”ბოსტონ სელტიკსის” ყოფილმა ბიგმენმა კრის უილკოკსმა ევროპაში გადასვლის ალბათობა არ გამორიცხა.
ზაფხულს გამოცდილი მოთამაშე თავისუფალი აგენტი გახდა.
”მე სხვა კონტიტენტზე თამაშისთვის მზად ვარ. მაგალითად, ევროპაში ვითამაშებდი. თუმცა, პირველ რიგში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ახალი სეზონისთვის კლუბი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ვიპოვნო”, – განაცხადა უილკოკსმა.
გასულ სეზონში ”სელტიკსის” მაისურით 30 წლის კალათბურთელმა 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისმა საშუალო მონაგარმა 4,2 ქულა და 3,0 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი