გასულ დღეებში, ლიბერტადორესის თასზე, “უნივერსიადასა” და “რეალ გარსილასოს” შორის გამართულ მატჩში (1:0), ერთადერთი გოლი მეკარემ გაიტანა.
ჭდე: Chile
ლამი: “გავიმართლა, რომ ჩილეს ნაკრების დამარცხება მოვახერხეთ”
გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ფილიპ ლამმა ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ლიოვის შეგირდებს გაუმართლათ.
“თუ იმას ავღნიშნავთ, რომ ჩილელებს ბევრი საგოლე მომენტი ქონდათ, შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ გაგვიმართლა. ჩვენმა გულშემატკივრებმა ბილეთებში ფული გადაიხადეს, ჩვენ კი ვალებულები ვიყავით, უკეთ გვეთამაშა.
რა თქმა უნდა, გამოჩნდა, რომ ხარვეზები გვქონდა, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს”, – ამბობს ლამი.
ალექსის სანჩესის მთავარი როლი
დიდი პატიავია თამაშობდე გუნდში, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. მაგრამ, რთულია ასეთ გუნდში მეორე პლანის როლის შესრულება. ალექსანდრ გლები, დმიტრო ჩიგრინსკი, ტიაგო ალკანტარა, მარტინ კასერესი.. ეს იმ ფეხბურთელების არასრული ჩამონათვალია, ვინც ვერ გუაძო მეორე პლანზე ყოფნას და მეტი სათამაშო დროის ძიების მიზნით სხვა გუნდებში გადასვლა დასჭირდათ. სხვა პრობლემა იდგა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, რომელიც ყოველთვის სასტარტოში იყო და შედეგიანობითაც გამოირჩეოდა, თუმცა გუნდი მასზე არ იყო აწყობილი, რაც შვედისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. მას მეტი ყურადღება სჭირდებოდა.
ალექსის სანჩესმა 2011 წელს “უდინეზეში”, სადაც ის გუნდის მამოძრავებელი ძალა იყო, ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ახალ დონეზე გადასასლელად ყველაზე მაღალი საფეხური, “ბარსელონა” აირჩია. სადაც რა თქმა უნდა ჩრდილში მოექცა ისეთი ვარსკვლევების ფონზე როგორებიც არიან ჩავი, ინიესტა, ლიონელ მესი.. მაგრამ როგორც ჩანს, ჩილელისთვის ეს ძლიერი მოტივატორი აღმოჩნდა.. წლევანდელი სეზონი სანჩესისთვის უკვე წარმატებულია. მას მნიშნველოვანი გოლები გააქვს და ნელ-ნელა გუნდისათვის მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება.
“ბარსას” ტიკი-ტაკა რომლის მთავარი იდეოლოგი პეპ გუარდიოლა იყო, აქცენტს ბურთის ფლობაზე, ნახევარმცველების შეტევაში აქტიურ მონაწილეობაზე, მოთმინების უნარზე აკეთებდა (რაც შემდეგში ვილიანოვას საფეხბურთო ფილოსოფიაშიც გვხვდება). ამ ყველაფრის გვირგვინი კი, ლიონელ მესი იყო. სწორედ ეს ფაქტორები ქმნიდა “ბარსას” გასული ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად.
ამ ტაქტიკურ მონახაზში ცენტრალურ ფორვარდს უბურთოთ უწევს ყოფნა. ალექსის ძლიერი მხარე კი, სწორედ ბურთით თამაშია. ამის გამო, ჩილელი ხშირად ორგანულად ვერ ჯდებოდა სათამაშო სტილში და თავს იზოლირებულად გრძნობდა.
მარტინოს მოსვლის შემდეგ “ბარსას” სტილი შეიცვალა. ახლა უკვე ხშირად ვხედავთ “ბარსელონას” კონტრშეტევებს, რაც ადრე ძალიან იშვიათად ხდებოდა. საბოლოო ჯამში, ალექსისს მეტი თავისუფლება მიეცა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად რაც ნათლად აისახა მის წლევანდელ სტატისტიკაში. პრიმერას 10 შეხვედრაში ჩილელის ანგარიშზე უკვე 8 გატანილი გოლია და ფორვარდი ამ შედეგზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს.
ბუნებრივია სანჩესის ათამაშება ჩილეს ეროვნულ ნაკრებზეც აისახა. სანჩესის “One man show”-მ ლეგენდარულ “უემბლიზე” ბრიტანელები გააოცა. სამხრეთამერიკელებმა ინგლისის ეროვნული ნაკრების სტუმრად დამარცხება, სწორედ ალექსის სანჩესის დუბლის წყალობით მოახერხეს.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალგაზარდა ჩილელი კვლავ იღებს სიამოვნებას საკუთარი თამაშით და უამრავ გულშემატკივარსაც ახარებს მსოფლიოს მასშტაბით.
ნეიმარმა ჩილელი მეკარე “გააწამა”
20 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში, ბრაზილიის ნაკრებმა ჩილეს ანგარიშით 2:1 სძლია.
აღნიშნულ მატჩში, ბრაზილიელთა თავდამსხმელმა, ნეიმარმა რამდენიმე შესანიშნავი ფინტი გააკეთა.
სკოლარი: “ჩილეს ნაკრების დამარცხება საჭიროა”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ “სელესაოს” ჩილეს ნაკრების დამარცხება ესაჭიროება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრაში 20 ნოემბერს, ტორონტოში დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
“ჩილეს ძალიან კარგი ნაკრები ყავს. მათ ინგლისის ნაკრებს 2:0 მოუგეს, რაც ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეგვეხება ჩვენ, საჭიროა, რომ მეტოქე დავამარცხოთ”, – ამბობს სკოლარი.
ჩილეს ნაკრების მიერ ბურთის კონტროლი „უემბლიზე“
ინგლისისა და ჩილეს ეროვნულ ნაკრებთა შორის „უემბლის“ სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, დუბლი შეასრულა ალექსის სანჩესმა. სამხრეთამერიკელებმა მართლაც კარგი შეხვედრა ჩაატარეს. აღნიშნული მატჩიდან ერთ-ერთი ეპიზოდის ვიდეოს შემოგთავაზებთ. ამ ვიდეომასალაში მოცემულია ჩილელთა მხრიდან ბურთის კონტროლი, აგრესიული პრესინგის ფონზე დაცვიდან შესანიშნავად ამოსვლა, თავისუფალი ზონების გამოყენება და მეტოქის მეკარესთან ფაქტობრივად ერთი-ერთზე გასვლა. მართალია, სამხრეთამერიკელებმა ეს ეპიზოდი გოლით ვერ დააგვირგვინეს, თუმცა ეს მომენტი მართლაც გამოსარჩევია. აღნიშნული ეპიზოდი ბოლოს ჩილელი ფეხბურთელის ელემენტარულმა შეცდომამ დაასრულა.
გთავაზობთ ვიდეოს.