მორატა: „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის ალვარო მორატას აზრით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია.

„გაიხსენეთ ტურნირის ბოლო გათამაშებები – ბოლო სტადიამდე ის გუნდები მივიდნენ, რომლებიც ფავორიტთა შორის არ იყვნენ. ხშირად თავდადება და ბოლომდე ბრძოლა, სათამაშო კლასის მიუიხედავად, ბევრს წყვეტს. „იუვენტუსს“ ჩინებული გუნდური ხასიათი აქვს. აქ მოსვლილსას ბუფონისა და პირლოს დონის შემსრულებლების მხრიდან მხარდაჭერა მივიღე. ამის წყალობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია, მათ შორის ფინალშიც გასვლა. ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში გასვლა ძალიან რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. მთავარია, რწმენა არ დავკარგოთ“, – განაცხადა ესპანელმა.

იბრაჰიმოვიჩი: „დასაკარგი არაფერი გვაქვს“

„პარი სენ-ჟერმენის“ თვადამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვერდის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც პარიზელებმა სახლში ანგარიშით 1:3 დათმეს, შვედმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.

„დასაკარგია რაფერი გვაქს. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა შემდგომ ეტაპზე გავიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულობა არ დავკარგოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლის გვჯეროდეს“, – განაცხადა იბრამ.

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა უეფას ოფიციალური არხისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

პაოლო მალდინი

1258360088_0

ფერნანდო იერო

hierro-ramos

კლაუდიო კანიჯა

Caniggia

რონალდო

ronaldo_201002222055

რივალდო

rivaldo_profile_0

cats

ლამი “პორტუსთვის” მზადაა

“ბაიერნის” უნივერსალმა ფეხბურთელმა, ფილიპ ლამმა “პორტოსთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

“მზად ვარ, ვითამაშო ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. “ბაიერნი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ვალდებული ვართ, “პორტუს” ბარიერი დავძლიოთ. კარგია შვაინშტაიგერის დაბრუნებაც, რადგან ის ძალიან დიდი ძალაა ჩვენთვის. არ ვფიქრობ, რომ პორტუგალიელებს უპირატესობა ექნებათ, ჩვენი ტრავმირებულების გამო. გულშემატკივრების იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, შრომით და ზუსტი თამაშით მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ,”-განაცხადა ლამმა.

ბეილი „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს

„ატლეტიკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩს „რეალი“ დანაკლისით ხვდება. როგორც ცნობილია, „ბლანკოსს“ ხსენებულ შევხედრაში ნახევარმცველი გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება.

უელსელმა „მალაგასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შაბათის შეხვედრაში ფეხის ერთ-ერთი კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშს 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

ცნობისთვის, „ატლეტიკოსთან“ ასევე ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩიც ვერ ითამაშებს. კითხვის ნიშნის ქვეშაა მატჩში ქარიმ ბენზემას მონაწილეობა, მარსელო კი ანჩელოტის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.

ნოიერი: „ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი შეცდომებისთვის მომენტალურად ისჯები“

მუუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა „პორტუსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერს სხვაგვარად წარმოვიდგენდით. პასების დროს შეცდომებს ვუშვებდით და სახიფათო მომენტები თითქმის არ შეგვიქმნია. ასეთი შეცდომებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მომენტალურად ისჯები. გვესმის, რომ დღეს ცუდად ვითამაშეთ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კდიევ წინაა“, – განაცხადა ნოიერმა.

ჩემპიონთა ლიგის ხუთი გაკვეთილი

Fanebi.com წარმოგიდგენთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩების შეჯამებას.

პორტუმ წარმატება დაიმსახურა

გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრამდე “პორტუს” რეალურ ძალაზე საუბრისას ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთული იყო. ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელებმა “შახტარი”, “ბილბაო” და ბატე დაამარცხეს, 1/8 ფინალში კი “ბაზელს” სძლიეს. ნათელია, რომ არც ერთი მათგანი გრანდი არ არის და კლუბის ძალის რეალურ საზომადაც არ გამოდგება. ბევრის აზრით “პორტუმ” 1/4 ფინალამდე სწორედ წილისყრის გამო მიაღწია.

თუმცა, “ბაიერნთან” შეხვედრამ აჩვენა, რომ ეს შეხედულება მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ წყვილში ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა და გუშინ “ბაიერნმა” მნიშვნელოვანი დანაკლისით ითამაშა, დღევანდელი “პორტუ” ნამდვილად კარგი გუნდია, რომელამაც 1/4 ფინალში ადგილი დაიმსახურა. “დრაკონებმა” მწვრთნელისგან მიღებული ტაქტიკური დავალება კარგად შეასრულეს და საკუთარი კოზირებიც გამოიყენეს, რაც დამსახურებული გამარჯვების საწინდარი გახდა.

 

მადრიდს ბრძოლა უყვარს

“ატლეტიკო” ტოპ-კლუბებიდან ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი გუნდია. რაც უფრო მნიშვნელოვანია მატჩი, მით უფრო მეტ ბრძლას ითხოვს დიეგო სიმეონე თავისი შეგირდებისგან.

მიუხედავად “ატლეტიკოს”ბოლო წლების წარმატებებისა, მოთამაშეთა ინდივიდუალური კლასით “რეალი” გაცილებით მაღალი დონის გუნდად რჩება. ასე რომ, პირველ ტაიმში მშვიდი თამაშის მცდელობა კრახით დასრულდა. კარგი რეალიზაციის შემთხვევაში “სამეფო კლუბს” მატჩის ბედის გადაწყვეტა სასტარტო 45 წუთში შეეძლო.

მეორე ნახევარი “ატლეტიკომ” სულ სხვა განწყობით დაიწყო. გაჩნდა სიმეონეს გუნდისთვის დამახასიათებელი ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, რამაც მატჩის სურათი საგრძნობლად შეცვალა. ასეთ თამაშში “ატლეტიკოს” “რეალიც” აჰყვა და მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რაც ნათლად აისახა მარიო მანჯუკიჩის სახეზე.

 

ბარსელონა ვერც პარიზელებმა შეაჩერეს

შემოდგომაზე “ბარსელონას” პრობლემებიც ჰქონდა. კატალონიელებმა ზედიზედ ორი მარცხიც კი იწვნიეს. ერთ-ერთი გუნდი, რომელმაც ბარსელონური კლუბის წარუმატებელი პერიოდით ისარგებლა პსჟ იყო. ლორან ბლანის შეგირდებმა მაშინ საშინაო ასპარეზზე 3:2 სძლიეს სახელოვან მეტოქეს. მაგრამ, გუშინდელ შეხვედრაში პარიზელები სულ სხვა “ბარსელონას” შეხვდნენ და უშანსოდ დამარცხდნენ.

კატალონიელები საუცხოო ფორმაში არიან და პარკ დე პრენსზეც ბრძოლა არ შედგა. რა თქმა უნდა, ამაში მნიშვნელოვანი როლი მასპინძელთa ასაკადრო პრობლემებმაც ითამაშა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ესპანელთა შემტევი ტრიოს მორიგი დიდებული მატჩი.

 

ბუფონი ჯერ კიდევ ბუფონია

როდესაც რომელიმე ცნობილი მოთამაშის ასაკი 30 წელს აღემატება, მაშინვე ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა – არის თუ არა ეს ფეხბურთელი ისეთივე კარგი, როგორიც ახალგაზრდულ წლებში იყო?

ბუნებრივია, რომ 37 წლის ბუფორნიც, რომელიც 19 წლის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო მეკარის დონეზე ასპარეზობდა, მსგავსი კითხვის ადრესატი ხდება.

იტალიის ჩემპიონატის მატჩებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგაბ ტურინელები იმდენად აღემატებიან თავიანთ მეტოქეებს, რომ ხშირ შემთხვევაში ჯიჯი საქმის გარეშე რჩება.

“მონაკოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოცდილმა კიპერმა ისე ითამაშა, რომ ყველაფერი ნათელი გახდა. რომ არა მეკარის საიმედო თამაში, “იუვენტუსს” გამარჯვების მოპოვება ან მინიმუმ კარის მშრალად შენახვა გაუჭირდებოდა.

 

ბაიერნი “ფრთების” გარეშე ვერ გაფრინდა

“ბაიერნში” გვარდიოლას მოსვლასთან ერთად საუბრები რობენისა და რიბერის წასვლის შესახებ საკმაოდ აქტუალური იყო. აშკარა ინდივიდუალისტები, ერთი შეხედვით, ესპანელი სპეციალისტის სათამაშო სტილს ვერ ერგებოდნენ. თუმცა ახლა, მათი ერთობლივი არყოფნის დროს, ნათლად გამოჩნდა, რომ მიუნხენელთა შემტევი პოტენციალი ძალიან დაბალი იყო.

“პორტუსთან” მსგავს რთულ შეხვედრებში რიბერი და რობენი თამაშს საკუთარ თავზე იღებდნენ და ხშირ შემთხვევაში სწორედ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აღწევდნენ წარმატებას.

გვარდიოლა მატჩის წინ ამბობდა, რომ მისი გუნდისთვის სიტუაცია კრიტიკულია. გუშინდელმა შეხვედრამ კი დაამტკიცა, რომ ესპანელი არ ცდებოდა. დამტკიცდა ისიც, რომ მხოლოდ მყარი და ღონიერი ფეხებით და “ფრთების” გარეშე ვერ გაფრინდები.

მიულერი: “პორტუმ ავტობუსი წარმატებით გააჩერა”

“ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა “პორტოსთან”(3:1) წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

“ჩვენ მართლაც ცუდად დავიწყეთ ეს მატჩი,”-განაცხადა გერმანელმა.

“მას შემდეგ, რაც 2:0 გახდა, თამაში კარგად დავიწყეთ, შესვენების შემდეგაც მშვენივრად განვაგრძეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა”.

“თავის მხრივ, “პორტომ” ავტობუსი წარმატებით გააჩერა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სამი გოლი გავუშვით”.

“მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ “ბაიერნი”, რომელიც არანაირ ანგარიშს შეუშინდება. მეტოქე გერმანიაშია ჩამოსასვლელი, სადაც გულშემატკივრების იმედი გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ არ გავუშვებთ, ორი გოლითაც გავდივართ,”-განაცხადა მიულერმა.

„პორტუ“ – „ბაიერნი“ 3:1

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „პორტუმ“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

უკვე მესამე წუთზე მანუელ ნოიერის მხრიდან ჯექსონ მარტინესზე დარღვეული თამაშის წესების გამო დანიშნული პენალტით ანგარიში რიკარდო კუარეჟმამ გახსნა. შვიდ წუთში იმავე კუარეჟმამ დანტეს ბურთი აართვა და ნოიერთან პირისპირ დარჩენილს მეორე გოლის გატანა არ გაუჭირდა. 28-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შემაცირეს – თავი ალკანტარამ გამოიჩინა. მეორე ტაიმში მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და არც რეალური საგოლე მომენტები ჰქონიათ. პირიქით, 65-ე წუთზე მასპინძლებმა მესამე გოლიც გაიტანეს, რითაც საპასუხო შეხვედრის წინ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ჩემპიონთა ლიგა: დღის ცენტრი პარიზშია

ჩემპიონთა ლიგის მოეთხედფინალურ დაპირისპირებებს დღეს პარიზი და პორტუ უმასპინძლებენ.

 

პორტუ – ბაიერნი

ამ წყვილში აშკარა ფავორიტი “ბაიერნია”, თუმცა მიუნხენელთა საკადრო პრობელმების გათვალისწინებით გარკვეული შანსები “პორტუსაც” აქვს.

რა თმქა უნდა ლოპეტეგის პრობლემები გვარდიოლას თავისტკივილთან ახლოსაც ვერ მივა, თუმცა ოპტიმალური არც პორტუგალიელთა შემადგენლობა იქნება. დისკვალიფიკაციის გამო საკუთარ გუნდს ძირითადი ცენტრალური მცველი, მარკანო ვერ დაეხმარება. ტრავმის გამო კი სათუოა ტელიოს თამაში. სამაგიეროდ, გუნდს მარტინესი დაუბრუნდა, რომელსაც მარტის შემდეგ არ უთამაშია.

მარკანოს არყოფნის პირობებში “პორტუს” დაცვის ცენტრში მაიკონის და მარტინს ინდის დუეტი იმოქმედებს. ტელიოს კი ბრაიმი, ტორესი და გამოცდილი კუარეჟმა ჰყავს.

გვარდიოლას სასტარტშო შემადგენლობის არჩევის ფუფუნება არ აქვს. ესპანელი მწვრთნელი დღეს მოედანზე იმ ფეხბურთელებს გამოიყვანს, რომლებიც ჯანმრთელად იქნებიან. მთავარია პრობლემა კი ის არის, რომ საჭიროების შემთხვევაში “ბაიერნის” სათადარიგოთა სკამიდან შემადგენლობის გაძლიერებას ვერ შეძლებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუ: ფაბიანო – დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო – ერერა, კაზემირო, ევანდო – ბრაიმი, აბუბაკარი, ტორესი

ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი – ჩაბი ალონსო, ლამი, ტიაგო ალკანტარა – გიოტცე – ლევანდოვსკი, მიულერი

Porto_Bayern_GEO

პსჟ – ბარსელონა

ბოლო დროს ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაში მუდმივ მეტოქეებად იქცნენ. მიმდინარე სეზონში ისინი ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდნენ.

პარიზელები ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და ყველა ტურნირში სადაც ასპარეზობენ ტრიუმფის კარგი შანსი აქვთ. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში ლორან ბლანის გუნდს სოლიდური საკადრო პრობლემები აქვს. იბრაჰიმოვიჩის თამადობით კატალონიელებთან შეხვედრას სამი დისკვალიფიცირებული მოთამაშე გამოტოვებს. ტრავმის გამო კი საკუთარ გუნდს ტიაგო მოტა ვერ დაეხმარება. სამაგიეროდ, გუნდს დავიდ ლუისი უბრუნდება, რომელიც ხილვაც დღეს ნახევარდაცვაშია მოსალოდნელი.

“ბარსელონას” დისკალიფიცირებული დანი ალვეში ვერ დაეხმარება, რომელსაც ადრიანო შეცვლის. მოედნის ცენრსა და შეტევაში კი დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: სირიგი – ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოს, მაქსველი – დავიდ ლუისი, კაბაია, მატუიდი – პასტორე, კავანი, ლავესი. 

ბარსელონა: ტერ შტეგენი – ადრიანო, პიკე, მატიე, ხორდი ალბა – ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი. 

PSG_Barcelona_GEO

მოედანზე შესული გულშემატკივარი კრიშტიანუ რონალდუს მაისურს ართმევდა

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პრიველი მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივარი შევიდა.

როგორც ცნობილია, უცნობი პირი კრიშტიანუ რონალდუსთან მივიდა და პორტუგალიელს მაისურის წართმევას ცდილობდა.

საბოლოოდ, გულშემტკივარმა თავის მიზანს ვერ მიღწია, რონალდუმ კი კონფლიქტს მშვიდობა ამჯობინა და უცნობ პირს ჩაეხუტა, რის შმედეგაც ის დაცვამ გაიყვანა.

სერხიო რამოსი: „მანჯუკიჩისთვის ზიანის მიყენება არ მსურდა“

მადრიდის „რეალის“ მცველის სერხიო რამოსის თქმით,„ატლეტიკოსთან“ მატჩში მან მარიო მანჯუკიჩს შემთხვევით ჩაარტყა.

„ვიცოდით, თუ როგორი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ვცდილობდით. სამწუხაროა, რომ ვერც ერთ მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ორმატჩიან დაპირისპირებაში ჯერ არაფერი გარკვეულა.

შეჯახება მანჯუკიჩთან? ეს შემთხვევით მოხდა, მეტოქისთვის ზიანის მიყენება არ მინდოდა“, – განაცხადა „ბლანკოსის“ მცველმა.