კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა სოციალურ ქსელ Instagram-ში პოსტი გამოაქვეყნა. 32 წლის ფეხბურთელი პრესას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას ძალიან რცხვენია.
“განვლილი დღეების შემდეგ, მე კიდევ უფრო მრცხვენია, რომ ამ სპორტში ვმოღვაწეობ. ამ დღეებში პრესა მუმდივად ჩვენზე წერს, ისინი ჩვენ გვიყენებენ და მეტ გაზეთს ყიდიან.
ისინი ფეხბურთზე, ტაქტიკაზე, თამაშზე, დრიბლინგზე, გოლებსა და სეივებზე უფრო ნაკლებს წერენ. თქვენ ნამდვილი ნაგვები ხართ,” – წერს ბრაზილიელი ფეხბურთელი.