ლონდონის „ჩელსისთან“ მიმდინარე მატჩში „სტოკ სიტის“ მცველმა ჩარლი ადამმა ანგარიში საკუთარი ნახევრიდან გატანილი გოლით გაათანაბრა. წარმოგიდგენთ გოლის ამსახველ ვიდეოს:
ჭდე: ჩელსი
პოგბა – “ჩელსიში”, ოსკარი – “იუვენტუსში”
ტურინელებს სთავაზობენ უკეთესს შეთავაზებას, ვიდრე ფულის სანაცვლოდ მათ ვარსკვლავზე გამოთხოვებას.
აქტიურად გავრცელდა ხმები, რომ პოლ პოგბა ზაფხულში გუნდს დატოვებს. 22 წლის ნახევარმცველი “რეალს”, “ბარსელონას”, “პსჟ”-ს და “ჩელსის” დაუკავშირეს.
“იუვენტუსის” ხელმძღვანელობას ძალიან გაუჭირდება ფრანგის შენარჩუნება, მაგრამ ეცდება, მისი გაშვების შემთხვევაში, თავადაც იხეიროს.
Mirror-ის თქმით, ზაფხულში “ჩელსის” მთავარი პრიორიტეტი პოგბას ტრანსფერი იქნება. ლონდონელები იტალიელებს ოსკარს+20 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.
ლამპარდი: „მანჩესტერ სიტის“ წინადადება იმდენად კარგი იყო, რომ მასზე უარს ვერ ვიტყოდი“
ფრენკ ლამპარდმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქალაქელებმა“ მას იმდენად კარგი პირობები შესთავაზეს, რომლებზეც ის უარს ვერ იტყოდა.
„ჩელსიში“ 13 წელი ჩავატარე და ყოველთვის ამ გუნდის „ბიჭი“ ვიქნები, რადგან ამ კლუბთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. „ჩელსიში“ გადაწყვიტეს, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. 35 წლის ასაკში ასეთ სიტუაციაში ვერც იკამათებ. თუ შენი გაშვება სურთ, მიდიხარ.
შემდგომ „მანჩესტერ სიტი“ დამიკავშირდა. უარის სათქმელად, ეს ზედმეტად კარგი ვარიანტი იყო. ასეთ ასაკში ინგლისის ჩემპიონის შემადგენლობაში თამაშით ბევრი ვერ იტრაბახებს.
„ჩელსის“ გულშემატკივრებთან ჩინებული ურთიერთბა მაქვს. ჩემმა გადაწყვეტილებამ ამაზე არ იმოქმედა. ლონდონის იმ რაიონში სახლი კვლავ მაქვს და იქ საკმაოდ ხშირადაც ვრჩები. იმედია, ამ მხვრივ, არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ლამპარდმა.
“ჩელსი” კოკეს სანაცვლოდ 61 მილიონს იხდის
ბრიტანული “მეტროს” ცნობით, ლონდონის “ჩელსი” მზადაა, მადრიდის “ატლეტიკოს” კოკეს სანაცვლოდ 61 მილიონი ევრო შესთავაზოს. 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოკეს მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენდა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში კოკემ 24 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში ესპანელ ფეხბურთელს ორი გოლი და ოთხი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.
ედენ აზარმა დაასახელა 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია
ლონდონის “ჩელსის” შემტევმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა დაასახელა ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა კარიერა “ლილში” დაიწყო, 2012 წელს კი “ჩელსის” შეუერთდა.
ტიბო კურტუა
“ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.”
ჟერვინიო
“მასთან ერთად “ლილში” ვთამაშობდი. ჩვენ ერთად ორი ტიტულის მოგება შევძელით. ჟერვინიო ძალიან კრეატიული ფეხბურთელია.”
ხუან მატა
“პირველივე ვარჯიშზე ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაკავშირებს.”
დემბა ბა
“დემბა ბა – ჩემი საუკეთესო მეგობარი! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ერთად ვთამაშობდით. ჩვენ ერთად ბევრი მატჩი არ ჩაგვიტარებია, რადგან ის სათადარიგოთა რიგებში ხშირად იყო. როცა მან ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მე უკვე ტრავმირებული ვიყავი.”
დიდიე დროგბა
“დიდიეს დიდ პატივს ვცემ. სანამ “ჩელსიში” გადმოვიდოდი, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დროგბას თანაგუნდელი ვარ.”
“იუვენტუსი” ოსკარს აკვირდება
იტალიის ჩემპიონებს “ჩელსის” გამთამაშებლის გაფორმება სურთ.
ცნობილი გახდა, რომ ბრაზილია-საფრანგეთის მატჩზე(3:1) ოსკარს “იუვენტუსის” სკაუტები აკვირდებოდნენ.
23 წლის ნახევარმცველმა “ბებერი ქალბატონების” დამკვირვებლებზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
პრესის ინფორმაციით, “იუვენტუსი” “არისტოკრატებს” ამ ზაფხულს ოფიციალური წინადადებით მიმართავს.
ოსკარს “ჩელსისთან” ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს.
“ჩელსი”: დროგბას “არსენალისა” და “მან.სიტის” ექს-ფორვარდი შეცვლის?
“ტოტენჰემის” თავდამსხმელი, შეიძლება, სრულიად მოულოდნელად ჟოზე მოურინიოს გუნდში აღმოჩნდეს.
ბოლო დროს, “პენსიონერები” ეძებენ “ბაბუა” დიდიერ დროგბას შემცვლელს, რომელიც 37 წლისაა და მაღალ დონეზე თამაში არ შეუძლია.
The Metro-ის თქმით, ჟოზე მოურინიო უკვე გამოსავლის პოვნაზე ფიქრობს. მომავალ წელს “ჩელსიში” ემანუელ ადებაიორს ელიან. 31 წლის ტონგოელი მოურისიო პოჩეტინოს გუნდში ხშირად ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, ამიტომ იგი ფიქრობს გუნდის შეცვლაზე.
გარდა ამისა, მოურინიო ადებაიორის შესაძლებლობებში კარგად ერკვევა, რადგან მასთან ერთად მადრიდის “რეალში” მუშაობდა.
სავარაუდოდ, “ჩელსი” და ადებაიორი კვირაში 100 ათასიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდებიან.
“ჩელსი”: 40 მილიონი “ლაციოს” ლიდერისთვის
“პენსიონერები” დაინტერესებული არიან “ლაციოს” ნახევარმცველის, ფელიპე ანდერსონის მომსახურებით.
ლონდონური გუნდი აპირებს ამ ზაფხულში რომაული გუნდის ბრაზილიელი ლიდერი დაიმატოს.
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თქმით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე ისინი 21 წლის შემტევის გაფორმებაზე სერიოზულად იმუშავებენ.
ცნობილი გახდა, რომ “არისტოკრატები” “ლაციოს” ახალგაზრდა ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს შეთავაზებენ.
სერია ა-ს მიმდინარე სეზოში, ფელიპე ანდერსონმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა.
აზარი: „სამწუხაროა, რომ დე ბრუინემ დაგვტოვა“
ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარის აზრით, კევინ დე ბრუინე მის გუნდში უნდა დარჩენილიყო.
„დე ბრუინეს შენარჩუნების შემთხვევაში, „ჩელსი“ ახლა უფრო ძლიერი იქნებოდა. კევინი ჩინებული ფეხბურთელია, მაგრამ მოურინიომ მისი გაშვება გადაწყვიტა, რაც სამწუხაროა, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები აქვს. როგორც ჩანს, „ვულფსბურგში“ მოთამაშეები ნაკლები ზეწოლის ქვეშ არიან. მასთან ერთად „ჩელსიში“ თამაშს გავარგძელებ, თუმცა კევინისთვის მუდმივი სათამაში პრაქტიკა ძალიან დიდი პლიუსია. მისი კარიერა აუცილებლად წარმატებული იქნება“, – განაცხადა ბელგიელმა.
დიეგო კოსტამ ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დატოვა
ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა ესპანეთის ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.
26 წლის თავდამსხმელს მარცხენა თეძოს ტრავმა აღმოუჩნდა. მოთამაშე ლონდონში დაბრუნდება და „ჩელსის“ რიგებში მომზადებას გააგრძელებს.
ცნობისთვის, ესპანელები 27 მარტს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავენ, ხოლო 31 მარტს ჰოლანდიასთან ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ.
“ლივერპულს” და “ჩელსის” ფალკაოს გაფორმება შეუძლიათ
კოლუმბიელ თავდამსხმელს ინგლისში დარჩენის შანსი აქვს.
დღემდე, 29 წლის თავდამსხმელმა გუნდში გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, “მანჩესტერში” მის დატოვებას არ აპირებენ.
“მანკუნიანელები” არ აპირებენ იმ თანხის გადახდას, რასაც კოლუმბიელში ითხოვენ. ფალკაო ზაფხულში “მონაკოს” დაუბრუნდება.
თუმცა, რადამელი საფრანგეთში არ დარჩება. Daily Mail-ის თქმით, გამოცდილ წინახაზელს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს – “ლივერპული” და “ჩელსი”.
“ლივერპულის” თავკაცი, ზაფხულში დივოკ ორიჯის უკან დაბრუნებას აპირებს, მაგრამ გამოეთხოვება რიკი ლამბერტს, მარიო ბალოტელის და ფაბიო ბორინის. გუნდში მოიყვანს იჯარით რადამელ ფალკაოსაც, რომლის არენდის ფასიც 12 მილიონი იქნება.
ჟოზე მოურინიო კი კოლუმბიელს დიდიერ დროგბას შემცვლელად მოიაზრებს.
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების თავკაცობა უნდა
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.
„მსურს, პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ვუთავკაცო. თუმცა, თუ ეს სურვილი არ ამისრულდება, ტრაგედია ნამდვილად არ მოხდება.
რაც შეეხება ჩემს კარიერას, ვფიქრობ, კიდევ 15-20 წლის განმავლობაში ვიმუშავებ. სამსახურისგან სიამოვნებას ვიღებ, ბრძოლა, მოგება და წაგება თანაბრად მიყვარს“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.