ანტონიო კონტე: “შესაძლოა, “ჩელსი” წელს უტიტულოდ დარჩეს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გულშემატკივრებთან მიმართვისას აცხადებს, რომ წელს მისი გუნდისგან დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ.

“იარაღით არავინ დამმუქრებია და არ უთქვამთ, რომ უტიტულოდ დარჩენის შემთხვევაში გამიშვებენ. ერთადერთი, რისი გარანტიც შემიძლია მოგცეთ არის ის, რომ ვიმუშავებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ზოგჯერ შეიძლება იგებდე, მაგრამ სამომავლოდ არანაირი პოზიტიური ნაბიჯი არ იდგმებოდეს, რაც ნამდვილად ცუდია. “ტოტენჰემი” ამ მხრივ ძალიან კარგად მუშაობს და როდესაც მათზე ვსაუბრობ, ყოველთვის დადებითად ვაფასებ პოჩეტინოს მიერ გაწეულ სამუშაოს.

შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგისთვის საბრძოლველად ჩვენც ამდენი დაგვჭირდეს (ოთხი წელი, როგორც პოჩეტინოს), წელს კი საერთოდ უტიტულოდ დავრჩეთ. ჩვენ ნელა ვპროგრესირებთ და მომავალზე ვაკეთებთ აქცენტს,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

დიეგო კოშტა: “ატლეტიკოში” გადასვლაში ეს მიშლის ხელს”

დიეგო კოშტას ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მისწერა, რომ ესპანელი მის გეგმებში აღარ შედიოდა და ახალი კლუბის ძებნა უნდა დაეწყო. ამის შემდეგ, კოშტამ საჯაროდ გამოთქვა მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნების სურვილი.

ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშე “როხიბლანკოში” მის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

“უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ “ატლეტიკოში” თამაში მინდა. თუმცა, თუ “როხიბლანკო” დიდ თანხას არ გადაიხდის, “ჩელსი” არ გამიშვებს და ამ სურვილსაც ვერ დავიკმაყოფილებ. საბოლოოდ, ესპანელებს საკმაო სარგებელის მიცემა მოუწევთ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობისთვის, თუმცა არც ის მგონია, რომ “ატლეტიკომ” ბოლომდე გადაიხადოს “ჩელსისთვის” სასურველი თანხა.”

“ჩემი აგენტისგან გავიგე, რომ “ლურჯებს” იმაზე მეტის აღება უნდათ, რაც ჩემში სამი წლის წინ გადაიხადეს (32 მილიონი ფუნტი, ავტ.). თითქოს, “ჩელსის” მაქსიმალურად სურს ეს ტრანსფერი შეაფერხოს. იმედია, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ გადაყწდება,” – აცხადებს კოშტა.

ნაინგოლანი: “აზარს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

“რომას” ბელგიელ ნახევარმცველს, რაჯა ნაინგოლანს სჯერა, რომ თავისი თანამემამულე, ედენ აზარი საკმარისად ნიჭიერი და მონდომებულია იმისათვის, რომ მომავალ წელს ოქროს ბურთს დაეუფლოს.

“ვფიქრობ, მას ამ ჯილდოს მოგებისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია. ჩემთვის, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტაც შეუძლია.

როდესაც ის მოედანზეა, ყველა ამჩნევს, თუ რამდენ რამეს ცვლის მატჩში. ერთადერთი განსხვავება მასსა და ნეიმარს, კრიშტიანუსა და მესის შორის ისაა, რომ მათ უფრო მეტი გოლი გააქვთ.

ჩემთვის ეს ერთადერთი განმასხვავებელი თვისებაა მათ შორის. აზარს მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მივიჩნევ,” – აცხადებს რაჯა.

Diario Gol: “ბარსელონა” 120 მილიონს იხდის

Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ყურადღება ლონდონის “ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავზე, ედენ აზარზე გადაიტანეს.

როგორც იცით, აზარის გარშემო არსებულ სიტუაციას კარგა ხანია, რაც მადრიდის “რეალიც” აკვირდება. მაგრამ, ესპანური პრესის ცნობით, ამ დროისთვის “ბარსელონა” უფრო დაწინაურებულ პოზიციაში იმყოფება.

ყველაფერთან ერთად, ანტონიო კონტეს ძალიან სურს “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფი სერხი რობერტოს გადაბირებაც, რომელიც შესაძლოა, აზარის ტრანსფერის შემადგენელი ნაწილიც გახდეს.

“ჩელსი” – “ბარნლი”: ლონდონელებმა კვლავ საშინლად დაიწყეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2017/18 წლების გათამაშებაში ლონდონის “ჩელსიც” ჩაერთო, რომელმაც სადებიუტო მატჩში საკმაოდ დასანანი მარცხი განიცადა “ბარნლისთან”.

მატჩში ანგარიში გარი კეჰილის გაძევებიდან (14′) ათ წუთში, სემ უოკსმა გახსნა. 39-ე წუთზე ვორდმა ორამდე გაზარდა სხვაობა, 43-ე წუთზე კი ვოუკსმა დუბლის გაფორმება შეძლო.

მატჩის მეორე ნახევარში “ჩელსი” უფრო დამაჯერებლად თამაშობდა. 69-ე წუთზე ალვარო მორატამ სადებიუტო გოლის გატანა შეძლო. 81-ეზე ფაბრეგასმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, 88-ზე კი ლუისმა ერთ ბურთამდე შეამცირა სხვაობა.

მომდევნო ტურში “ბარნლი” ვესტ ბრომს” მიიღებს, “ჩელსი” კი “კრისტალ პალასს” ეწვევა.


“ჩელსი”: კურტუა; კეჰილი, ლუისი, რუდიგერი; ალონსო, კანტე, ფაბრეგასი, ასპილკუეტა; ბოგა (კრისტენსენი 18′), ვილიანი; ბატშუაი (ალვარო მორატა 59′)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ბარნლი”: ჰიტონი; ლოუტონი, მიი, ტარკოვსკი, ვორდი; ჰენდრიკი, დეფუ (უოლტერსი 75′), კორკი; გუდმუნდსონი (არფილდი 75′), ბრედი; ვოუკსი

მთავარი მწვრთნელი: დაიჩი


ალვარო მორატამ პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის პირველი ტურში მორიგი შეხვედრები იმართება.

თავის მატჩს ატარებს ლონდონის “ჩელსი”, რომელიც “ბარნლის” უპირისპირდება. “ლურჯებმა” მატჩი მძიმედ დაიწყეს: გარი კეჰილი მოედნიდან გააგდეს და ანტონიო კონტეს შეგირდებმა სამი გოლი მიიღეს. შეცვლაზე შემოსულმა ალვარო მოარატამ სხვაობა ორამდე შეამცირა. ესპანელმა 69-ე წუთზე მოახერხა თავური დარტყმით ტომ ჰიტონის კარის აღება.

 

“ჩელსის” კოშტა ძალიან დააკლდება”

“ჩელსის” კაპიტნის, გარი კეჰილის თქმით, ლონდონურ კლუბს ძალიან დააკლდება დიეგო კოშტა, რომელიც ჯერაც “არისტოკრატთა” რიგებში ირიცხება, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს.

“როგორც ფეხბურთელი, ის ძალიან დაგვაკლდება. რაც არ უნდა იყოს, დიეგო კოშტა მაინც დიეგო კოშტაა, ძალიან ბევრი გოლი გააქვს და ძლიერი ხასიათიც აქვს.

ის ძალიან დაგვაკლდება. მართალია, ალვარო მორატა დიდებული დანამატია, მაგრამ ისეთი დიდი ფეხბურთელის წასვლა, როგორიც დიეგო კოშტაა, მაინც ყოველთვის ტოვებს სიცარიელეს,” – აცხადებს კეჰილი.

გეტყვით იმასაც, რომ კოშტა ყველაზე ახლოს “ატლეტიკოში” დაბრუნებასთანაა, თუმცა “როხიბლანკოს” მაისურით მოედანზე გასვლას იანვრის თვემდე ვერ შეძლებს და შესაძლოა, სხვა იმ დრომდე სხვა კლუბში იქნას განათხოვრებული.

კარიკატურა: “აბბა”-მ “არსენალს” უდარდელად მოაგებინა

გუშინ ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში, რომელიც ლონდონურ კლუბებს, “არსენალსა” და “ჩელსის” შორის გაიმართა, თერთმეტმეტრიანებით გამოვლინდა გამარჯვებული. პენალტების სერია ე.წ. “აბბა”-ს სტილით წარიმართა: ჯერ “ლურჯების” ერთმა ფეხბურთელმა დაარტყა, შემდეგ “მეთოფეთა” ორმა მოთამაშემ, შემდე “ჩელსიდან” ორი სპორტსმენი მივიდა ბურთთან, შემდეგ კი “არსენალის” ორმა ფეხბურთელმა გაიტანა. საბოლოდ, 4-1 ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

ანტონიო კონტეს შეგირდებიდან თერთმეტმეტრიანები ტიბო კურტუამ და ალვარო მორატამ ზედიზედ გააცუდეს. ერთი სიტყვით, “აბბა”-მ “არსენალს” მშვიდად და უდარდელად მოაგებინა. ომარ მომანი პენალტების ამ სისტემიდან პარალელს მუსიკალურ ჯგუფ “აბბა”-ზე ავლებს და ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

რატომ დაარტყა კურტუამ “არსენალთან” თერთმეტმეტრიანი?

გუშინ ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში ლონდონური დერბი შედგა: “არსენალი” “ჩელსის” წინააღმდეგ. დაძაბული შეხვედრა 90 წუთის მანძილზე გაგრძელდა. ეს პერიოდი ანგარიშით, 1:1 დასრულდა. გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა: არსენ ვენგერის შეგირდებმა პენალტების სერია ანგარიშით, 4:1 მოიგეს.

საგულისხმოა, რომ “ლურჯების” მხრიდან მეკარემ, ტიბო კურტუამ გააცუდა საკუთარი შანსი. ანტონიო კონტეს ჰკითხეს, რატომ დაარტყმევინა ბელგიელ კიპერს თერთმეტმეტრიანი:

“კურტუა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა პენალტების დარტყმაში. როცა ფეხბურთელი გაჩვენებს, რომ მას რაღაც შეუძლია, აუცილებლად უნდა მისცე შანსი. ასეც მოვიქეცი,” – განაცხადა კონტემ.

ინგლისის სუპერთასი: გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიამ გაარკვია (ვიდეო)

6 აგვისტოს ინგლისის სუპერთასის მატჩი გაიმართა, სადაც პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ლონდონის “ჩელსი” თანაქალაქელ “არსენალს” დაუპირისპირდა, რომელმაც ინგლისის თასის მოგება მოახერხა.

მატჩში ანგარიში 46-ე წუთზე ვიქტორ მოზესმა გახსნა. მე-80 წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან პედრო გააძევა, ორიოდ წუთში კი კოლაშინაცმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიამ გაარკვია, რომელშიც ორი პენალტი გაფუჭდა – თერთმეტმეტრიანები კურტუამ და მორატამ გააფუჭეს.


“არსენალი”: ჩეხი; მონრეალი, მერტესაკერი (კოლაშინაცი 33′), ჰოლდინგი; ოქსლეიდ-ჩემბერლეინი,ჯაკა, ელნენი, ბელერინი; უელბეკი, აივობი; ლაკაზეტი (ჟირუ 66′)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო (რუდიგერი 79′); უილიანი, პედრო; ბატშუაი (მორატა 74′)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გაძევება: პედრო 80′


“ჩელსიმ” “ლესტერის” კიდევ ერთ ფეხბურთელს დაადგა თვალი

“ლესტერ სიტის” კუთვნილებაში მყოფი დენი დრინქვოთერი მზადაა, კლუბის ხელმძღვანელობას “კინგ პაუერ სტედიუმიდან” წასვლის სურვილის შესახებ განუცხადოს.

ბრიტანული Mirror-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ლონდონური გრანდის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს გასულ ზაფხულშიც სურდა დრინქუოთერის დამატება.

წყაროს ცნობით, ამ ტრანსფერში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ნგოლო კანტეც, რომელიც 2015-16 წლების სეზონში დრინქუოთერთან ერთად თამაშობდა კლაუდიო რანიერის “ლესტერში”.

მატიჩმა “მანჩესტერში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

ნემანია მატიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ, როგორც ინგლისური, ასევე ესპანური მედია წერს. დიდი ალბათობით, სერბი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება.

ნემანიას სავარაუდო ფასად 40 მილიონი ფუნტი (52.53 მილიონი დოლარი) სახელდება. მომავალი კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერ არაა საჯარო.

შეგახსნებთ, რომ ეს სერბი სპორტსმენისთვის მეორე შემთხვევა იქნება, როცა ის ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილ გუნდში ითამაშებს. იგი 2014 წლის იანვარში გადავიდა “ჩელსიში” და სწორედ იქ იყო პირველად პორტუგალიელი მატიჩის დამრიგებელი.

სერბი აქამდე სწორედ “ლურჯების” შემადგენლობაში გამოდიოდა. მან წინა სეზონში ანტონიო კონტეს თავკაცობის ქვეშ პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა.