მოურინიო: “ჩეხი საკუთარ მომავალს თავადვე გადაწყვეტს”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მისი გუნდის ჩეხი მეკარის მომავალი არ იცის.

“არისტოკრატები ტიბო კურტუას პირველ მეკარედ ხდიან, რაც გუნდის ვეტერან კიპერს არ მოსწონს.

“არ გვსურს, რომ პიტერმა ჩვენი ზემოქმედების ქვეშ მიიღოს გადაწყვეტილება. მან უნდა აირჩიოს ის, რაც მისი მომავლისთვის საუკეთესოა”.

“კვლავაც გვსურს, ჩეხი ჩვენს გუნდში იყოს, მაგრამ არ მსურს, ვინმემ გადაწყვეტილების მიღება დააძალოს. ჩემი აზრით, დღესდღეობით, ის მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეში შედის,”-განაცხადა მოურინიომ.

მიმდინარე სეზონში, 32 წლის მეკარემ პრემიერ ლიგაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

ინგლისური გუნდები “ბარსელონას” თავდამსხმელით ინტერესდებიან

ინგლისური გუნდები “ბარსელონას” ესპანელი გარემარბით, პედრო როდრიგესით ინტერესდებიან.

ესპანელ შემტევს კატალონიელებთან ხელშეკრულება მომავალ სეზონში ეწურება, მაგრამ მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე არ საუბრობენ.

ესპანური მედიის ცნობით, “ბლაუგრანა” მზადაა, კარგი შეთავაზების ხარჯზე 27 წლის წინახაზელს შეელიოს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” მზად არიან პედროს დასამატებლად, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 25-30 მილიონი ევროა.

ტერი: “ჩელსიდან წასვლა კარიერის დასასრულს ნიშნავს”

“ლურჯების” კაპიტანი იმედოვნებს, რომ “ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

“ახლა ყველაფერს ჩემი თავისთვის ვაკეთებ, სხვებისთვის დასამტკიცებელი არაფერი მაქვს”.

“ვერ ვიტყვი, რომ “ჩელსიში” სამუდამოდ ვიქნები, მაგრამ დიდი ქნით დარჩენა მსურს. იმედი მაქვს, გუნდთან ახალ კონტრაქტს გავაფორმებ”.

“პატარა მიზანი მაქვს. იმედია, მომავალ სეზონშიც ისეთ დონეზე ვითამაშებ, როგორც წელს. არ ვაპირებ, ლონდონის გარდა სხვაგან თამაშს. “ჩელსიდან” წასვლა კარიერის დასასრულს ნიშნავს,”-განაცხადა ჯონ ტერიმ.

მიმდინარე სეზონში 34 წლის ჯონ ტერიმ პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ინტერნეტში “ჩელსის” მომავალი სეზონის ფორმები გაჩნდა (ფოტო)

Footyheadlines-მა ლონდონის “ჩელსის” მომავალი სეზონის ფომრების ფოტოები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მომავალი სეზონიდან ლონდონელების მაისურებზე საბურავების მწარმოებელი იაპონური კომპანიის, The Yоkohama Rubber-ის სარეკლამო წარწერა იქნება განთავსებული.

1425297399_b_v-internete-pojavilis-fotografii-formy-chelsi-na-budushhij-sezon-foto-s-portala-footyheadlines 1425297417_b_v-internete-pojavilis-fotografii-formy-chelsi-na-budushhij-sezon-foto-s-portala-footyheadlines 1425297429_b_v-internete-pojavilis-fotografii-formy-chelsi-na-budushhij-sezon-foto-s-portala-footyheadlines

დროგბა: „ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ „ტოტენჰემთან“ ინგლისის ლიგის თასის მოგებული ფინალური შეხვედრა შეაჯამა.

„მთავარია, რომ ტიტული მოვიპოვეთ. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. გუნდმა ის თავდაჯერებულობა დაიბრუნა, რომელიც ბოლო კვირებში დაკარგა. იმედია, სეზონის დარჩენილ ნაწილს კარგად ჩავატარებთ“, – განაცხადა კოტ-დივუარელმა.

ტერი: „კმაყოფილნი ვართ“

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ ინგლისის ლიგის თასის მოგებულ ფინალზე ისაუბრა.

„ძალიან გვიხარია. მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი პირველი ტიტულია. იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ მატჩის მიმდინარეობისას ვდომინირებდით.

„ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა? ეს კარგი სიახლეა, თუმცა მასზე დღეს არც გვიფიქრია“, – განაცხადა „არისტოკრატთა“ დამრიგებელმა.

ჟოზე მოურინიომ თასის მოგება ყველასგან განსხვავებულად აღნიშნა (ვიდეო)

1 მარტს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს ლონდონური კლუბები – “ჩელსი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ. მატჩი “ჩელსის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტიტულის მოგება ჟოზე მოურინიომ ორიგინალურად აღნიშნა.

როგორ ერთობოდა ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

1 მარტს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს ლონდონური კლუბები – “ჩელსი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფიქსირეს.

“ჩელსი” ინგლისის თასის მფლობელია

დასრულდა ინგლისის თასის ფინალი “უემბლიზე”, სადაც ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” “ტოტენჰემი” დაამარცხა.

“ჩელსი” 2-0 “ტოტენჰემი”

გოლი: ტერი ’45; კოშტა ’56

მოურინიო: „ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მესი „ბარსადან“ არასდროს წავა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ლიონელ მესი „ბარსელონას“ არასდროს დატოვებს.

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ლეო „ბარსას“ შემადგენლობაში ყოველთვის ითამაშებს. მას სხვა კლუბის მაისურში, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენ. შესაძლოა, ვცდები – არავინ იცის, მომავალში რა მოხდება“, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

დუგლას კოშტა: “მოურინიოსთან მუშაობის შანსი – ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა”

დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა თავდამსხმემა, დუგლას კოშტამ ზამთარში “ჩელსისთან” მოლაპარაკებებზე და ზოგადად უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ჩელსის” მეორე კოშტას გადაბირება სურდა, მაგრამ მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

“დიახ, მქონდა “ჩელსისთან” კონტაქტი. ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა. ის არის მწვრთნელი, რომელიც ნებისმიერ კლუბში ტიტულისთვის იბრძვის,”-განაცხადა დუგლასმა Goal.Com-თან.

“რა სიტუაციაა უკრაინაში? თავდაპირველად ეს ძალიან რთული და საშინელი იყო, მაგრამ “შახტარმა” უსაფრთხოების კარგი პირობები შეუქმნა თითოეულ მოთამაშეს”.

“რა თქმა უნდა, გვსურს საკუთარ მოედანზე თამაში, სადაც გულშემატკივრების დახმარებით ძალიან ძლიერნი ვართ, მაგრამ ჩვენ სიძლიერეს სხვა სტადიონზეც დავამტკიცებთ”.

ტერიმ და მოურინიომ „ჩელსის“ ახალი სპონსორი წარადგინეს

ლონდონის „ჩელსის“ იაპონური კომპანია „Yokohama Rubber“-ის სახით ახალი სპონსორი ჰყავს. როგორც ცნობილია, აზიური კომპანიისგან „არისტოკრატები“ ყოველწლიურად 40 მილიონ ფუნტს მიიღებენ.