯი” ვარ.

ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს “რეალის” მიმართ, მოხიბლული ვარ ამ კლუბით. მაგრამ ახლა “ჩელსიში” ვარ. ყოველ წელს ჭორაობდნენ ჩემზე, მაგრამ მე მაინც აქ ვარ,” – აცხადებს აზარი.

ლონდონის “ჩელსიმ” უილიანის შემცვლელი უკვე იპოვა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები მზად არიან, კლუბიდან წასვლის უფლება მისცენ უილიანს, თუ ზამთრის სატრასნფერო ფანჯარაზე “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, ლუკას მოურად დამატებას შეძლებენ.

როგორც იცით, “არისტოკრატთა” რიგებში უილიანი წელსაც სათარადიგო ფეხბურთელად განიხილება და მოედანზე ცოტა დროს აძლევენ – შედეგად, პრემიერ ლიგის 12 მატჩში მან მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.

Sunday Express ირწმუნება, რომ უილიანს ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს კარიერის გაგრძელება და იმედი აქვს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის მეთაურობით ის ისევ შეძლებს ძველი ფორმის დაბრუნებას.

რაც შეეხება ლუკას მოურას, მან ლიგა 1-ის მხოლოდ 5 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება და 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა თავი.

მოზესი: “წარმატებული წელი მქონდა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ”

2016 წლის ზაფხულში ლონდონის “ჩელსის” სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა. იტალიელის მოსვლის შემდეგ გუნდში დაბრუნდა და ფეხი მოიკიდა “ვესტ ჰემში” განათხოვრებულმა ვიქტორ მოზესმა. იტალილმა მწვრთნელმა ის მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენა, რის შემდეგაც ნიგერიელი ძირითადი შემაგდენლობის უცვლელი ფიგურა გახდა. იგი ჯერ აფრიკის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ერთ-ერთ ნომინანტად დასახელდა, შემდეგ კი იგივე სტატუსი BBC-ის მიერ დაწესებულ ჯილდოზე (“წლის აფრიკელი ფეხბურთელი”) მიენიჭა.

მოზესმა თავის ამჟამინელ სიტუაციაზე და გასულ წელს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

“დიახ, ეს შესანიშნავია. მომწონს ის პოზიცია, რომელზეც ვთამაშობ და, ზოგადად, როლი, რომელიც გუნდში მაქვს. შარშან “ვესტ ჰემიდან” დაბრუნების შემდეგ, გუნდში ფეხის მოკიდებაში როგორც მწვრთნელი, ასევე თანაგუნდელები დამეხმარნენ. ვფიქრობ, როგორც “ჩელსიში”, ასევე ნაკრებში მშვენიერი წელი მქონდა.”

“განვლილმა წელმა აჩვენა, როგორ ვშრომობდი. ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავი. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გამომივიდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებს შორის მოვხვდი. ფაქტია, რომ კარიერული თვალსაზრისით, წინ წავედი.”

“ვარ იმ ნაკრების წევრი, რომელიც აფრიკულ გუნდებს შორის პირველი მოხვდა მუნდიალზე. მიხარია, რომ ჩელსის ყოფილი აფრიკელი ფეხბურთელების კვალს მივყვები. კიდევ მინდა, წინ წავიდე და განვვითარდე,” – აცხადებს ვიქტორი.

მორატა: “ჩელსიში” მივიღე ის, რაც მინდოდა”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ლიდერმა, ალვარო მორატამ პრესასთან “რეალის” დატოვების მთავარ მიზეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ის თავს ბედნიერად გრძნობ.

“მთავარი მიზეზი, რის გამოც “რეალი” დავტოვე, არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად კარგად, ან ცუდად ვთამაშობდი, ჩემთვის რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება შეუძლებელი იყო.

მაგალითისთვის, ბოლო სამ მატჩში არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდი, მაგრამ მოედანზე ვიყავი – ეს კი ის არის, რაც მე მჭირდება. “რეალი” მხოლოდ ამ მიზეზის გამო დავტოვე, მე მხოლოდ თამაში მინოდა, სხვა არაფერი.

“ჩელსიში” ის მივიღე, რაც მჭირდებოდა,” – აცხადებს მორატა, რომლის ანგარიშზეც პრემიერ ლიგის 10 მატჩში გატანილი 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ედენ აზარი: “ვოცნებობ, რომ ჩემი მწვრთნელი ზიდანი იყოს”

ლონდონის “ჩელსის” შემტევის, ედენ აზარის ერთ-ერთი დიდი ოცნებაა, რომ მას მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზინედინ ზიდანი წვრთნიდეს.

“ყველამ იცის, რომ ზიდანი ბავშვობაში ჩემი კუმირი იყო. მას, როგორც მოთამაშეს, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ხოლო, ახლა კი იგი, როგორც მწვრთნელი, ჩემთვის ძალინ პატივსაცემია. ოცნებაა, რომ მან გამწვრთნას. არ ვიცი რა იქნება მომავალში, იმედია, ეს ნათქვამი რეალობად იქცევა. თუმცა, ახლა “ჩელსის” ფეხბურთელი ვარ. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.”

“ლონდონურ კარიერაში კიდევ ბევრი რამეა მოსაგები და მისაღწევი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ აქაურ ცხოვრებასა და წარმატებებისკენ სწრაფვაზე ვარ კონცენტრირებული,” – აცხადებს ბელგიელი.