მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ტურინის „იუვენტუსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
„შესვენების შემდეგ „იუვენტუსმა“ ზეწოლას მოუმატა, ჩვენი პრობლემების რიცხვმა კი უფრო იმატა. როდესაც მეტოქე 3-5-2 სქემაზე გადავიდა, მინდორზე ნაკლები თავისუფალი ზონა იყო.
მეორე გოლის დროს არ გაგვიმართლა – „იუვეს“ კონტრშეტევა მოგერიებული დარტყმის შემდეგ დაიწყო. გარდა ამისა, ხამესის ეპიზოდშიც არ გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა.
ჯამში, „იუვენტუსმა“ ისე ითამაშა, როგორც მოველოდი – გუნდმა ორგანიზებული თამაში აჩვენა და შანსები გამოიყენა. ვფიქრობ, საყურებლად მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა.
საპასუხი შეხვედრაში, პირველ რიგში, მოთმინება გვმართებს“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.