ჩემპიონთა ლიგაში 1/4 ფინალური დაპირისპირებები მადრიდსა და ტურინში გასამართი შეხვედრებით აიღებს სტარტს.
ატლეტიკო – რეალი
გასული წლის ფინალისტები ერთმანეთს მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთედ დაუპირისპირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიეგო სიმეონეს და კარლო ანჩელოტის ერთმანეთი უკვე კარგად ჰყავთ შესწავლილი.
ორივე გუნდი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. სიმეონეს დღეს მოიას და რაულ გარსიას გამოყენებაც შეუძლია, თუმცა მათი გამოჩენა სასტარტოში ნაკლებადაა სავარაუდო. გადაწყვეტილია, რომ თამაშს შეძლებს მანჯუკიჩიც.
ტრავმიანობა “რეალშიც” დასრულდა, რაც ანჩელოტის ძირითადი შემაგენლობის არჩევას ურთულებს. მოსალოდნელია, რომ თადარიგში ისკო გადაინაცვლებს, რომელსაც ანჩელოტი ასეთ შემთხვევებში ყველაზე ხშირად ტოვებს სასტარტოს მიღმა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ხესუს გამესი – თურანი, ტიაგუ, გაბი, კოკე – გრიზმანი, მანჯუკიჩი
რეალი: კასილიასი – კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო – როდრიგესი, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი – ბენზემა, რონალდო.
იუვენტუსი – მონაკო
“იუვენტუსის” და განსაკუთრებით “მონაკოს” ნახევარფინალში გასვლა საკმაოდ კარგი შედეგი იქნება. რა თქმა უნდა წყვილში ფავორიტი ტურინული კლუბია, თუმცა 1/8 ფინალურ ეტპაზე “მონაკომ” ერთი ასეთი ფავორიტის დამარცხება შეძლო. ამიტომ, მასიმილიანო ალეგრი იოლი გასეირნები სმოლოდინში არ უნდა იყოს.
თუმცა, ტურინელთა დამრიგებელმა მატჩის წინ საკუთარ გუნდზე უფრო უნდა იფიქროს. “იუვენტუსი” მნიშვნელოვან შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. გამორიცხულია პოლ პოგბას თამაში, პირლო კი კვლავინდებურად კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ტრადიციულად არც “იუვეს” ტაქტიკური მონაქაზია ცნობილი – მოსალოდნელია 3 ან 4 ცენტრალური მცველით თამაში.
პრობლემები არც “მონაკოს” აკლია. ტულალანთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ არის რიკარდო კარვალიოსა და ტრაორეს თამაში. დიდი ალბათბით ტულალანის ნაცვლად მოედანზე ფაბინიო გამოვა. სხვა მხრივ კი მონეგასკთა შემადგენლობაში განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი: ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი, მარკიზიო, ვიდალი, პერეირა, ევრო – მორატა, ტევესი.
მონაკო: სუბაშიჩი – რაჯი, უოლესი, აბდენური, კურზავა – ფაბინიო, კონდოგბია, ჟოაუ მოუტინიო – ბერნარდუ სილვა, მარტიალი, ფერეირა კარასკო.