“ინტერის” დირექტორი: “სიმეონე “ინტერს” ჩაიბარებს, თუმცა არა ახლა”

“ინტერის” დირექტორს, დეიან სტანკოვიჩს სჯერა, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ამჟამინდელი თავკაცი, დიეგო სიმეონე მომავალში მილანურ კლუბს ჩაიბარებს.

“უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ.” – განუცხადა სტანკოვიჩმა Mediaset Premium-ის ჟურნალისტებს.

“რასაკვირველია მოვა ის დღე, როდესაც სიმეონე ჩვენთან ჩამოვა, თუმცა ეს დღე არც ხვალ დადგება და არც მომდევნო წელს. შესაძლოა რამოდენიმე წლითაც მოგვიწიოს ლოდინი.

ჯერჯერობით კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მანჩინი რჩება.” – დაამატა დირექტორმა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც “ნერაძური” “ლაციოსთან” დამარცხდა (2-0) და 7 ქულით ჩამორჩა “რომას”.

სტანკოვიჩი: „იკარდი „ინტერიდან“ არ წავა“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის ასისტენტმა დეიან სტანკოვიჩმა თავდამსხმელ მაურო იკარდის სხვა კლუბში გადასვლა გამორიცხა.

„მაუროს წასვლის შესახებ ინფორმაციის უარყოფა შემიძლია. ის ძალიან მოტივირებულია. იკარდი დიდებულ კლუბში თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ მისი გოლების გარეშეც პირველ ადგილზე ვართ. წარმოიდგინეთ, რა იქნება, როდესაც ის გატანას დაიწყებს“, – განაცხადა სერბმა.

ოფიციალურად: სტანკოვიჩი „ინტერის“ მწვრთნელია!

„ინტერისა“ და სერბეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი მილანურ კლუბში დაბრუნდა. 36 წლის სპეციალისტმა, რომელმაც „ინტერში“ 326 მატჩი ჩაატარა, პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა. გარდა ამისა, სტანკოვიჩი კლუბის მენეჯმენტშიც ჩაერთვება.

„ინტერში“ დაბრუნება ჩემთვის დიდი პატივია. აღელვებული ვარ და მიხარია, რომ ამ კლუბის ფერები ჩემთან დამუდამოდ დარჩებიან. პირველივე დღეს ვტიროდი, როდესაც გავიგე, რომ „ნერაძურის“ მაისურს ჩავიცვამ. აქ სიამაყით დავბრუნდი. შევეცდები, ახალ როლში კლუბისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღო“, – ციტირებს სტანკოვიჩს „ინტერის“ პრესსამსახური.

სტანკოვიჩმა „ბარსელონა“ – „ბაიერნის“ ფავორიტი დაასახელა

„ინტერისა“ და სერბეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილის „ბარსელონა“ – „ბაიერნის“ ფავოროტი დაასახელა.

„ბარსელონას“ ფავორიტად ვთვლი, რადგან „ბაიერნს“ ახლა ბევრი წამყვანი მოთამაშე არ ჰყავს. გარდა ამისა, კატალონიელები ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში არიან და ჩინებულ ფეხბურთსაც აჩვენებენ.

მიმდინარე სეზონში „ბაიერნიც“ კარგია. გუნდი დაცვაში, ისევე, როგორც თავდასხმაში, კარგად მოქმედებს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშე, ტრავმების გამო მიუნხენელებს ბევრი პრობლემა ექნებათ“, – განაცხადა სტანკოვიჩმა.

იხილეთ ასევე: „ბაიერნს“ „ბარსელონასთან“ იღბალი სჭირდება“

სტანკოვიჩმა კარიერა დაასრულა

სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

„შერეული გრძნობები მეუფლება. ბედნიერი და ამაყი ვარ. სწორედ ამისთვის ვიცხოვრე. მეორე მხრივ, ცრემლებს ვერ ვიკავებ, რადგან ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დასრულდა. გაღიმება და გაძლიერება მინდა, მაგრამ ეს დღეს არ გამომდის. თითოეულ სანაკრებო მატჩზე ასი პროცენტით ვიხარჯებოდი. როგორც დიდებული, ასევე სევდიანი მოგონებები დამრჩა. ეროვნული ნაკრების დასახმარებლად ყოველთვის მზად ვიქნები“, – განაცხადა სტანკოვიჩმა, რომლისთვისაც უკანასკნელი მატჩი იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა (2:0) აღმოჩნდა.

სტანკოვიჩს სანაკრებო დებიუტი 1998 წლის 22 აპრილს ჰქონდა, როცა მისმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სტანკოვიჩი ერთადერთი სერბი ფეხბურთელია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე (1998, 2006 და 2010).

სტანკოვიჩი უკანასკნელად მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავდა.

აქვე გთავაზობთ სტანკოვიჩის მიერ გატანილი საუკეთესო გოლების ამსახველ ვიდეოკოლაჟს.

 

ბექა დოგრაშვილი