კონტე: “ლუიზი “ჩელსიში” ამ პოზიციაზე ითამაშებს”

დავიდ ლუიზი ლონდონის “ჩელსიში” 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. ბრაზილელ მცველთან ერთად, “არისტოკრატებს” კიდევ 4 უკანახაზელი ჰყავთ: ივანოვიჩი, კეჰილი, ზუმა და გუნდის კაპიტანი, ტერი. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტე ინგლისურ კლუბს, როგორც “იუვენტუსს” და იტალიის ნაკრებს, 3-5-2 წყობით ათამაშებს და ნახსენები 5 მცველიდან მხოლოდ სამის არჩევა მოუწევს.

იტალიელმა სპეციალისტმა დავიდ ლუიზზე გააკეთა კომენტარი და დაასახელა ის პოზიცია, რომელზეც 29 წლის მცველი 3-5-2 წყობის დროს ითამაშებს.

“ვფიქრობ, ლუიზისთვის საუკეთესო პოზიცია დაცვის ცენტრშია. მას ზოგჯერ მოედნის შუაშიც უთამაშნია, მაგრამ  იგი ყველაზე პროდუქტიული და სასარგებლო სწორედ ჩემს მიერ ნახსენებ პოზიციაზეა,” – განაცხადა კონტემ.

“ჩელსიში” ფეხბურთელებმა ნომრები გადაინაწილეს – ლუისი 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელებმა სათამაშო ნომრები გადაინაწილეს.

“არისტოკრატთა” რიგებში დაბრუნებულმა დავიდ ლუისმა, რომელიც აქამდე “პარის სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავდა, არჩევანი 30 ნომერზე გააკეთა. მართალია, წინათ ის 4-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, თუმცა ახლა აღნიშნული ნომერი ცესკ ფაბრეგასს ეკუთვნის.

რაც შეეხება მარკო ალონსოს, რომელიც “ჩელსიმ” “ფიორენტინადან” გადაიბირა, ის 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა 23 მილიონიანი ახალწვეული “ბოლოტნსა” და “სანდერლენდშიც” თამაშობდა.

ოფიციალურად: “ჩელსიმ” საკუთარი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით “უოტფორდში” გაუშვა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “ჩელსის” მოთამაშე, კენედი მომდევნო სეზონს არენდის წესით “უოტფორდში” გაატარებს.

ბრაზილიელი სპორტსმენი წინა ზაფხულში გადავიდა “არისტოკრატების” რიგებში. მან 20 თამაშის ჩატარება შეძლო. კენედის ანგარიშზეა პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც მან 39-ე წამზე “ნორვიჩს” გაუტანა.

დიეგო კოშტა: “ატლეტიკოში” დაბრუნება მინდოდა”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელ-ბრაზილიელმა ფორვარდმა, დიეგო კოშტამ აღიარა, რომ მას მადრიდში დაბრუნება უნდოდა, თუმცა ამ ტრანსფერს ხელი რამოდენიმე დეტალმა შეუშალა.

” კარგი იქნებოდა, “ატლეტიკოში” რომ დავბრუნებულიყავი. ამის საკმაოდ კარგი შანსიც მქონდა, თუმცა ტრანსფერს რამოდენიმე დეტალმა შეუშალა ხელი. მათი დიდი მადლობელი ვარ, განსაკუთრებით კი დიეგო სიმეონესი, რომელსაც ყოველთვის სჯერდოა ჩემი.

ყველამ იცის, თუ რა მომივიდა ინგლისში. ჩემს წინააღმდეგ იყვნენ ენა, ამინდი და საერთოდ ყველაფერი. თუმცა, ამაზე წუწუნის უფლება არ მაქვს, რადგანაც აქაურ ფანებს მე ძალიან ვუყვარვარ.”

პრემიერ ლიგის მესამე ტურის ყველაზე ცუდი 11 მოთამაშე

პრემიერ ლიგის მესამე ტური გუშინ დასრულდა. Goal.Com-ი გვთავაზობს ამ ტურში გამართული შეხვედრების ყველაზე ცუდი 11 მოთამაშის სიას.

მეკარე: პიკფორდი.

მცველები: უორდი, აიალა, ამატი, ელ მოჰამადი.

ნახევარმცველები: მარნი, ტორე, ერიქსენი, მარეზი.

შემტევები:  მარსიალი, ლორენტე.

cats

პრემიერ ლიგა: III ტურის საუკეთესო თერთმეტეული

გუშინ პრემიერ ლიგის მესამე ტური დასრულდა. ლიდერებმა, “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ-იუნაიტედმა” და “ჩელსიმ” კვლავ მოახერხეს გამარჯვება და 9-9 ქულით პირველ სამ ადგილს იკავებენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია “ლესტერ სიტის” პირველი მოგებახც მიმდინარე სეზონში. მოკლედ, საინტერესო მატჩები გამოვიდა.

Goal.Com-ი ნახსენები ტურის 11 საუკეთესო მოთამაშის სიას გვთავაზობს.

მეკარე: გივენი.

მცველები: შოუ, ბლინდი, დევისი, ვალენსია.

ნახევარმცველები: სილვა, ფერნანდინიო.

შემტევები: აზარი, ვილიანი, სტერლინგი, ვარდი.

cats

“შალკეს” “ჩელსის” ამომავალი ვარსკვლავი სურს

ძალიან ცოტა რჩება სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე. გუნდები მაქსიმალურ აქტიურობას ცდილობენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გენზელკეხენის “შალკეს” “ჩელსის” მცველის, კურტ ზუმას იჯარით აყვანა სურს. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა წინა სეზონში მუხლის ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე უქმობა მოუწია. ახლა ფრანგი ახალგაზრდა ფიტნესდარბაზში ვარჯიშობს და ცდილობს, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს.

“არისტოკრატთა” მთავარ  მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს, სრულყოფილი დაცვა ჰყავდეს. ზუმა კი ჯერ არაა ოპტიმალურ კონდიციებში. თუ იგი “შალკეში” გადავა ნახევარ წლიანი იჯარით, შეეძლება, იქ თამაშით სასურველ ფორმას დაუბრუნდეს და შემდეგ “ჩელსიში” წამოვიდეს.

პრემიერ ლიგა: კონტე მოგებათა სერიებს აგრძელებს (ვიდეო)

მესამე ტურში ანტონიო კონტეს შედარებით სუსტ მეტოქესთან, “ბარნლისთან” მოუწევს თამაში. აღნიშნულ მატჩში ლონდონელებს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს მაშინ, როდესაც სტუმრები 1 ქულასაც დიდი სიამოვნებით დათანხმდებიან.

ლონდონელებმა სეზონის პირველ მატჩში “ვესტ ჰემის” დამარცხება მოახერხეს დიეგო კოშტას გოლის წყალობით. ბრაზილიელმა ფორვარდმა იგივე გააკეთა “უოტფორდთან” მატჩში – შედეგად, “ჩელსი” ქულების მაქსიმალური რაოდენობით მე-4 პოზიციას იკავებს.

ბრიტანულ ჩემპიონატში ახლადგადმოსულმა “ბარნლიმ” კი სეზონი “გედებთან” განცდილი მარცხით დაიწყო, რასაც “ლივერპულთან” მოპოვებული მოულოდნელი გამარჯვება მოჰყვა.


8-Recovered

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ტიმ კეჰილი, ბრანისლავ ივანოვიჩი, ჯონ ტერი, ასპილიკუეტა, ნემანია მატიჩი; კანტე, ვილიანი(მოზესი ’77), ოსკარი, ედენ აზარი(პედრო ’81); კოშტა(ბატშუაი ’80)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ბარნლი”: ჰიტონი; ლოუტონი, კინი, მი, უორდი, ბოიდი; მარნი(ტარკოვსკი ’72), დეფური(ო’ნილი ’57), არფილდი(გუდმუნდსონი ’57), ვოუქსი, გრეი

მთავარი მწვრთნელი: დაიკი

გოლი: აზარი 9′, ვილიანი 41′, მოზესი 89′


ოფიციალურად: “ოლიმპიაკოსმა” “ჩელსის” მოთამაშე დაიმატა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა რჩება და გუნდები ცდილობენ, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ.

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “ჩელსის” უკვე ყოფილი მოთამაშე, მარკო მარინი ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” შეუერთდა. 27 წლის მოთამაშე 2012 წელს ჩაირიცხა “არისტოკრატთა” რიგებში, მაგრამ 2013-2016 წლებში იგი “სევილიაში, “ფიორენტინაში”, “ანდერლეხტსა” და “ტრაბზონსფორში” იყო განათხოვრებული.

აქვე გეტყვით, რომ მარინს “ჩელსიში” მხოლოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული. მან ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა.

საოცარი მსგავსება დიეგო კოშტასა და მის ძმას შორის (ფოტო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც დიეგო კოშტა მის ძმასთან და მეგობართან ერთადაა. თქვენს ყურადღებას მიიპყრობს მსგავსება, რომელიც “ჩელსის” ფეხბურთელსა და საკუთარ ძმას შორისაა. გეტყვით, რომ ეს ორი ადამიამი ტყუპები არ არიან.

20160822_153626

პრემიერ ლიგა: მეორე ტურის პრევიუ

პრემიერ ლიგის გიჟურმა სეზონმა სტარტი უკვე აიღო, თანაც ძალიან საინტერესოდ. დროთა განმავლობაში, ინგლისის უმაღლესი დივიზიონი უფრო და უფრო გახურდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, პრემიერ ლიგის მე-2 ტურის პრევიუ შემოგთავაზოთ …


8

“ბორნმუთის” წინააღმდეგ ნაჩვენები კარგი თამაშის შემდე (1:3), ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ მოუწევს ძალების მოსინჯვა, რომელმაც პრემიერ ლიგა “უოტფორდთან” საშინაო მარცხით (1:1) გახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ აღნიშნულ მატჩში უნდა შედგეს მანჩესტერელთა რეკორდული შენაძენის, პოლ პოგბას დებიუტიც. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მატჩი სასტარტოდან დაიწყოს, ისევე როგორც ხუან მატამ, რომლის სანაცვლოდაც დიდი ალბათობით ჰენრიკ მხითარიანი ითამაშებს.

ეს ჟოზეს “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი ოფიციალური მატჩი იქნება “ოლდ ტრაფორდზე”. ასე რომ, “წითელი ეშმაკუნები” მაქსიმალურად დაიხარჯებიან, რათა საკუთარი გულშემატკივრები ასიამოვნონ.

ექსპერტების პროგნოზი 2:1.

  • “მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერ ლიგის ეგიდით “საუთჰემპტონთან” ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან არცერთი არ მოუგია (ფ1 წ2)
  • “საუთჰემპტონმა” “ოლდ ტრაფორდზე” ჩატარებული ბოლო ორი მატჩიდან ორივე მოიგეს, ორივე ანგარიშით 1:0
  • პარასკევს, სახლში გამართული ლიგის მატჩი “წითელმა ეშმაკებმა” ბოლოს 1950 წლის აპრილში წააგეს

  • 8

    მართალია, “სანდერლენდთან” ჩატარებულ რთულ მატჩს (2-1) ადვილი გასეირნება მოჰყვა ბუქარესტში (0-5) მაგრამ, დიდია შანსი, რომ პეპ გვარდიოლას “ქალაქელებს” “ბრიტანია სტედიუმზე” სასურველი შედეგის მიღწევა გაუჭირდეთ.

    მეთუნეებმა კი პრემიერ ლიგა “მიდლსბროში” ნათამაშები ყაიმით გახსნეს – აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩში სტუმრები აგებდნენ თუმცა, ჟერდან შაქირის ბრწყინვალე ჯარიმის მეოხებით, “სტოკმა” “ბრიტანიაზე” 1 ქულა წამოიღო.

    სტუმრების მხრიდან საეჭვოა იაია ტურეს, ლეროი სანეს, ვინსენ კომპანის, ილკაი გიუნდოგანისა და სამირ ნასრის თამაში. მასპინძლებს კი სავარაუდოდ ჯეკ ბათლენდი და გლენ ჯონსონი დააკლდებიან, სტეფან ირლანდთან და იბრაჰიმ აფელაისთან ერთად.

    ექსპერტების პროგნოზი 1:2.

  • “სტოკს” “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართული ბოლო 4 პრემიერ ლიგური მატჩიდან 2 აქვს მოგებული, 2 – წაგებული
  • “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 4 პრემიერ ლიგურ, საშინაო მატჩში პიტერ კრაუჩს 3 გოლი აქვს გატანილი
  • “სტოკის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში კუნ აგუეროს 6 გოლი აქვს გატანილი

  • 8

    გამომდინარე იქიდან, რომ იურგენ კლოპის “ლივერპულს” ე.წ. “პატარა გუნდებთან” გამარჯვების მოპოვება უჭირს, “წითლებს” ადვილი გასეირნება ნამდვილად არ მოელით “ტერფ მურზე”.

    რა შესახსენებელია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ იურგენ კლოპის ბიჭები პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდნენ და დიდებული მატჩიც ჩაატარეს, რომელიც საბოლოო ჯამში ანგარიშით 3:4 დასრულდა.

    იურგენ კლოპი 2015/16 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მაქსიმალურად ცდილობდა “პატარა გუნდების კომპლექსის” გამოსწორებას. მერსესაიდელებმა არაერთი ამხანაგური მატჩი გამართეს. ახლა, მათ ისღა დარჩენია, ნასწავლი პრაქტიკაში გვიჩვენონ.

    ექსპერტების პროგნოზი 0:2.

  • “ბარნლის” პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში “ლივერპულის” კარი ჯერ არ აუღია; 4 მატჩი – 4 წაგება
  • “ბარნლის” ბოლო 9 პრემიერ ლიუგრ მატჩში მხოლოდ 7 გოლი გავიდა, მათგან კი მხოლოდ 2 გაიტანეს დაიკის ბიჭებმა
  • შესადარებლად გაცნობებთ, რომ “ლივერპულის” ბოლო 7 გასვლით მატჩში 41 გოლი გავიდა (საშუალოდ 4.6 გოლი ერთ მატჩში)

    8

    ლივერპულიდან არასასურველი შედეგით (“ევერტონი” 1-1 “ტოტენჰემი”) “უაით ჰართ ლეინზე” დაბრუნებული მაურისიო პოჩეტინოს შემდეგი მეტოქე ალან პარდიუს “კრისტალ პალასი” იქნება.

    რაც შეეხება ალან პარდიუს გუნდს, “არწივები” კვლავ აგრძელებენ 2016 წლის საშინელ სერიას – “სელჰარტ პარკსის” მკვიდრნი ამჯერად “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” დამარცხდნენ (0-1).

    ექსპერტები “ტოტენჰემის” მშრალ გამარჯვებას ვარაუდობენ, მიუხედავად იმისა, რომ “დეზებს” ჰუგო ლორისი და კევინ ვიმერი დააკლდებიან.

    ექსპერტების პროგნოზი 2:0.

  • ამ გუნდებს შორის “უაით ჰართ ლეინზე” გამართული ბოლო 7 დაპირისპირებიდან 4 ფრედ დასრულდა (2მ 4ფ 1წ)
  • სამი მატჩია ჰარი კეინს “ტოტენჰემის” მაისურით პრემიერ ლიგაში გოლი არ გაუტანია
  • 2016 წელს ჩატარებული 20 პრემიერ ლიგური დაპირისპირებიდან, “არწივებმა” მხოლოდ 2 მოიგეს (2მ 5ფ 13წ)

    8

    ანტონიო კონტემ სეზონი წარმატებით დაიწყო. “არისტოკრატებმა” შინ, “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩაქუჩების” დამარცხება მოახერხეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1. ამ მატჩში თავი დიეგო კოშტამ გამოიჩინა, რომელმაც უკვე მიიღო პირველი ყვითელი ბარათი.

    რაც შეეხება უოლტერ მაცარის “უოტფორდს”, “ირმებმა” პრემიერ ლიგის ახალი სეზონი “საუთჰემპტონთან” გასვლითი მატჩით გახსნეს. გამომდინარე იქიდან, რომ “წმინდანებს” უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ მატჩში, “მერის სტედიუმიდან” წამოღებული ქულა შესაძლოა, დიდ წარმატებად ჩაითვალოს.

    აღნიშნულ მატჩში “უოტფორდი” ბენ უოტსონის გარეშე იქნება, რომელმაც უკვე მოახერხა პირველი წითელი ბარათის “აკიდება”. “ჩელსის” კი კურტ ზუმა და მარკო ვან გინკელი დააკლდებიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფაბრეგასმა თამაში სასტარტოდან დაიწყოს.

    ექსპერტების პროგნოზი 0:1.

  • “ვიკერიჯ როუდზე” პრემიერ ლიგის ეგიდით მატჩის გასამართად “ჩელსი” 3-ჯერ ჩავიდა – მოიგო 1-ხელ, წააგო 1-ხელ, ფრედ ითამაშა 1-ხელ
  • ანტონიო კონტემ ლიგაში ჩატარებული ბოლო 31 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (მ28, ფ2)
  • 2015/16 წლების სეზონის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტი სეივი (127) “უოტფორდის” მეკარემ განახორციელა

    8

    ექსპერტების პროგნოზი 2:1.

  • 2014/15 წლების სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული ორივე მატჩი “გედების” გამარჯვებით დასრულდა (0-1; 3-1)
  • “სუონსის” “ლიბერთი სტედიუმზე” “ჰალთან” არასდროს წაუგია (მ2 ფ2)
  • “გედები” აგვისტოში გამართულ ბოლო 8 პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში არ დამარცხებულან

    8

    ექსპერტების პროგნოზი 1:2.

  • “ევერტონი” “ჰოუტორნსზე” “ვესტ ბრომთან” გამართულ ბოლო სამ მატჩში დაუმარცხებელია (2მ 1ფ)
  • გასულ სეზონში, “ალბიონმა” ბოლო ოთხი საშინაო პრემიერ ლიგური დაპირისპირებიდან ვერცერთში ვერ იმარჯვა
  • “ევერტონის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში ლუკაკუს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია

    8

    გამომდინარე იქიდან, რომ იურგენ კლოპის “ლივერპულს” ე.წ. “პატარა გუნდებთან” გამარჯვების მოპოვება უჭირს, “წითლებს” ადვილი გასეირნება ნამდვილად არ მოელით “ტერფ მურზე”.

    რა შესახსენებელია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ იურგენ კლოპის ბიჭები პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდნენ და დიდებული მატჩიც ჩაატარეს, რომელიც საბოლოო ჯამში ანგარიშით 3:4 დასრულდა.

    დაიკის გუნდი კი პირველ ტურში შინ “სუონსი სიტის” დაუხვდა და ახალ სეზონში პირველი მარცხიც იწვნია (0:1).

    ექსპერტების პროგნოზი 3:2.

  • “ლესტერს” 19-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს “არსენალთან” პრემიერ ლიგაში (ფ6 წ13)
  • “არსენალი” “კინგ პაუერ სტედიუმზე” არასდროს დამარცხებულა (2 ფრე და 5-2 მოგება გასულ სეზონში)
  • 2015/16 წლების სეზონში “ლესტერი” პრემიერ ლიგაში 3-ჯერ დამარცხდა; 2-ჯერ “არსენალთან”

    8

    ექსპერტების პროგნოზი 2:2.

  • “სანდერლენდი” “მიდლსბროსთან” გამართულ ბოლო 4 პრემიერ ლიგურ დაპირისპირებაში დაუმარცხებელია (2მ, 2ფ)
  • დევიდ მოიესი “მიდლსბროსთან” მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა, როგორც მწვრთნელი (7მ, 5ფ)
  • ჟერმეინ დეფოს ერთი გოლი სჭირდება, რათა პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომარდირებს შორის მე-10 ადგილი დაიკავოს

    8

    ექსპერტების პროგნოზი 3:1.

  • გასულ სეზონში, “ვესტ ჰემმა” “ბორნმუთთან გამართულ ორივე მატჩში 3-3 გოლი გაიტანა
  • “ალუბლებმა” პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს (მ0 ფ1 წ5)
  • “ლონდონის ოლიმპიური სტადიონი” 55-ე სტადიონი იქნება, რომელიც პრემიერ ლიგის მატჩს უმასპინძლებს

    ცხრილი


      19/08/16

  • ზაგრების “დინამოს” მეთაური: “ედუარდო პრემიერ ლიგაში მიდის”

    ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაგრების “დინამოს” პორტუგალიელი მეკარის, ედუარდოს გადაბირებას აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ხორვატთა მთავარი მწვრთნელი, ზლატკო კრანჩარი ადასტურებს.

    ზაგრებელთა თავკაცის თქმით, 33 წლის მეკარე “სტემფორდ ბრიჯზე” მას შემდეგ გადაბარგდება, რაც “დინამო” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეგიდით გასამართ მატჩში “ზალცბურგს” დაუპირისპირდება.

    “ედუარდოსთვის დიდი პატივია კარიერის ისეთ კლუბში გაგრძელება, როგორიც “ჩელსია”. დიახ, ვფიქრობ, რომ ის კლუბს “ზალცბურგთან” გასამართი მატჩის შემდეგ დატოვებს.” – განაცხადა კრანჩარმა.