მესიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელსაც ცოტა ხნის წინათ “ჩელსისთან” აკავშირებდნენ, ცეცხლზე ნავთი დაასხა და სოციალურ ქსელში ლონდონური კლუბის ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა.

მოგვიანებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ტიბო კურტუა, ფილიპე ლუისი და სესკ ფაბრეგასიც დაიმატა.

გარდა ამისა, “ჩელსის” ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” ლეო მესის გელფრენდიც გახდა.

Messi - instagram

მოურინიო: ,,აზარს ,,ჩელსის” დატოვება არ სურს”

,,ჩელსის” ვარსკვლავი, ედენ აზარი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ბელგიელ ფეხბურთელზე საუბრობს.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედენ აზარით დაინტერესებული იყო ,,პსჟ”. ჟოზე მოურინიომ კი გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

,,მე ვფიქრობ, რომ აზარს უყვარს კლუბი. იმედი მაქვს, რომ ის გუნდში დარჩება,” –  განაცხადა ლონდონის ,,ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ჯონ ტერი “ტოტენჰემის” გულშემატკივრის წინააღმდეგ (ვიდეო)

1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემსა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრაში (5:3) ჯონ ტერიმ მასპინძელი გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი ცოტათი შეაშინა.

სქოულზი: „ჯერარდი „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველის პოლ სქოულზის აზრით, სტივენ ჯერარდი, რომელიც სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს, თავის დროზე „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო.

„მე, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარს მირთულდება იმაზე საუბარი, რომ ჯერარდს ინგლისის ჩემპიონატი არ მოუგია.

ვფიქრობ, იგი „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო, როდესაც ლონდონელები 2005 წელს მის დამატებას ცდილობდნენ. უკვე მაშინ ნათელი იყო, რომ „ჩელსი“ უახლოეს წლებში პრემიერლიგას არაერთხელ მოიგებდა“, – განაცხადა სქოულზმა.

კალაში „ჩელსიდან“ მიდის

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ტომაშ კალაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კვლავ სხვა კლუბში გადავა.

Goal.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავიჯერებთ, 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს, იჯარის წესით, „მიდლსბროში“ დაასრულებს. წყაროს ცნობით, მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალებიც კი შეათანხმეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ჩეხმა მცველმა გერმანულ „კიოლნში“ ჩაატარა.

Kalas

“ჩელსი” ლონდონურ დერბიში დამარცხდა

პრემიერლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში “უაით ჰართ ლეინზე” “ტოტენჰემმა” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და გათამაშების ლიდერის დამარცხება შეძლო.

ანგარიში შეხვედრაში სტუმრებმა მე-18 წუთზე დიეგო კოშტას გოლით გახსნეს, თუმცა ტაიმის უკანასკნელ 15 წუთში “ტოტენჰემმა” მეტოქეს კეინის, როუზის და ტაუნსენდის ძალისხმევით სამი გოლი გაუტანა და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მატჩის განახლებიდან 7 წუთში კეინმა დუბლი შეასრულა და უპირატესობაც კიდევ უფრო გაიზარდა. “ჩელსიმ” თამაშში დაბრუნება ედენ აზრის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით სცადა, თუმცა მალევე ჩადლიმ მეხუთე გოლი გაიტანა კურტუას კარში. დარჩენილ დროში “არისტოკარტებმა” ტერის გოლით სხვოაბის შემცირება შეძლეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 5:3.

ტოტენჰემი 5-3 ჩელსი

გოლები: დიეგო კოშტა 18′ (0:1); კეინი 30′ (1:1); როუზი 44′ (2:1); ტაუნსენდი 45′ (3:1); კეინი 52′ (4:1); აზარი 61′ (4:2); ჩადლი 78′ (5:2); ტერი 87′ (5:3)

რომელია პრემიერლიგის ყველაზე სიმულანტი გუნდი

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1) სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა მიიჩნია, რომ შეხვედრის 55-ე წუთზე ესპანელი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედანზე საკუთარი ნებით დაეცა და უმალ გაფრთხილება მისცა.

Opta-ს თანახმად, მიმდინარე სეზონში ეს “ჩელსის” ფეხბურთელებისთვის სიმულაციის გამო ნაჩვენები მეოთხე ყვითელი ბარათი იყო. ამ სეზონში აღნიშნული დარღვევისთვის პრემიერლიგის არცერთი სხვა გუნდი ასე ხშირად არ დასჯილა.

 

“ვესტ ჰემის” ფანების რეაქცია ჯონ ტერის გოლის აღნიშვნაზე

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “ვესტ ჰემსს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:0), 31-ე წუთზე გოლის გატანა ჯონ ტერიმ მოახერხა. ტერიმ გოლი “ვესტ ჰემის” გულშემატკივართა ტრიბუნასთან აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის მცველი “ვესტ ჰემის” ღირსებას 1991-1995 წლებში იცავდა.

jon teri vest hemis karshi gatanil gols agnishnav

B5yQXxUCQAAsi_Q

მოურინიო: ,,მე მიყვარს ჩემი ფეხბურთელები”

ლონდონის ,,ჩელსის” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ შეაქო მისი ფეხბურთელები. მატჩის შემდეგ მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ,,ლურჯებმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ,,ვესტ ჰემის” წინააღმდეგ. არისტოკრატებმა ჯონ ტერისა და დიეგო კოშტას გოლების წყალობით მოიგეს. მე-18 ტურის შემდეგ ლონდონის ,,ჩელსი” 45 ქულით პირველ ადგილს არავის უთმობს.

,,შედეგი მისაღებია. კარგი თამაში აჩვენებს ფეხბურთელებმა. მატჩის შემდეგ ისინი ბედნიერები იყვნენ. რა თქმა უნდა, მეც ჩემი გუნდის თამაშით, როგორც მწვრთნელი, ბედნიერი ვარ. ბედნიერი მწვრთნელი ვარ, მე მიყვარს ჩემი ფეხბურთელები,” –  განაცხადა მოურინიომ.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე

მოურინიო: “ბეილი შეცდა, ლა ლიგა საუკეთესო არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გარეტ ბეილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მსოფლიოში საუკეთესო არ არის.

“სამეფო კლუბის” უელსელმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობს, რომელიც ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში, ლა ლიგაში ასპარეზობს.

“ბეილმა ეს იმიტომ თქვა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს. ესპანეთში მეც ვიმუშავე, ლა ლიგის მოგება მოვახერხე, მაგრამ პრემიერ ლიგასთან განსხვავებას ვხედავ. ყველამ იცის, რომ პრიმერა დივიზიონში ორი ყველაზე მაღალი დონის გუნდი ასპარეზობს. როცა იცი, რომ ნებისმიერ მატჩის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია, ეს ცუდია.

ამიტომაცაა, რომ ხშირად ესპანეთის ჩემპიონატში გუნდი 100 ქულას აგროვებს და მთელი სეზონის განმავლობაში 126 გოლი გააქვს. ინგლისში რომელიმე კლუბმა 100 ქულის მოგროვება და 126 გოლის გატანა მოახერხოს, შეუძლებელია. შესაძლოა, “რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყოს, მაგრამ ლა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ნამდვილად არ არის”, – ამბობს მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდის “რეალში” სამი სეზონის განმავლობაში იმუშავა.

“ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელის შესანიშნავი საჯარიმო (ვიდეო)

“ჩელსისა” და “ნორვიჩის” 21-წლამდე გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში 17 წლის ჟერემი ბოგამ ლამაზი გოლი გაიტანა.

მოურინიო მეტოქეებს შობას ულოცავს (ვიდეო)

442oons-მა მორიგი ანიმაცია წარადგინა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ულოცავს ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თავის მეტოქეებს მოახლოებულ დღესასწაულს.