ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო ბომბარდირ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალური ჯუილდო გადასცა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი საუკეთესო მეგოლედ შარშან დასახელდა, თუმცა პრიზი ახლა მიიღო.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია წლის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე საკლუბო და სანაკრებო გოლებს ითვლის. რონალდუმ ჩემპიონთა ლიგასა და უეფას სუპერთასზე ერთობლივად 15, სანაკრებო დონეზე კი ხუთი გოლი გაიტანა და ნეიმარი (19) და ლიონელ მესი (18) ჩამოიტოვა.