დუნგა “იუვენტუსს” ოსკარის შეძენას ურჩევს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუნგა აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ოსკარი ტურინის “იუვენტუსში” ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელ ნახევარმცველს ტურინულ კლუბს ხშირად უკავშირებენ.

“ოსკარი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციის შეფასება კარგად შუძლია. ვფიქრობ, მას აქვს იმის უნარი, რომ “ტრეკვარტისტას” როლი შეასრულოს. ჩემი აზრით, მისი “იუვენტუსში” გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი არ იქნება”, – ამბობს დუნგა.

ჟოზე მოურინიოს კარიერის სიმობლური ნაკრები

ბრიტანულმა გამოცემა “ტელეგრაფმა” ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე – პეტრ ჩეხი

1

მარჯვენა მცველი – ხავიერ ძანეტი

2

ცენტრალური მცველი – ჯონ ტერი

3

ცენტრალური მცველი – რიკარდო კარვალიო

4

მარცხენა მცველი – უილიამ გალასი

5

ნახევარმცველი – კლოდ მაკელელე

6

ნახევარმცველი – ფრენკ ლამპარდი

7

ნახევარმცველი – მესუთ იოზილი

8

მარცხენა თავდამსხმელი – ედენ აზარი

9

ცენტრალური თავდამსხმელი – დიდიე დროგბა

10

მარჯვენა თავდამსხმელი – კრიშტიანო რონალდუ

11

სათადარიგოები: ჟულიო სეზარი, ეშლი კოული, სერხიო რამოსი, დეკუ, არიენ რობენი, უესლი სნეიდერი, სამუელ ეტოო

collage-mourinhoXI_3260755k

“ჩელსის” “ტოკიოს” ფორვარდი სურს

ლონდონური კლუბი იაპონელი ფეხბურთელის, იოსინორი მუტო შეძენას აპირებს.

“დიახ, “ჩელსისგან” მუტოს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება მივიღეთ. თუმცა, გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია” – განაცხადა “ტოკიოს” წარმომადგენელმა.

ამბავს თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა: “ასეთი კლუბის ინტერესით ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”.

Sky Sports-ის ცნობით 22 წლის იაპონელის სატრანსფერო ღრებულება 4 მილიონი გირვანქაა.

 

10 ყველაზე ასაკოვანი გუნდი ევროპაში

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ევროპის წამყვან ჩემპიონატში მოთმაშე კლუბების სასტარტო შემადგენლობების მიხედვით ათი ყველაზე ასაკოვანი გუნდი დაასახელა.

1. “მანჩესტერ სიტი”
საშუალო ასაკი – 29.2

Manchester City FC v FC Bayern Muenchen - UEFA Champions League

2. “აუგსბურგი”
საშუალო ასაკი – 28.8

2

3. მადრიდის “ატლეტიკო”
საშუალო ასაკი – 28.5

3

4. “პარი სენ-ჟერმენი”
საშუალო ასაკი – 28.5

4

5. “ბარსელონა”
საშუალო ასაკი – 28

5

6. “სენტ-ეტიენი”
საშუალო ასაკი – 27.6

6

7. “მონაკო”
საშუალო ასაკი – 27.3

7

8. “სევილია”
საშუალო ასაკი – 27.2

8

9. “მანჩესტერ იუნაიტედი”
საშუალო ასაკი – 26.8

Manchester United's new kit

10. “ჩელსი”
საშუალო ასაკი – 26.7

10

“ჩელსი” ჩეხს “არსენალში” არ გაუშვებს

როგორც ჩანს, “მეთოფეებს” აღარ უნდა ჰქონდეთ იმედი, “არისტოკრატთა” ვეტერანი მეკარის გადაბირების.

“პენსიონერებმა” გააფრთხილეს “ემირეითსის” ბინადრები, რომ ჩეხ მეკარეს კონკურენტ გუნდში არ გაასხვისებენ.

“პიტერ ჩეხი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. კარგი იქნება მისი შეძენა, მაგრამ ამავდროულად, რთული,”-აცხადებს ლონდონელთა წყარო.

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში ჩეხმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

32 წლის მეკარემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას, რადგან სათამაშოდ მეტი დრო სურს.

გარეტ ბეილი “ჩელსის” ფეხბურთელია?(!)

ინტერნეტში უკვე დაიწყო ლონდონის “ჩელსის” მაისურების გაყიდვა, სადაც ერთ-ერთი მაისური გარეთ ბეილის გვარითაა წარმოდგენილი.

ერთ-ერთმა ბრაზილიურმა ინტერნეტ-გამოცემამ უკვე დაიწყო “არისტოკრატთა” მომავალი სეზონის ფორმების გაყიდვა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მაისური გარეტ ბეილის სახელითა და გვარით იყიდება, რომლის მიმართაც “ჩელსი” უკვე დიდი ხანია ინტერესს იჩენს.

bale

როგორ ფლობს ბურთს ლონდონის “ჩელსის” ვუნდერკინდი (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აკონტროლებს ბურთს ლონდონის “ჩელსის” ვუდერკინდი, 8 წლის დენიმ ნამუდი.

დიეგო კოშტა ორი კვირით იუქმებს

“ჩელსის” თავდამსხმელს, დიეგო კოშტას ფეხის ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდება.

მას შემდეგ, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელი შემტევი მოედანზე გავიდა, დაზიანების გამო 10 წუთში უკან მოუწია დაბრუნება. მიზეზი – მუხლქვედა მყესის ტრავმა.

“არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ დიეგო მინიმუმ ორი კვირა იუქმებს. არის საშიშროება, რომ მის აღდგენით პროცესს ერთი თვეც დასჭირდეს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, დიეგო კოშტამ ჩატარებულ 23 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

მონტელა: „სალაჰი „ფიორენტინაში“ შემდეგ სეზონშიც დარჩება“

„ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელს ვინჩენცო მონტელას გუნდში ლონდონის „ჩელსისგან“ იჯარით გადასული მოჰამედ სალაჰის შენარჩუნება სურს.

„იტალიაში თავისი თამაშით სალაჰმა ყურადღება დაიმსახურა. დეტალებში არ ვიცი, თუ როგორ მოვახერხებთ მისი კონტრაქტის გამოსყიდვას, თუმცა კიდევ ერთწლიანი იჯარა შესაძლებელია.

კლუბმა ყველა ფინანსური საკითხი უნდა მოაგვაროს, თუმცა, მთავარია, რომ ის შემდეგ წელსაც გვყავდეს.

მისი ძლიერი ხმარეების შესახებ ვიცოდი, თუმცა არ მეგონა, რომ სერია ა-ს ის ასე სწრაფად მოერგებოდა. მუჰამედი წამყვან კლუბებთან შეხვედრებში მნიშვნელოვან გოლებს იტანს“, – განაცხადად „იების“ დამრიგებელმა.

მოურინიო: „დიეგო კოსტა რამდენიმე კვირას ნამდვილად გამოტოვებს“

„სტოკ სიტისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურნიომ დიეგო კოსტას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ცნობისთვის, ფორვარდს ტრავმის გამო მოედნის დატოვება უკვე შეხვედრის მე-11 წუთზე მოუწია.

„ყველაზე გამოკვლევა და სამედიცინო შემოწმება ჩავატარეთ. კოსტა ორი დღე 100%-თ მუშაობდა.

სამედიცინო შტაბი და თავად ფეხბურთელი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 90 წუთის განმავლობაში თამაშისთვის ის მზად არ იყო, თუმცა გუნდის დახმარება მაინც შეეძლო.

სამედიცინო შტაბი, რომელიც ამბობს, რომ 2-3-კვირიანი ტრავმისგან გამოჯანმრთელებას ერთი თვე დასჭირდება, ჩემთან არ იმუშავებს.

უცნობია, კოსტა რამდენი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ის სახლში უნდა დაბრუნდეს და 48 საათი მოიცადოს, შემდეგ დიეგო კიდევ ერთ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს. რამდენიმე კვირას ის ნამდვილად გამოტოვებს. სეზონის ბოლომდე კიდევ 7-8 კვირაა და ამ პერიოდის ნახევრისთვის კოსტა მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

დიეგო კოშტას ძველი ტრავმის რეციდივი აქვს

“სტოკთან” მატჩში, დიეგო კოშტა იძულებული გახდა მოედანი შემოსვლიდან ათ წუთში, შეხსენებული ტრავმის გამო დაეტოვებინა.

ამის მიზეზი ბარძაყის დაზიანება იყო, რომლის გამოც, დიეგომ ეროვნული ნაკრების ორივე მატჩი გამოტოვა.

მოედანზე მცირე დროით ყოფნის შემდეგ, ბრაზილიელ-ესპანელი დიდიერ დროგბამ შეცვალა.

დაზიანების სიმძიმე და მისი სარებილიტაციო კურსის დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, 23 ჩატარებული მატჩიდან, დიეგო კოშტამ 19-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

ჟოზე მოურინიოს რეაქცია ვილიანის ვერგამოყენებულ მომენტზე (ვიდეო)

4 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ლონდონის “ჩელსისა” და “სტოკს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:1), ვილიანს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა მან ის ვერ გამოიყენა.