ლეგენდარულმა ესპანელმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ კრიშტიანუ რონალდუს მიერ მადრიდის “რეალის” დატოვებაზე ისაუბრა.
“რონალდუმ საკუთარი კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის “რეალს” დაუთმო. ამაში ეჭვიც არ მეპარება. არც მიყვარს ასეთ რამეებზე საუბარი. ეს ხომ უეჭელია. მან მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა. ადრე თუ გვიან, ის უნდა წასულიყო. ფეხბურთში ერთი მიდის, მეორე მოდის,” – ამბობს დონ ვისენტე.