“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში ხავიერ ერნანდესის გაყიდვას აპირებს. შეგახსენებთ, ამჟამად მექსიკელი ფორვარდი მადრიდის “რეალის” ღირსებას იჯარის წესით იცავს. მანჩსეტერულ კლუბთან კი მას კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.
The Telegraph-ის ცნობით, “მანჩესტერში” მოთამაშეს ახალ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაშიც კი არ შესთავაზებენ, თუ გუნდს რადამელ ფალკაო დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ხავიერ ერნანდესი “მანჩესტერ იუნაიტედში” “ჩივასიდან” 2010 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონშ ფორვარდმა ესპანეთის ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.