გრეინჯერი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს

„ინდიანა პეისერსის“ ფორვარდმა დენი გრეინჯერმა ექიმებისგან სრულყოფილი ვარჯიშების ჩატარების ნებართვა მიიღო, რის შესახებაც ESPN.com-ი იუწყება. აქედან გამომდინარე, 30 წლის მოთამაშე თავისი გუნდის წინასასეზონო მოსამზადებელ პროცესშიც მოახერხებს მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ მარცხენა ფეხის მუხლის ტრავმის გამო, გრეინჯერმა გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. ზაფხულის თვეებში იგი რეაბილიტაციას გადიოდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა, რის შემდეგაც, ექიმებმა „პეირსის“ თავკაცს ფრენკ ვოგელს კალათბურთელისთვის დასვენების დამატებითი საშუალების მიცემა ურჩიეს.

ალექსანდრე მატევოსოვი