დირკ ნოვიცკიმ ბასტიან შვაინშტაიგერს მიმართა

“დალას მავერიკსის” გერმანელი ვარსკვლავი, დირკ ნოვიცკი მის თანამემამულეს, ბასტიან შვაინშტაიგერს მიესალმა, რომელიც ახლახან შეუერთდა ამერიკულ MLS-ს.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ნოვიცკიმ იმ დაბნეულ ჟურნალისტსაც გაჰკრა კბილი, რომელმაც ბასტიანს “ჩიკაგოსთან” ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოსთხოვა

“სალამი შვაინი, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამერიკაში – მეამაყება შენი, ასეთი სვლა რომ განახორციელე. იმედი მაქვს, “ჩიკაგოში” ყველაფერი კარგად წავა და მათთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატსაც მოიგებ.

თვალს გადევნებ. წინ “ჩიკაგო” – წარმატებებს გისურვებ, მეგობარო.”

დერიკ როუზმა ანგარიში ბოლო წამზე გაათანაბრა

„ჩიკაგოს“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა „დალასთან“ მატჩის ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო, რითაც ანგარიში გაათანაბრა (121:121) და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში „დალასმა“ მაინც გაიმარჯვა – „ჩიკაგო“ სამი ქულით დამარცხდა (129:132)

„ეს უბრალო სროლა იყო. მე რამის გათვლის საშუალება არ მქონდა, ბურთი კალათში მაინც ჩავარდა. საბოლოო შედეგით გულდაწყვეტილი ვარ. თუმცა ეს კალათბურთია“, – ციტირებს როუზს ESPN Chicago.

ხსენებულ მატჩში დერიკმა 36 წუთისა და 30 წამის განმავლობაში ითამაშა. ამ პერიოდშ მისმა მონაგარმა 18 ქულა, 5 მოხსნა და 10 გადაცემა შეადგინა. სათქმელია, რომ როუზმა ბურთი შვიდჯერ დაკარგა.

„პორტლენდისა“ და „ჩიკაგოს“ მოთამაშეებს შორის მატჩის დროს მომხდარი შეტაკება (ვიდეო)

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისა“ და „ჩიკაგო ბულზის“ კალათბურთელებმა მატჩის დროს მაიკ დანლივის დემიან ლილარდის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის შემდეგ ერთმანეთთან წაიკამათეს.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს

საქართველ’ოს ეროვნული ნაკრებისა და “ბრუკლინ ნეთსის” ფორვარდი, თორნიკე შენგელია “ჩიკაგო ბულსში” გადავიდა. ნბა-ს გუნდებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ამის თობაზე უკვე გამოაცხადეს ამერიკის წამყვანმა სააგენტოებმა, ოფიციალურად კი გაცვლა მომავალი კვირის დასაწყისში განხორციელდება.

შენგელია “ჩიკაგოს” ახალგაზრდა გამთმაშებელ მარკიზ თიგში გაცვალეს. ორივე კალათბურთლი 2012 წლის დრაფტზე აიყვანეს, თუმც შენგელიასგან განსხვავებით, თიგი პირველ რაუნდში, 29-ე ნომრად აიყვანა “ბულსმა”.

 

მარკიზ თიგი “ატლანტა ჰოუქსის” ძირითდი გამთამაშებლის, ჯეფ თიგის უმცროსი ძმაა, თუმცა მისი მარიფათი ვერ გამოჰყვა. მარკიზმა მიმდინარე სეზონის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თამაშიდან განხორციელებული 66 სროლიდან მხოლოდ 16 ჩააგდო. მან ვერ ისარგებლა შემთხვევით და დერიკ როუის დაშავების შემდეგ მოედანზე რამდენჯერმა ხანგრძლივად გაყვანილმა, ღირებული ვერაფერი გააკეთა.

ახლა ყველაზე მთავარი ისაა, თუ როგორი კონკურეცია დახვდება თორნიკეს “ჩიკაგოში”. ფაქტი, რომ ჩიკაგოელებს იმდენი ვარსკვლავი არ ჰყავთ, რამდენიც “ბრუკლინს” და შესაბამისად, ამბიციაც მოკრძალებული გააჩნიათ, შენგელიასთვის კარგია. მძიმე ფორვარდის პოზიციაზე “ჩიკაგოს” ძირითდში გამოცდილი კარლოს ბუზერი თამაშობს, მის შემცვლელეად კი თადარიგში საკმაოდ კარგი მეფარე, ტაჯ გიბსონია, რომელსაც უფრო ცენტრობაზე აქვს მიდრეკილება. ჩიკაგოელებმა 2013 წლის დრაფტზე მე-19 ნომრად აიყვანეს ფორვარდ-ცენტრი ერიკ მერფი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე სიმბოლური დროით გადის. არაა გამორიცხული, შენგელია მსუბუქ ფორვარდად ათამაშონ, სადაც კონკურენცია გაცილებით ნაკლებია, რადგან მაიკ დანლივი და ჯიმი ბატლერი დიდად გამორჩულები ვერ არიან.

ჩიკაგოელებს დამტვრეული ჰყავთ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელიც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. “ბულსი” უფრო მომავალზე აკეთებს აქცენტს, რამდენიმე დღის წინ გუნდიდან მთავარი მექულე ლუოლ დენგი გაუშვეს, მის სანაცვლოდ მოყვანილ ბუმბერაზ ცენტრ ენდრიუ ბაინამს კი კონტრაქტი საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ გაუწყვიტეს და სამომავლო სახელფასო ფონდში თანხები გვარიანად გამოინთვისუფლეს.

ჩიკაგომ დღეს, გამთენიისას “ფილადელფია” 103:78 გაანადგურა, მარკიზ თიგი განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა. შენგელიას “ჩიკაგოში” დებიუტს მომავალი კვირის შუაში უნდა ველოდოთ.

gbf.ge

“ჩიკაგოს” ევან ტერნერი უნდა

“ჩიკაგო ბულსი” ინტერესს ევან ტერნეტის მიმართ იჩენს. “ბულსის” ხელმძღვენელები მომავალი წლისთვის აპირებენ “ფილადელფიას” მოთამაშესთან ხელშეკრულების გაფორმებას. სეზონის ბოლოს, ტერნერი თავისუფალი აგენტი ხდება.

25 წლის ტერნერი “ფილადელფიამ” 2010 წლის დრაფტზე მეორე ნომრად აირჩია. მთელი პროფესიონალური კარიერა, კალათბურთელმა, რომელიც ჩიკაგოშია დაბადებული, “ფილადელფიაში” გაატარა. წლევანდელ ჩემპიონატში მან 15 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 21,7 ქულას აგროვებს 6,9 მოხსნასთან ერთად.

 

აშშ-ში პანენკას სტილში გაიტანეს

20 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში, “ჩიკაგომ” საკუთარ მოედანზე “ტორონტო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.შეხვედრაში ერთადერთი გოლი პენალტით გავიდა, მასპინძელთა თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში შეასრულა.