დანტე: ჩემპიონობამ საქმე გაგვირთულა

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი დანტე თვლის, რომ ბუნდესლიგაში მოპოვებული გამარჯვების შემდე გუნდმა თავს მოდუნების უფლება მისცა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიელებმა ჩემპიონის ტიტული რეკორდულად მცირე დროში მოიპოვეს.

“ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ყველაფერი ცოტატი გართულა. თუმცა ვფიქრობ, რომ ეიფორიიდან გამოვდივართ და ნელ-ნელ ძველ ფორმას ვიბრუნდებთ

მიმდინარე სეზონში მხოლოდ ბუნდესლიგით არ დავკმაყოფილდებით. წარმატების მიღწევას ევროთასებზეც ვაპირებთ. “მანჩესტერთან” გასამართი მატჩის წინ “აუგსბურგთან” შეხვედრა კარგი რეპეტიცია უნდა გამოვიდეს” – განაცხადა დანტემ.

დანტე ჟურნალისტებმა გააბრაზეს

18 თებერვალს, ლონდონის “არსენალთან” გასამართი მატჩის წინ, “ბაიერნის” ვარჯიშზე, ერთ-ერთი მომენტის შემდეგ, ჟურნალისტებმა დანტეს დაცინეს, რამაც ბრაზილიელი მცველი ძალიან გააბრაზა.

იხილეთ ინციდენტი 7:58-დან:

დანტემ ნოიერთან ერთად გოლის აღსანიშნავად ნახევარი მოედანი გაირბინა

15 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლი ბრაზილიელმა მცველმა, დანტემ გაიტანა, რომელმაც მეკარე მანუელ ნოიერთან ერთად გოლის აღსანიშნავად ნახევარი მოედანი გაირბინა.

“როდესაც გოლები გაგვაქვს, მანუელთან ერთად არავინ აღნიშნავს”, – ამბობს დანტე.

დანტეს მსოფლიო თასის ფინალში ბრაზილიისა და გერმანიის ნახვა სურს

მიუნხენის “ბაიერნის” და ბრაზილიის ნაკრების ცენტრალურ მცველ დანტეს, 2014 წლის მსოფლიო თასის ფინალში ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირების ნახვა სურს.

“ჩემი აზრით გერმანია ერთ-ერთი მთავარია ფავორიტია. გემრმანელებთან ერთად ფავორიტებში ჩვენი ნაკრები, ესპანეთი და არგენტინა არიან. კარგი იქნებოდა ფინალში გერმანიის ნაკრებთან შეხვედრა. ამინდი? მსოფლიო თასისი პერიოდში ბრაზილიაში ფორმალურად ზამთარი იქნება, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურა 22-28 გრადუსი იქნება, რაც დიდი სიცხე ნამდვილად არ არის” – განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

“ბაიერნის” ფეხბურთელები კალათბურთს თამაშობენ

გასულ დღეებში, მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელები – მიულერი, დანტე, რაფინია და ხავი მარტინესი საკალათბურთო დარბაზში იმყოფებოდნენ.

დანტე: “ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

მიუნხენის “ბაიერნის” ბრაზილიელი მცველი, დანტე აცხადებს, რომ წელს, ოქროს ბურთს მისი თანაგუნდელი ფრანკ რიბერი იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ გასულ სეზონში, “ბაიერნთან” ერთად გერმანიის თასის, გერმანიის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

“რიბერი ჩვენი გუნდისათვის ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა. ჩვენ ყველა ტიტულის მოგება მოვახერხეთ, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ფრანკი ოქროს ბურთს იმსახურებს”, – ამბობს დანტე.

დანტემ შვაინშტაიგერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაუძვრინა დანტემ შვაინშტაიგერს ფეხებს შორის ბურთი “ბაიერნის” ვარჯიშზე.

დანტემ ვარჯიში განაახლა

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი ლაზარეთიდან დაბრუნდა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა სამედიცინო პერსონალისგან სასიხარულო ამბავი მიიღო – დანტე სავარჯიშო პროცესში კვლავ ერთვება.

ბრაზილიელი მოთამაშე გერმანიის ბუნდესლიგის მორიგი მატჩისთვის გუნდთან ერთად მოემზადა, სადაც ამ უქმეებზე “რეკორდმაისტერები” “ჰოფენჰაიმს” დაუპირისპირდებიან.

ამრიგად, “მაინცის” წინააღმდეგ მიღებული დაზიანების გამო, დანტემ თავისი გუნდის დახმარება ორი კვირის მანძილზე ვერ მოახერხა.

სანდრო საპანაძე

„ბაიერნი“ დანტეს კარგავს

უახლოეს ორ კვირაში მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი დანტე მოედანზე გამოსვლას ვერ მოახერხებს.

სამხრეთ ამერიკელმა შაბათს „მაინცთან“ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც მას უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელშიც ბავარიელები „ვიქტორია პლზენს“ დაუპირისპირდებიან.

გარდა ამისა, შესაძლოა, „ვიქტორიასთან“ მატჩში მონაწილეობა ვერც ფრანკ რიბერიმ მიიღოს, რომელმაც ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა. სწორედ ამის გამო მას „მაინცთან“ გამართულ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

ალექსანდრე მატევოსოვი

დანტე: ”ამ ეტაპზე, შედეგს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს”

მიუნხენის ”ბაიერნის” მცველი დანტე მისი გუნდისადმი კრიტიკას უსაფუძვლოდ თვლის. ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გუნდი პროგრესირებას გააგრძელებს, რისი წყალობითაც სათანადო შედეგების ჩვენებას კვლავ მოახერხებს.

”ხშირად გვაკრიტიკებენ, თუმცა ამის გამოცდილება უკვე გაგვაჩნია. გუნდის განვითარების ამ ეტაპზე, ბრწყინვალე თამაშის ჩვენება ყოველთვის ვერ გამოდის. ასეთ პირობებში, ყველაზე მნიშვნელოვანი – ქულების მოპოვებაა. გვარდიოლას ხელმძღვანელობით უფრო დიდ რისკზე მივდივართ ხოლმე. თუ მისი რომელიმე გეგმა არც ისე მოგვწონს, მაშინ ამის შესახებ აუცილებლად ვეუბნებით, რადგან პეპს ყველაფერი ესმის და საუბრისთვის ყოველთვის არის მზად”, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი