ტაილანდელმა ფეხბურთელმა კუთხურიდან ჩაახვია და კრიშტიანო რონალდუს მიბაძა (ვიდეო)

7 აპრილს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, ტაილანდურმა “ბურირამ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე იაპონური “გამბა ოსაკა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი გოლი მე-8 წუთზე, ტაილანდური გუნდის ფეხბურთელმა ბუნმათანმა გაიტანა, რომელმაც გოლი კრიშტიანო რონალდუს სტილში აღნიშნა.

მორატა: „ჩემპიონთა ლიგის მოგების სანაცვლოდ უხელფასოდაც კი ვითამაშებდი“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „მონაკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებზე ისაუბრა.

„მონაწილე გუნდების გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა რთული იქნება. ტურნირის ამ სტადიაზე ადვილი მეტოქეები არ არიან, შემდეგ ეტაპზე გასვლა ნებისმიერ გუნდს შეუძლა, ამიტომაც „მონაკოს“ დიდ პატივს ვცემთ. საკუთარი თავის ფავორიტად მოხსენიება დიდი შეცდომაა.

ჩემპიონთა ლიგაზე მოსაღწევად მცირე იღბალიცაა საჭირო. შესაძლოა, მოულოდნელად გოლი გაუშვა, რომელიც თამაშის მიმდინარეობას რადიკალურად შეცვლის.

ტურნირის მოგება? ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. მეტიც, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უფასოდაც ვითამაშებდი“, – განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა.

ჰამშიკი: „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს“

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

„მიმდინარე სეზონში პრობლემები გვქონდა. შესაძლოა, ამის მიზეზი ევროთასებზე გამოსვლაც იყო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მალე სათანადო შედეგების მიღწევას დავიწყებთ.

ჩემპოიონთა ლიგა? ვწუხვართ, რომ შარშან საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გავიარეთ. ამ ტურნირზე დასაბრუნებლად ახლა ყველაფერს გავაკეთებთ. ამ მიზნისთვის სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა სლოვაკმა მოთამაშემ.

ლუის სუარესი: „ტიაგო სილვა და დავიდ ლუისი ჩემი მწყობრიდან გამოყვანას შეეცდებიან“

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმ „პარი სენ-ჟერმენთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც „ბარსელონაში“ თამაშობ, ყოველთვის ძლიერი მცველების წინააღმდეგ თამაში გიწევს.

ვიცი, რომ ტიაგო სილვა და დავიდ ლუისი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მწყობრიდან გამომიყვანონ, თუმცა, შევეცდები, მათ არ ვუპასუხო.

„ჩელსისთან“ სერიაში სილვამ და ლუისმა მსოფლიოს საუკეთესო მცველთა დუეტის მსგავსად ითამაშეს. შემთხვევითი არ არის, რომ პსჟ-სთან დიეგო კოსტას ვერაფერი გამოუვიდა“, – განაცხადა ურუგვაელმა.

ჩეპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შემორჩენილი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ იმ გუნდების ფეხბურთელებისაგან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში შემორჩნენ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე – მანუელ ნოიერი

fcb-wob-neuer-faust-920-517.variant628x353

მარჯვენა მცველი – დანილო

danilo_vs_nacionaal_011114_n

ცენტრალური მცველი – ტიაგო სილვა

463004784

ცენტრალური მცველი – ჟერომ ბოატენგი

csm_43973-Boateng_Ball_Rom_700beba125

მარცხენა მცველი – ხუან ბერნატი

0,,18045829_303,00

ცენტრალური ნახევარმცველი – მარკო ვერატი

1323762-28468620-1600-900

ცენტრალური ნახევარმცველი – ტონი კროოსი

Toni+Kroos+Real+Madrid+CF+v+RC+Deportivo+La+20DxQM9ewxbl

ცენტრალური ნახევარმცველი – პოლ პოგბა

Paul+Pogba+Juventus+FC+v+Sassuolo+Calcio+fE6fYyjJsdpl

მარჯვენა თავდამსხმელი – არიენ რობენი

arjen-robben-2015

მარცხენა თავდამსხმელი – კრიშტიანო რონალდუ

Cristiano+Ronaldo+Real+Madrid+CF+v+Levante+FI2QU6TgGmjl

თავდამსხმელი – ლიონელ მესი

Lionel+Messi+FC+Barcelona+v+Manchester+City+VJVTELQIxvhl

ჩემპიონთა ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ამ კვირის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც სამხრეთამერიკელები ჭარბობენ.

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”);
მცველები: აიმენ აბდენური (“მონაკო”), დავიდ ლუისი (“პარი სენ-ჟერმენი”), ტიაგო სილვა (“პარი სენ-ჟერმენი”), კრისტიან ფუხსი (“შალკე”);
ნახევარმცველები: კაზემირო (“პორტუ”), მარიო სუარესი (“ატლეტიკო”), იასინ ბრაიმი (“პორტუ”);
თავდამსხმელები: კლას-იან ჰუნტელაარი (“შალკე”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”).

UCL

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამი ინგლისური კლუბი ერთი და იგივე ეტაპიდან პირველად გამოვარდა

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ ინგლისის სამი კლუბი ტურნირის ერთი და იგივე ეტაპიდან გამოვარდა. “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონასთან” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ლონდონის “ჩელსიმ” “პარი სენ-ჟერმენთან” ორივე შეხვედრა ფრედ ითამაშა, თუმცა სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპის საგზური პარიზელებმა მოიპოვეს. ლონდონის “არსენალმა” კი “მონაკოს” ბარიერი ვერ დაძლია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი ინგლისური კლუბების გარეშე მეორედ ჩატარდება.

ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა ისიც, რომ ერთი და იგივე ეტაპიდან სამი გერმანული კლუბი გამოვარდა: დორტმუნდის “ბორუსია”, ლევერკუზენის “ბაიერი” და გელზენკირხენის “შალკე” ორი მატჩის ჯამში ტურინის “იუვენტუსთან”, “ატლეტიკოსთან” და “რეალთან” დამარცხდნენ.

 

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის პრევიუ

ბარსელონა და დორტმუნდი დღეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების უკანასკნელ 1/8 ფინალურ მატჩებს უმასპინძლებენ.

 

ბარსელონა – მანჩესტერ სიტი

პირველი მატჩი – 2:1 ბარსელონას სასარგებლოდ 

პირველი მატჩის პირველ ტაიმში “ბარსელონა” იმდენად ძლიერი იყო, რომ “სიტის” შანსებზე ბევრმა უკვე მაშინ ჩაიქნია ხელი. საბოლოოდ, კატალონიელებმა იმ შეხვედრის მოება შეძლეს და საპასუხო მატჩის წინ სოლიდური ფორაც შეიქმნეს.

“ვილიარეალთან” გამართულ მატჩში “ბარსელონამ” ძირითადის წევრი, სერხიო ბუსკეტსი კი დაკარგა, მაგრამ ამ დანაკლისს კატალონიური კლუბისთვის ხელი არ შეუშლია. ლუის ენრიკეს გუნდმა საშინაო არენაზე მეტოქეები არ დაინდო და სატურნირო ცხრილში პირველობაც მოიპოვა.

ერთი სიტყვით, “ბარსელონა” შესანიშნავ ფორმაშია და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსიც აქვს, რასაც “სიტიზე” რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით. 2015 წლის დასაწყისიდან პელეგრინის გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს როგორც საერთაშორისო, ასევე ინგლისურ ასპარეზზეც.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვეში, პიკე, მატიე, ალბა – რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი

მანჩესტერ სიტი: ჰარტი – საბალეტა, კომპანი, დემიკელესი, კოლაროვი – მილნერი, ტურე, ფერნანდო, ნასრი – სილვა – აგუერო

Barcelona_City_ENG

დორტმუნდი – იუვენტუსი

პირველი მატჩი – 2:1 იუვენტუსის სასარგებლოდ

ამ წყვილში ფავორიტის დასახელება თავიდანვე ძალიან რთული საქმე იყო. ცოტა ხნის წინ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში იყო, ახლა კი ცხრილის შუა ნაწილში დამკვიდრდა. მიუხედავად ამისა, აშკარა ფავორიტად “იუვენტუსს” არავინ არ მიიჩნევდა.

უკანასკნელი ორი შეხვედრა “დორტმუნდმა” უგოლო ფრეებით დაასრულა, რაც ამ კლუბისთვის ცოტა უჩვეულოა. როგორც ჩანს, იურგენ კლოპმა დაცვის დალაგება გადაწყვიტა და ეს გამოუვიდა კიდეც, თუმცა მოახლოებულ შეხვედრაში მის შეგირდებს გატანა სჭირდებათ. ასე რომ, დორტმუნდელთა შემადგენლობაში ან ტაქტიკურ მონახაზში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. მაგალითად, გერმანელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ შემტევი ნახევარმცველი პოზიციას არა კაგავა ან მხიტარიანი, არამედ ახალგაზრდა კამპლი დაიკავებს.

“იუვენტუსმა” კონკრენტებთან სოლიდური ფორის მოპოვებით მორიგი იტალიური ტიტული ფაქტობრივად უკვე გაინაღდა. ასე რომ, “ბორუსიასთან” შეხვედრა ტურინელებისთვის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანეს მატჩად არის მიჩნეული. შემადგენლობის მხრივ მთავარი კითხვა პირლოს შემცვლელს ეხება. გამოცდილი იტალიელი საკუთარ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარეა მის ნაცვლოდ კი მოედანზე პერეირას გამოსვლაა მოსალოდნელი. თუმცა, არც სხვა ვარიანტებია გამორიცხული.

სავარაუდო შემადგენლობები:

დორტმუნდი: ვაინდეფელერი – კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – შაჰინი, გიუნდოგანი – ბლაშიკოვსკი, კაგავა, როისი – ობამეიანგი

იუვენტუსი: ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, ევრა – მორატა, ტორესი

 Dortmund_Juventus_ENG

 

ტორესი: „ასეთი საღამოს გატარება ყოველთვის მინდოდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა TVE-ს ეთერში ლევერკუზენის „ბაიერთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი შეაფასა.

„არაერთი მიზეზის გამო ძალიან გახარებული ვარ. მიხარია, რომ ყველაფერი ასე განვითარდა და ჩვენ ასე ვითამაშეთ. მსგავსი საღამოს გატარება ყოველთვის მინდოდა.

გარდა ამისა, ჩვენი ახალგაზრდა მეკარის იან ობლაკის გამო მიხარია. ამ პოზიციის ფეხბურთელისთვის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა რთულია, ამიტომაც, დღეს მან ღირსეულად ითამაშა“, – განაცხადა ელ ნინიომ.

“არსენალისთვის” ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური განმეორებითი მატჩის შეხვედრა “სტად ლუის II”-ზე, სადაც დრამატულ ბრძოლაში, “მონაკო” მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ლონდონელებს სახლში ჩატარებული საშინელი მატჩის(1:3) შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სამი გოლი სჭირდებოდათ და არც იყო გასაკვირი, რომ “მეთოფეები” პირველივე წუთებიდან შეუტევდნენ. საწყის წუთებში, ლეონარდო ჟარდიმის შეგირდებმა ბურთის დაჭერა შეძლეს და მეტოქის ნახევარზე აგორავებდნენ მას, თუმცა ამის შემდეგ, არსენ ვენგერის ბიჭებმა სრული უპირატესობაც მოიპოვეს და პირველი გოლი 36-ე წუთზე გაიტანეს. “მეთოფეთა” ჩაწოდების შემდეგ, საჰაერო ორთაბრძოლა ოლივიერ ჟირუმ მოიგო, მასპინძელთა მცველები დაიბნენ და ფრანგმა მათი შეცდომის ხარჯზე ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდისგან ორმაგად გაძლიერებულ შეტევებს ელოდნენ, თუმცა ფრანგებმა პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმშიც მოიპოვეს მცირე ხნით უპირატესობა და ეს დრო მეტოქის ნახევარზე გაატარეს. ამის შემდეგ, “არსენალისგან” “შეტევების წვიმა” წამოვიდა, მაგრამ დაცვის ხაზის კარგი თამაშით, ლონდონელები მასპინძელთა საჯარიმოში ვერ ახერხებდნენ შეღწევას. მეორე გოლი 79-ე წუთზე გავიდა, კვლავ მცველების შეცდომის ხარჯზე, ახლადშემოსულმა აარონ რემსიმ ზუსტი დარტყმის ხარჯზე ორმატჩიანი სხვაობა გაათანაბრა.

ამის შემდგომ, სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ დანიელ სუბაშიჩის კარგი თამაშისა და “მონაკოს” სწორი ასპარეზობის ხარჯზე, ფრანგები ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

“მონაკო” 0:2 “არსენალი” (პირველი მატჩი 1:3)

გოლი: ჟირუ ’36; რემსი ’79

მონაკო: სუბასიჩი, კურჟავა, ოოლასი, აბდენური, ფაბინიო, ტულალანი, კონგდობია, მარტიალი(კარასკო 60′), მოუტინიო, დირარი(ეჩიეჯილე 86′), ბერბატოვი(ბ.სილვა 70′)

არსენალი: ოსპინა, ბელერინი, მერტეზაკერი, კოსიელნი, მონრეალი(გიბსი 86), კოკელინი(რემსი 63′), კასორლა, სანჩესი, ოზილი, უელბეკი(უოლკოტი 72), ჟირუ

გაფრთხილება: კონგდობია – სანჩესი

ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის პრევიუ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალისთა სიას კიდევ ორი გუნდი დაემატება, რომლებსაც მადრიდში და ლევერკუზენში ჩასატარებელი მატჩები გამოავლენს.

 

მონაკო – არსენალი

პირველი შეხვედრა – 3:1 მონაკოს სასარგებლოდ

ამ გუნდების პირველი დაპისპირება 1/8 ფინალური შეხვედრების მთავარ სენსაციად იქცა. კარგ ფორმაში მყოფი “არსენალი” საკუთარ მეოდანზე წყვილის აუტსაიდერთან ისეთ ანგარიშით დამარცხდა, რომელიც ლონდონურ კლუბის შანსებს ძალიან ამცირებს.

ლეონარდუ ჟარდიმის გუნდი ამჟამად ჩემპიონატში საკმაოდ კარგად ასპარეზობს, რაც გუნდს “არსენლთან” საქმის ბოლომდე მიყვანაშიც დაეხმარება. მონეგასკებს “ბასტიასთან” გამართულ უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ტრავმების გამო სამი წამყვანი მოთამაშე ტულალანი, კონდოგბია და ფერეირა კარასკო ვერ ეხმარებოდნენ, თუმცა დღევანდელი შეხვედრისთვის ტრიო სრულ მზადყოფნაშია.

“არსენალი” კი ტრადიციულად მატჩს ტრავმირებულთა სიმრავლით ხვდება. სხვა საქმეა, რომ საშნაო არენაზე გუნდი ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობს.

მიუხედავად პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხისა ვენგერისგან შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები ფაქტობრივად გამორიცხულია. მოსალოდნელია, რომ სასტარტო შემადგენლობა 3 კვირის წინ გამართული მატჩის ანალოგი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

მონაკო: სუბაშიჩი – ფაბინიო, კარვალიო, აბდენური, კურზავა – ტულალანი, მოუტინიო, კონდოგბია – დირარი, ბერბატოვი, ფერეირა კარასკო

არენალი: ოსინა – ბელიერინი, მერტეზაკერი, კოსიელნი, მონრეალი – კოკელენი, კასორლა – სანჩესი, იოზილი, უელბეკი – ჟირუ

Monaco_Arsenal_ENG

ატლეტიკო – ლევერკუზენი

პირველი შეხვედრა – 1:0 ლევერკუზენის სასარგებლოდ

გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ გუნდს საუკეთესო პერიოდი არ აქვს. “ლევერკუზენში” განცდილი მარცხის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვების მოპოვება აუცილებელია.

დიეგო სიმეონეს გუნდის მნიშვნელოვანი მატჩისთვის მომზადება კარგად ეხერხება. “ბაიერთან” მატჩი კი სწორეად ასეთია. მარცხის შემთხვევაში მადრიდულ კლუბ სეზონის ჩამთავრება ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოუწევს.

ლევერკუზენული შეხვედრა “ატლეტიკოსთვის” უიღბლო კიდევ იმის გამო გამოდგა, რომ მადრიდულმა კლუბმა ერთბაშად ოთხი მოთამაშე დაკარგა. ტრავმები გამო საული და სიკეირა ვერ თამაშობდნენ, ხოლო გოდინი და ტიაგუ დისკვალიფიცირებულები არიან.

“ლევერკუზენისთვის” მადრიდელებთან მოგება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იმ შეხვედრის შემდეგ ფარმაცეფტები ბუნდელსიგაშიც უკეთესად ათამაშდნენ, დღეს კი 1/4 ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. გერმანული კლუბის წისქვილზე ისიც ასხამს, რომ სტუმრები მოახლოებულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო: მოია – ხუანფრანი, მირანდა, ხიმენესი, ხესუს გამესი – ტურანი, გაბი, სუარესი, კოკე – გრიზმანი, მანჯუკიჩი

ლევერკუზენი: ლენო – ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი – ბენდერი, კასტრო – ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი – კისლინგი

Atletico_Leverkuzen_ENG

 

სიმეონე: “სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”

სხვების მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩის წინ, დიეგო სიმეონემაც გამართა პრეს-კონფერენცია.

“ბაიერის შემტევი ტრიო საკმაოდ სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, რასაც წარმატება მოაქვს. ჩვენ ვიცით, რომ მათი შეჩერება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, მათი გაჩერება აუცილებელი პირობაა. გერმანიასთან განსხვავებით, მადრიდში სხვა ტიპის თამაში წარიმართება. აქ საჭიროა, მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენ ვდომინირებდეთ. გულშემატკივრის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა, “ატლეტიკოს” მათი იმედი აქვს”.

“კოკე ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია ბოლო მატჩებიდან გამომდინარე. როდესაც იგი მოედანზე საკუთარ თვისებებს ავლენს, მეტოქეს ძალიან უჭირს. როგორც ყოველთვის, მომდევნო მატჩშიც ამის იმედი გვაქვს,”-განაცხადა სიმეონემ.