მიკელი: “სკოლაში ვსწავლობდი და მოურინიოს და ფერგიუსონს უნდოდათ ჩემი ყიდვა”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი და ამჟამად ჩინური “ტიანძიანის” ფეხბურთელი, ჯონ ობი მიკელი იხსენებს იმ პერიოდს, როცა მისით როგორც “არისტოკრატები”, ასევე “წითელ ეშაკთა” დამრიგებელი, სერ ალექს ფერგიუსონი ინტერესდებოდ.

“ეს დაუჯერებელი იყო. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” – მსოლფიოს ორ უდიდეს კლუბს უნდოდათ ჩემი ყიდვა. უკვე კონტრაქტზე ხელი მქონდა მოწერილი, თუმცა შემდეგ “მანჩესტერზე” უარი ვთქვი. არასდროს დამავიწყდება ფერგიუსონთან მეორე შეხვედრა. მას ვუთხარი: მაპატიე, მაგრამ მე “ჩელსიში” თამაში მსურს. მახსოვს როგორი გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო იგი.”

“მან ისეთი რაღაცები მითხრა, რაღაც მხრივ, აზრი შემაცვლევინა. თუმცა, უფრო ჟოზეზე ვფიქრობდი. დავიბენი… ორი უძლიერესი მწვრთნელი ჩემით ინტერესდებოდა და არ ვიცოდი, რა მექნა. “ფერგიმ” ბოლოს მითხრა: “რატომ თქვი “მანჩესტერ იუნაიტედზე” უარი? ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია. ამის გაკეთება არ შეგეძლო. უნდა გეთქვა: “კი”.” გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შემდეგ მთლიანად შენს ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას,” – აცხადებს 30 წლის ნიგერიელი.

შეგახსენებთ, რომ მიკელი ლონდონურ გრანდში 2006 წელს გადაბარგდა და იქ ათი სეზონი გაატარა.

კარიკატურა: კონტემ და მორატამ “მანჩესტერელთა” ჩემპიონობის იმედები დაწვეს

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას ანგარიშზეა. ამ წაგების შემდეგ “მანჩესტერი” მის მთავარ მეტოქეს, “სიტის” რვა ქულით ჩამორჩა.

ომარ მომანის აზრით, კონტეს ტაქტიკამ და მორატას გოლმა “წითელი ეშმაკების” ჩემპიონობის იმედები დაასამარეს.

 

მოურინიო: “არ ვაპირებ, კონტეს ხელის ჩამორთმევისთვის ვსდიო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ მისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია, ჩამოართმევს თუ არა მას ხელს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე.

“გინდათ რომ მას შუა მოედანზე ვსდიო ხელის ჩამორთმევისთვის? მე იქ ვიყავი და ხელი ჩამოვართვი მათ, ვინც იქ იყვნენ. მგონი, მათ შორის ერთ-ერთი ანტონიოს ძმა იყო, მისი ასისტენტი. ასე რომ, მე ჩემი მოვალეობა მოვიხადე და ნამდვილად არ ვაპირებ მას გავეკიდო.

რატომ უნდა დავლოდებოდი მას (გასახდელში შესვლამდე)? ვალდებულები არ ვართ, ეს გავაკეთოთ. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თქვენ ყოველთვის გაწუხებთ ასეთი რაღაცები… ჩემთვის კი ეს პრობლემა სულაც არ არის.

რაც შეეხება მატჩს, ძლიერი გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლდა. დაცვითი სტილის თამაში იყო და გამარჯვება მას დარჩებოდა, ვინც პირველი გაიტანდა, ასეც მოხდა. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

“ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება შეძლო (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩს “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა, ლონდონის “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება შეძლო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს ჩემპიონობაზე.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი ბედი ალვარო მორატას მიერ 55-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა.

წაგების მიუხედავად, “წითელი ეშმაკები” მაინც ინარჩუნებენ მეორე პოზიციას სატურნირო ცხრილში, “ჩელსი” კი მეოთხე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება ჟოზეს გუნდს.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; გარი კეჰილი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა; ალონსო, ბაკაიოკო, კანტე, ზაპაკოსტა (რუდიგერი 66′); ფაბრეგასი (დრინქვოთერი 79′); ედენ აზარი, ალვარო მორატა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ბაილი, სმოლინგი, ჯონსი (ფელაინი 64′); ვალენსია, ანდერ ერერა, მატიჩი, იანგი; მხითარიანი (მარსიალი 63′); ლუკაკუ, რეშფორდი

მთვარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


ანტონიო კონტე: “მანჩესტერ სიტი” დიდ პრობლემას წარმოადგენს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “მანჩესტერ სიტის” ბრწყინვალე ასპარეზობაზე ისაუბრა, რომელმაც ჩემპიოანტის დაწყების შემდეგ მხოლოდ ორი ქულა დაკარგა და ახლა უახლოეს მდევარ “მანჩესტერ იუნაიტედს” ხუთი ქულით უსწრებს.

“ვფიქრობ, პრემიერ ლიგას, ყველას იმ კლუბს, რომელიც ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას, დიდი პრობლემა აქვს “მანჩესტერ სიტის” სახით. რადგანაც თუ “სიტი” ასე გააგრძელებს ასპარეზობას, მისი შეჩერება წარმოუდგენლად რთული იქნება.

მართალია, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. დღეს ჩვენ ვიმსახურებთ ამ მდგომარეობაში ყოფნას. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ შემობრუნდება,”- აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ანტონიო კონტეს გუნდი პრემიერ ლიგის 10 ტურის შემდეგ 19 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ “მანჩესტერ სიტის”. მომდევნო მატჩს “არისტოკრატები” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართავენ.

ფაბრეგასმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ცესკ ფაბრეგასი პრესასთან საუბრისას აცხადებს, რომ “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ესპანელმა ნახევარმცველმა “ჩელსიში” ასპარეზობა 2014 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” დატოვა.

“დიახ, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა, რამდენადაც ხელმძღვანელები ჩემთან მიმართებაში დადებითად არიან განწყობილნი.

მოედანზე მთლიანად ვიხარჯები, კლუბს რომ გამოვადგე. აქ ყველაფერი ფანტასტიკურადაა და ამ გარემოს პირველ რიგში ფანები ქმნიან. დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ კიდევ დიდი ხნის მანძილზე,- აცხადებს ფაბრეგასი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ცესკმა 13 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე და თავის გამოჩენა 1 გოლითა და ორი საგოლე გადაცემით მოახერხა.

ნევილი: “რა სჭირს “ჩელსის”? პასუხის გასაცემად ერთი სიტყვაა საჭირო – მატიჩი”

ინგლისის 2016/17 წლების ჩემპიონი ლონდონის “ჩელსი” მიმდინარე სეზონში არც თუ ისე კარგად გამოიყურება, რისი მთავარი მიზეზიც ფილ ნევილის აზრით “არისტოკრატთა” რიგებიდან ნემანია მატიჩის წასვლაა.

“რა სჭირს “ჩელსის”? პასუხის გასაცემად ერთი სიტყვაა საჭირო – მატიჩი. ყველაფერი ძალიან მარტივია, ნემანია მატიჩის გაყიდვა ძალიან დიდი შეცდომა იყო მათი მხრიდან.

როდესაც გუნდში ნგოლო კანტესთან ერთად ნემანია მატიჩი გყავს, მაშინ არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ის, ვინამაც მატიჩის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, უნდა დაითხოვონ. ეს პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გადაწყვეტილებაა.

ყველაფერთან ერთად, “ჩელსის” შემცვლელიც არ მოუყვანია. ბაკაიოკო ვერ შეძლებს იგივე ფუნქციების შესრულებას და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის,” – აცხადებს ნევილი.

მოურინიო: “ლუკაკუ ხელშეუხებელია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “ბენფიკას” მიიღებს.

მატჩის წინ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა. პორტუგალიელმა რომელუ ლუკაკუს როლზე გაამახვილა ყურადღება.

“რომელუ ჩემს გუნდში ხელშეუხებელია. იგი კრიტიკას არ იმსახურებს. მას აქვს როგორც ჩემი, ასევე გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა. ის საოცრად კარგად თამაშობს. ფანები თავიანთი ნებისმიერი დამოკიდებულების გამოხატვაში თავიუფალნი არიან. თუმცა, ჩემი მოვალეობა მოთამაშეთა დაცვაა და ლუკაკუ ხელშეუხებელი უნდა იყოს. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.”

“ჩემპიონთა ლიგაზე “ცსკ”-სთან და “ბაზელთან” გამარჯვება მარიტივი იყო, თუმცა “ბენფიკასთან” რთული მატჩი გამოდგა. “ბენფიკა” სხვებზე უკეთესი გუნდია. ახლა სხვა შეხვედრაზე არ ვფიქრობთ. მხოლოდ მომავალ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. “ჩელსი”? ამაზე შემდეგ დავიწყებთ ფიქრს, რაც “ბენფიკასთან” თამაშს ჩავატარებთ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ალვარო მორატა: “ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა შემტევმა, ალვარო მორატამ La Gazzetta dello Sport-თისთვის მიცემულ ინტერვიუზე გააკეთა კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ ის მშობლიურ მადრიდის “რეალში” გეგმავს დაბრუნებას.

“ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ “რეალსა” და “იუვენტუსში” ბედნიერად ვგრძნობდი თავს და კარიერის დასრულების შემდეგ ლონდონის დატოვებას ვგეგმავდი. ახლა აქ ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის.

ლონდონში ცხოვრება ძალიან მომწონს. ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება კი ლოგიკური იქნება, სადაც ჩემი შვილების აღზრდა მომიწევს. რაც შეეხება “ჩელსის”, 10-წლიანი კონტრაქტი რომ შემომთავაზონ, დიდი ალბათობით, უსიტყვოდ დავთანხმდები,” – აცხადებს მორატა.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მორატამ პრემიერ ლიგის ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ აქტივში 6 გოლისა და 3 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა.

აზარი: “პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნების ძალა შეგვწევს”

ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგაში შარშანდელი სეზონივით, ვეღარ ბრწყინავს. “ლურჯებს” ამჟამად 13 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას სჯერდებიან.

გუნდის ერთ-ერთა ლიდერმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

“გასულ სეზონში ყოველ კვირაში მატჩების ჩატარება უფრო ადვილი იყო. მაშინ ჩვენი ფიზიკური კონდიციები შეადერბით მაღალ დონეზე იდგა. ახლა სიტუაცია შეცივალა. თუმცა, საჭიროა ამ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მალე ვადაპტირდეთ. იმავე საფეხურზე ვდგავართ. უბრალოდ, კიდევ უფრო დიდი მონდომებაა საჭირო. განსხვავება ამ და გასულ სეზონებს შორის ისაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” უფრო ძლიერები არიან.”

“ვიცით, რომ პრემიერ ლიგა გრძელი ჩემპიონატია. მზად ვართ და ვიცით, წინ რთული ბრძოლა გველის. საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიობისთვის ბრძოლაში დავბრუნდეთ,” – აცხადებს ბელგიელი.

რა გზით ცდილობს დიეგო კოშტა ფორმის შენარჩუნებას (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ცდილობს დიეგო კოშტა ფორმის შენარჩუნებას.

როგორც იცით ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოში” სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ გადმოვიდა, ამიტომაც მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე თამაშის უფლება არ აქვს.

აღნიშნულდან გამომდინარე დიეგო კოშტა ფორმის შესანარჩუნებლად გუნდთან ერთად ვარჯიშის გარდა, სხვა მეთოდსაც მიმართავს. INSTAGRAM-ში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ირჯება ესპანელი ბოქსის დარბაზში.

ანტონიო კონტე: “პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ლონდონის “ჩელსიმ” რომის “რომა” მიიღო და უხვგოლიანი ფრე, 3-3 დააფიქსირა.

დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებს “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ესაუბრა.

“გულახდილად  ვიტყვი, შეხვედრის დიდი ნაწილი ცუდად ვითამაშეთ, რაზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ. მინდოდა, დამეცვა ჩემი გუნდი. პირველ რიგში, ამის გაეკეთება მსურდა იმით, რომ წინ ავწეულიყავით, ცენტრალური მცველები მაღლა, ცენტრში ასულიყვნენ და მეტოქეზე მთელი გუნდით შეგვეტია. თუმცა, ჩვენ თეორიული ცოდნა ვერ გამოვიყენეთ, დამახასიათებელ სტილში ვერ ვითამაშეთ.”

“ვფიქრობ, შედეგი სამართლიანი იყო. პირველი ტაიმში 2-0-ს ვიგებდით, თუმცა შემდეგ ბურთზე კონტროლი დავკარგეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა მწვრთნელი ხარ, შენ უნდა მოძებნო პრობლემის გადაჭრის გზა. შესაძლოა, ეს სწორი, ან მცდარი იყოს, თუმცა რთულ სიტუაციაში სწორედ შენ იცი ყველაზე კარგად, რა სჭირდება გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ვაქებ ჩემს ფეხბურთელებს: მათ თავი არ დაზოგეს და ბოლომდე ეცადნენ წარმატების მიღწევას,” – აცხადებს ანტონიო კონტე.