მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი მიღწევით გამოიჩინა თავი.
ესპანეთის პრიმერადიუვიზიონის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ხიხონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან ორივე გოლი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გაიტანა.
ამრიგად, კრიშტიანუ რონალდუმ 2016 წელს პრიმერადივიზიონში უკვე 31 ბურთი გაიტანა და ტურნირის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ზედიზედ შვიდი კალენდარული წლის განმავლობაში მინიმუმ 31 გოლი აქვს გატანილი.
რონალდუს მიერ პრიმერადივიზიონში გატანილი გოლების რაოდენობა კალენდარული წლების განმავლობაში:
2016 წ. – 31
2015 წ. – 37
2014 წ. – 38
2013 წ. – 38
2012 წ. – 40
2011 წ. – 43
2010 წ. – 36