ლორენტე: “ჩელსიში” გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ “ტოტენჰემის” წინადადება უკეთესი იყო”

ლონდონის “ტოტენჰემის” კუთვნილებაში მყოფი ფერნანდო ლორენტე აღიარებს, რომ ზაფხულში ძალიან ახლოს იყო “სუონსიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი “არისტოკრატთა” მიზეზით ჩაიშალა.

“დიახ, ბოლო წამს ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი. კონტე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ “იუვენტუსში” ყოფნის პერიოდიდან, ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა ჩემს მიმართ. მაგრამ, “ჩელსიმ” “სუონსისთან” შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.

“ტოტენჰემთან” კი ყველაფერი უფრო მარტივი და სწრაფი გამოდგა. პოჩტინომ 30 აგვისტოს დამირეკა და მაშინვე შემაყვარა თავი. ენთუზიაზმით აღმავსო… “ჩელსიში” გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ “ტოტენჰემის” წინადადება უფრო სოლიდური იყო.

“სპურსმა” საკმაოდ მოკლე პერიოდში მიაღწია შეთანხმებას და ყველა სირთულის მიუხედავად, “უემბლიზე” აღმოვჩნდი,” – აცხადებს “იუვეს” ყოფილი შემტევი.

ედენ აზარი: “ვიცი, ოქროს ბურთის მოგების შანსი არ მაქვს”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავი, ედენ აზარი თვლის, რომ ოქროს ბურთის მოგებისთვის მებრძოლთა სიაში მოხვედრის მიუხედავად მას ამ ტიტულის მოგების არანაირი შანსი არ გააჩნია.

“შანსი არ მაქვს, ვერ მოვიგებ. ვფიქრობ და ვიცი, რომ არიან ჩემზე უკეთესი ფეხბურთელებიც. მე იმითაც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ საუკეთესო 30 მოთამაშეს შორის მოვხვდი.

ვიცი, რომ ნომინანტთა სიაში ვარ, მაგრამ ეს იმიტომ არის, რომ “ჩელსიში” ვთამაშობ და ზურგს დიდებული თანაგუნდელები მიმაგრებენ. ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩემს დახმარებას და ეს წარმატებაც მათი დამსახურებაა.

არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მექნება თუ არა ამ პრიზის მოგების შანსი, მაგრამ დღესდღეობით ეს ჩემი მთავარი მიზანი ნამდვილად არ არის. ჩემთვის მთავარია კარგად ვითამაშო და მოედანზე სიამოვნება მივიღო,”- აცხადებს აზარი Sky Sports-თან საუბრისას.

ანდრეა პირლო “ჩელსიში”, კონტესთან მუშაობის ვარიანტს განიხილავს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო ლონდონის “ჩელსიში”, ანტონიო კონტეს დამხმარედ მუშაობის ვარიანტს არ გამორიცხავს.

“ჩემი მომავალი, ჯერ კიდევ არ ვიცი, რას ვაპირებ. ერთი რამ ფაქტია, იტალიაში დეკემბრის თვეში დავბრუნდები,”- აცხადებს ლეგენდარული ფეხბურთელია Gazetta dello Sport-თან საუბრისას.

“კონტეს დამხმარე მწვრთნელად მუშაობა? ხალხი ამ ვარიანტზე ბევრს საუბრობს, მეც მაქვს ჩემი ხედვები, მაგრამ ამ ყველაფრის გადასაწყვეტად დრო მჭირდება,” – აცხადებს იტალიელი.

როგორც იცით, პირლომ, რომელმაც ბოლო სამი წელი “ნიუ იორკ სიტის” შემადგენლობაში გაატარა და სადაცგასული სეზონის მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა.

კონტე: “ტიტულის დაცვა იტალიაში უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისში”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სერია ა-ში დომინირება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისის პრემიერ ლიგაში.

“ფეხბურთელები ძალიან ბევრს ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ ტიტულის დასაცველად, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ზედიზედ ორჯერ ჩემპიონატის მოგება, იოლი ნამდვილად არ არის.

როდესაც “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონები გავხდით, “მილანისგან” დიდ კონკურენციას ველოდი მომავალ სეზონში, მაგრამ ამის ნაცვლად, მათ იბრაიჰმოვიჩი და ტიაგო სილვა “პსჟ”-ს მიჰყიდეს და პირიქით, უფრო დასუსტდნენ.

მეორეჯერაც მოვიგეთ “სკუდეტო”, თუმცა უფრო ადვილად. აქ კი დროთა განმავლობაში ყველა კლუბი ძლიერდება. წელს კი ყველაფერი ძალიან რთულია,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

მორატას შესაძლოა, ერთ თვეზე მეტი გაუცდეს

დიდი დარტყმა ლონდონის “ჩელსისათვის” – ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ალვარო მორატას მიერ “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში მიღებული დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

როგორც ცნობილი ხდება, ესპანელ თავდამსხმელს მყესები აქვს დაზიანებული, რის გამოც შესაძლოა, რომ ერთ თვეზე მეტი გაუცდეს, რაც ანტონიო კონტეს ნამდვილად დიდ პრობლემებს შეუქმნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანელ შემტევს ჩემპიონთა ლიგაზე, “რომასთან” გასამართი ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის შვიდ მატჩში მორატამ ექვსი გოლის გატანა შეძლო და “არისტოკრატთა” ლიდერის ფუნქციებიც საკმაოდ კარგად შეითავსა.

ანტონიო კონტე “ჩელსის” დატოვებას გეგმავს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ამ ინფორმაციას საკმაოდ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Telegraph ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 48 წლის სპეციალისტი უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობის ქმედებებით – ანტონიო კონტე პრეზიდენტის მხრიდან საკმარის მხარდაჭერას ვერ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ კონტე ზაფხულშიც საკმაოდ სერიოზულად ფიქრობდა ლონდონიდან წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი თაოსნობით “არისტოკრატები” უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდნენ.

კონტეს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, თუმცა რომან აბრამოვიჩთან და მარინა გრანოვსკაიასთან არსებული არც თუ ისე სახარბიელო ურთიერტობის გამო, მათი გზები დიდი ალბათობით 2018 წელს გაიყოფა.

ანტონიო კონტემ მორატას ტრავმაზე გააკეთა კომენტარი

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “მანჩესტერ სიტისთან” წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ პრესასთან გამართულ კონფერენციაზე ალვარო მორატას ტრავმაზეც გააკეთა კომენტარი.

“მორატას კუნთი აქვს დაზიანებული, არამგონია, ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნას. თავის დაზღვევის მიზნით, მან თვითონ მთხოვა, რომ მოედნიდან გამეყვანა.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას. უახლოეს დღეებში მას სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს, რომელიც საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის.

დიდია შანსი, რომ მორატამ სანაკრებო პაუზაზე ესპანეთის ნაკრების დახმარება ვერ შეძლოს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი, რომელიც თავის მეორე სეზონს ატარებს “სტემფორდ ბრიჯზე”.

“მანჩესტერ სიტიმ” “ჩელსი” ტურის ცენტრალურ მატჩში დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალურ მატჩს “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა, სადაც მოქმედმა ჩემპიონებმა პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, “მანჩესტერ სიტი” მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავების შეტევების განეიტრალებას, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ – კევინ დე ბრუინის მიერ გატანილი გამარჯვების გოლის წყალობით.

შედეგად, 7 ტურის შემდეგ “ქალაქელებს” ანგარიშზე 19 ქულა უგროვდებათ და “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად 1-2 ადგილებს ინაწილებენ, “ჩელსი” კი 13 ქულით მეოთხე ადგილზეა.

მომვალ ტურში პეპ გვარდიოლას ბიჭები “სტოკს” დაუხვდებიან, “ჩელსი” კი კრიზისში მყოფ “კრისტალ პალასთან” გაარკვევს ურთიერთობას.


მორატა: “თავს საშინლად ვგრძნობდი, საკუთარმა ცოლმა ჩემი სახლიდან გაგდებაც სცადა”

ლონდონის “ჩელსის” ამჟამინდელმა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ინგლისის სუპერთასის მატჩი გაიხსენა (1:1; 1:3 – პენალტების სერიაში), რომელშიც ამ უკანასკნელმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო.

“თავს საშინლად ვგრძნობდი იმ დღის შემდეგ, ჩემს თავს ვადანაშაულებდი, როგორ ვერ შევძელი ინგლისის სუპერთასის მატჩში პენალტის გატანა.

ცუდი პერიოდი მქონდა, ზედიზედ ორი დღე ვიყავი ჩაკეტილი. იმდენაც ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, რომ საკუთარმა ცოლმა ჩემი სახლიდან გაგდებაც კი სცადა.

გაკვეთილი ვისწავლეთ და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც გვინდოდა (“ატლეტიკოსთან” ბოლო წუთზე მოგებული მატჩი). ბოლო წუთებზე კონცენტრაცია არავითარ შემთხვევაში უნდა დავკარგოთ და ფხიზლები უნდა ვიყოთ,” – აცხადებს მორატა.

კონტემ “ატლეტიკოსთან” მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ძალიან რთულია, როდესაც ასეთ გუნდთან პირველ გოლს უშვებ, მაგრამ მობილიზება მოვახერხეთ და მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ავთამაშდით.

ეს მოგება დავიმსახურეთ. ამ მატჩისთვის კარგად ვიყავით მომზადებულები და ფეხბურთელებშიც ძალიან დიდ სურვილსა და მოტივაციას ვხედავდი.

უნდა გვიხაროდეს, რომ ედენ აზარი მოედანზე დაბრუნდა. ეს უკანასკნელი მორატას ძალიან ადვილად შეეწყო. ისიც სასიამოვნოა, რომ ბატშუაიმ და უილიანმაც მაღალ დონეზე შეძლეს თამაში. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ასეთ თამაშებში მონაწილეობის ღირსნი ვართ,” – აცხადებს კონტე.

ფაბრეგასი: “ის ბოლო წლების საუკეთესო თავდამსხმელია”

დიეგი კოშტამ ლონდონის “ჩელსი” დატოვა და მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდა. თუმცა, სტრანფერო ბანის გამო, ბრაზილიური ფესვების მქონე თავდამსხმელი, 2018 წლამდე ვერ დაეხმარება გუნდს.

“ლურჯების” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა.

“დიეგომ იცოდა, რომ თუ ის “ატლეტიკოში” დაბრუნდებოდა, რამდენიმე თვე ვერ ითამაშებდა. რთული სიტუაცია იყო როგორც “ჩელსის” მესვეურებისთვის, ასევე თვითონ ფეხბურთელისთვისაც. ჩემზე რომ ყოფილიყო, მას დარჩენას ვურჩევდი. დიეგოს არასდროს ვთვლიდი ჩემს კონკურენტად. მიმაჩნია, რომ ის ბოლო წლების საუკეთესო თავდამსხმელია.”

“კოშტასთან შეთამაშებული ვიყავი. მას შეეძლო, წაეკითხა ჩემი პასი და იქიდან მიღებული ბურთი კარში გადაეგზავნა. ახლა მას დიდ წარმატებას ვუსურვებ!” – აცხადებს ესპანელი.

ანტონიო კონტე: “ფანების მიერ შეთხზული ახალი სიმღერა ძალიან მომეწონა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “სტოკ სიტის” განადგურების (0-4) შემდეგ პრესასთან ამ მატჩში გულშემატკივრების მიერ შესრულებულ როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათ მიერ შეთხზული ახალი სიმღერა ძალიან მოეწონა.

როგორც იცით, ზემოთ აღნიშნულ მატჩში “არისტოკრატთა” ახალწვეულმა, ალვარო მორატამ ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა თავი. ესპანელ შემტევს გულშემატკივრებმა ამის გამო ახალი სიმღერაც მიუძღვნეს: “ალვარო, ალვარო, ის მზიანი ესპანეთიდან მოდის, ის ჰარი კეინზე უკეთესია.” (“Alvaro, Alvaro, he comes from sunny Spain, he’s better than Harry Kane.”)

“მშვენიერი ცვლილება იყო და ახალი სიმღერაც ძალიან კარგი იყო. ჩვენი გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ, ისინი ჩვენ შეჩერების საშუალებას არ გვაძლევდნენ, რის გამოც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ.

ამ სიმღერაზე ალვაროსთანაც ვისაუბრე და ისიც ძალიან კმაყოფილი და გულშემატკივრების მადლობელია,” – აცხადებს კონტე, რომლის გუნდიც ექვი ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფება.