2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში კრიშტიანუ რონალდუს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გამოყენებას აპირებს. პორტუგალიელები, სავარაუდოდ, 4-4-2 სქემით ითამაშებენ და აქედან ერთი თავდამსხმელი სწორედ რონალდუ იქნება. სანტუში კრიშტიანუს მთლიანად გაათავისუფლებს თავდაცვითი ფუნქციებისგან.
Cadena Cope-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ ცოტა ხნის წინათ მადრიდის “რეალის” თავკაც რაფაელ ბენიტესს სთხოვა, რომ არა ცენტრალური თავდამსხმელის, არამედ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დაეყენებინა, რადგან ამ ამპლუაში თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს.