ბარეა კვლავ დალასში ითამაშებს?

გავრცელებული ინფორმაციით, ”დალას მავერიკსის” ხელმძღვანელები უკანა ხაზის გაძლიერებაზე აგრძელებენ ფიქრს.

ცნობილია, რომ კლუბმა ”მინესოტა ტიმბერვულვზის” ხელმძღვანელებს ჯეიჯეი ბარეას გაცვლის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ასეა თუ ისე, მარკ კიუბანის გუნდი ”მგლებთან” ბარეას დაბრუნების იმედით მაინც აგრძელებს მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ პუერტორიკოელმა კალათბურთელმა დალასი 2011 წელს დატოვა. გასულ სეზონში ”ტიმბერვულვზის” მაისურით მან 74 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისმა საშუალო მონაგარმა ერთ შეხვედრაში 11,3 ქულა და 3,4 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი