დე როსი, დიდი ალბათობით, ურუგვაისთან მატჩს გამოტოვებს

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ კოსტა-რიკასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც ურუგვაისთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს გამოტოვებს.

„დიდი ალბათობით, დე როსი ურუგვაისთან ვერ ითამაშებს. გამოსაჯანმრთელებლად მას რამდენიმე დღე დასჭირდება“, – განაცხადა „სკუადრა აძურას“ ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ.

გარდა ამისა, პროფესორმა დაამატა, რომ თამაშისთვის მატიე დე შილიო მზად იქნება, ხოლო კლაუდიო მარკიზიო მუხლის პრობლემების მიუხედავად, 24 ივნისს თამაშს შეძლებს.

დე როსიმ ბალოტელიზე ისაუბრა

“რომას” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა. “მილანის” ფორვარდი ფაქტობრივად მთელი კარიერის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი ხდება. დე როსის თქმი კი, ბალოტელი ძალიან კარგი არამიანია.

“ბალოტელიზე ხშირად მეკითხებიან. შემიძლია გითხრათ, რომ მარიო ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი ეგოისტი ფეხბურთლეი შემხვდა, მაგრამ მარიოზე მაგას ვერ ვიტყვი” – განაცხადა დე როსიმ.

დე როსი: „სკუდეტოს მოგებაზე საუბარი ადრეა“

„რომას“ ნახევარმცველის დანიელე დე როსის თქმით, მისი გუნდის ჩემპიონობაზე საუბარი ამ ეტაპზე ჯერ საკმაოდ ადრეა.

„დიახ, იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში იყო შემთხვევბი, როდესაც გუნდები პირველი რვა ტურის ყველა შეხვედრას იგებდნენ და შემდგომ, ჩემპიონებიც ხდებოდნენ, თუმცა, დღეს, სერია ა-ში უდიდესი კონკურენციაა“, – აღნიშნა დანიელემ.

„სკუდეტოზე“ ოცნება რვა ტურის შემდეგ არ შეიძლება. რუდი გარსიას მაგალითად ყოველთვის „ატლეტიკო“ მოჰყავს, რომელმაც ზედიზედ სწორედ ამდენი თამაში მოიგო. ეს არაფერს ნიშნავს. ჯერ არაფერი მოგვიგია, თუმცა, ამავე დროს, სათქმელია, რომ დიდი ალბათობით, ჩვენმა თამაშმა არაერთ გუნდს ნერვიულობის საბაბი მისცა“, – დაასრულა დე როსიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი