ჭდე: ჩელსი
ოსკარი: „უემბლიზე ჯერ არასდროს მომიგია“
„ჩელსის“ ნახევარმცველი ოსკარი „ტოტენჰემთამ“ ინგლისის ლიგის ფინალურ მატჩს მოუთმენლად ელის.
„უემბლიზე“ სამჯერ ვითამაშე. თუმცა, ამ სტადიონზე მე მხოლოდ მითამაშია და არა მომიგია.
„უემბლი“ ჩინებული სტადიონია. მისი მინდორი არაჩვეულებრივია, ხოლო ატრმოსფერო – განუმეორებელი.
ყველანი მოტივირებულები ვართ და ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. ამ ტიტულის მოგება გვსურს.
გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თავდაჯერებულოვა მოგვემატება. ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირის მოგება ბევრს ნიშნავს. კვირას მიზნის მიღწევას შევეცდებით“, – აღნიშნა ბრაზილიელმა.
მოურინიო: “ტოტენჰემი – ფინალის ფავორიტი”
“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნემანია მატიჩის ფინალში არ ყოფნა “ტოტენჰემს” ფინალის ფავორიტად ავტომატურად ხდის.
ევროპა ლიგის 1/16 ფინალური მატჩის შემდეგ, “ტოტენჰემს” ფინალისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ექნება, ხოლო პორტუგალიელი თავკაცის აზრით, სერბი ჩამშლელის არყოფნა “არისტოკრატებს” ძალიან დაასუსტებს.
“მატიჩის დისკვალიფიკაციის გამო, “ტოტენჰემი” ფინალის ფავორიტია. ერთი ლიდერის არყოფნა, მეტოქეს უდიდეს უპირატესობას აძლევს”.
“მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, სადაც პოზიციებზე მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. “ტოტენჰემს” ჰყავს ლამელა და თაუნსენდი, ერიქსენი და ჩადლი, პაულინიო და მესონი, ვერტონგენი და ფასიო. ისინი ნებისმიერ პოზიციაზე მყარად დგანან და შემცვლელები ჰყავთ”.
“თუ თქვენ ფიქრობთ, რომ “ჩელსი” ფავორიტია, ცდებით. შეხედეთ, “პსჟ”-სთან მატჩს. მეორე ტაიმში მოგება გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ამის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა”.
“ფრანგულმა გუნდმა ჩვენზე ბევრად ძლიერად ითამაშა, მათ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. რომ არა კურტუა, წარმოდგენაც არ მინდა,”-განაცხადა მოურინიომ London Evening Standard-თან ინტერვიუში.
სესკ ფაბრეგასი ბარსელონაში დაბრუნდა (ფოტოები)
ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი კვირას ბარსელონაში ჩავიდა, სადაც მან თავისი ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც ფაბრეგასი ლიონელ მესისა და ჟერარ პიკესთან ერთად არის დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. მატჩი ინგლისში გაიმართება და ის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ძალიან უხეში თამაში და გაძევებული ნემანია მატიჩი (ვიდეო)
21 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ბარნლი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრის 70-ე წუთზე, “ბარნლის” ფეხბურთელმა ნემანია მატიჩის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რამაც მატიჩი გააბრაზა. საბოლოოდ კი, 26 წლის სერბი მოედნიდან გააძევეს.
მოურინიო: „გამიკვირდა, რომ არ წავაგეთ“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „ბარნლისთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
„ჩვენი თამაშის აღსაღწერად, სხვა სიტყვები მჭირდება. არ მინდა, სასაცილოდ გამოვიყურებოდე. გამიკვირდა, რომ არ წავაგეთ. მატიჩის წითელი ბარათი? არ ვიცი, მის აპელაციას აზრი აქვს თუ არა. არ მახსოვს, ბოლოს აპელაცია როდის დაგვიკმაყოფილეს“, – აღნიშნა პორუტგალიელმა.
მოურინიო: “ტერი ახალ კონტრაქტს მიიღებს”
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თანახმაა, გუნდმა ვეტერან კაპიტანთან თანამშრომლობა განაგრძოს.
ცოტა ხნის წინ, ჯონ ტერიმ იმედი გამოთქვა, რომ “არისტოკრატებთან” მუშაობას გააგრძელებდა. როგორც ჩანს, გარიგება შედგა.
“ჯონმა დაიმსახურა ყველანაირად, გუნდისგან ახალი, ერთწლიანი ხელშეკრულება მიიღოს. ტერი “ჩელსის” ნამდვილი ლიდერია. როგორც კლუბს სურს მისთვის ყველაფერი, ისე სურს მას კლუბისთვის ყველაფერი,”-განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
34 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის ეგიდით, 25 მატჩი ჩაატარა.
5 ფეხბურთელი ევროპაში, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან
საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ დაასახელა ევროპაში მოთამაშე ხუთი ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში მეტოქეები ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან.
5. ალბინ ეკდალი (“კალიარი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 71-ჯერ
4. ნაბილ ფეკირი
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ
3. ედენ აზარი (“ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 74-ჯერ
2. ხუან კუადრადო (“ფიორენტინა” / “ჩელსი”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 88-ჯერ
1. პერპარიმ ჰეტემაი (“კიევო”)
მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ – 99-ჯერ
მოურინიო: „ჩელსიში“ დარჩენა მსურს“
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „არისტოკრატებში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა.
„მოქმედი კონტრაქტით, „ჩელსისთან“ კიდევ ორი წელი მაკავშირებს. ახალ წინადადებებს ჯერ არ ველი, თუმცა კლუბში დარჩენა მსურს. ჟურნალისტების მხრიდან ჭორების გავრცელება არ მსურს, ასე რომ, სხვა კლუბების მხრიდან ინტერესს არ ვადასტურებ. ჩემს მომავალს „ლურჯებთან“ ვაკავშირებ“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შურლე: “”ჩელსიში” დარჩენის შესაძლებლობა მქონდა”
“ვოლფსბურგის” გარემარბი, ანდრეა შურლე დარწმუნებულია, რომ “ჩელსის” დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენეთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი 2013/2014 წლის სეზონის დაწყებამდე “ჩელსიში” “ლევერკუსენიდან” გადავიდა, ხოლო ამ ზამთარს გერმანელი “ვოლფსბურგს” შეუერთდა.
“ლონდონურ გუნდს ბავშვობიდანვე ვქომაგოდი და “ჩელსიში” თავს პირველიდან ბოლო დღემდე კომფორტულად ვგრძნობდი,”-განაცხადა შურლემ Sport Bild-თან ინტერვიუში.
“თუ რეპუტაციების მიხედვით ვიმსჯელებთ, “არისტოკრატებთან” შედარებით, “ვოლფსბურგი” პატარა გუნდია, რომელთა თამაშსაც მუდმივად ვუყურებდი. “ჩელსიში” დარჩენის შესაძლებლობა მქონდა, მოურინიომ მითხრა, რომ შანსი მექნებოდა”.
“ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება გერმანულ კლუბზე შევაჩერე. ფეხბურთის თამაში რეგულარულად მსურდა,”-შეაჯამა ანდრეა შურლემ.
ივანოვიჩი: “კურტუას თამაშით აღფრთოვანებული ვარ”
“ჩელსის” მარჯვენა მცველმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა “პსჟ”-სთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურმა მატჩებმა გუშინ აიღო სტარტი, სადაც ჟოზე მოურინიოს გუნდი “პსჟ”-ს დაუზავდა, ანგარიშით 1-1. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ სერბმა უკანახაზელმა გაიტანა.
“ვფიქრობ, დადებითი შედეგი დავაფიქსირეთ. “ჩელსის” დაცვას რთული მატჩის ჩატარება მოუწია, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევებთან მოუხდათ შერკინება”.
“მოხარული ვარ, რადგან კურტუამ კარგი მატჩი ჩაატარა. მან რამდენიმე გენიალური ნახტომით გუნდი უიმედო სიტუაციაშიც კი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. ჩეხი თუ კურტუა? – კარში საკუთარ საქმეს ორივე ფანტასტიკურად ასრულებს”.
“ყოველ სიტუაციაში გუნდი გაუმჯობესებას ცდილობს. ამჟამად ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლაა,”-დაასრულა ბრანისლავ ივანოვიჩმა.
უნდა დაენიშნა თუ არა მსაჯს პენალტი “ჩელსის” კარის მიმართულებით? (ვიდეო)
17 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1), რამირესმა ლონდონელთა საჯარიმოში ხავიერ პასტორე წააქცია, მსაჯმა კი თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.