express.co.uk-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა. მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას სერბი მოთამაშის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს ისარგებლოს იმით, რომ „ჩელსისთან“ კონტრაქტი ბრანისლავს 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში არ გაგრძელდება, ლონდონელები მოთამაშის ზაფხულში გაშვებას დათანხმდებიან.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ივანოვიჩს შეძენა „პარი სენ-ჟერმენსაც“ სურს.