დელ ბოსკე: გამარჯვება “ბარსელონასაც” და “ატლეტიკოსაც” შეუძლია

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის პრიმერას ცენტრალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და გუნდების შანსები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ მე-19 ტურის ფარგლებში ერთმანეთს ლიდერები, “ბარსელონა” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან.

“ვფიქრობ ორივე გუნდს შეუძლია სამი ქულის მოპოვება. თუმცა, დღევანდელი შეხვედრის რეზულტატი გადამწყვეტი არ ინქება საჩემპიონო რბოლაში. წინ კიდევ ბევრი მატჩია” – განაცხადა დელ ბოსკემ.

დელ ბოსკემ ხმა ჩავის, ინიესტას და რიბერის მისცა

ესპანთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად საკუთარ ანრჩევანზე უამბო ესპანურ პრესას.

“ხმა ჩავის, ინიესტას და რიბერის მივეცი. არ მინდოდა იმ ომში ჩართვა რომელიც ახლა მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ლოგიკურია, რომ მესამე ნომრად სწორედ რიბერი დავასახელე. გასულ სეზონში მანდ კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო სარფანგეთის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა” – განაცხადა დელ ბოსკემ.

დელ ბოსკემ საქართველოსა და ბელარუსისათვის შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანელები ჯერ 12 ოქტომბერს, ბელარუსის, შემდეგ კი 15 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. დელ ბოსკეს შეგირდები ორივე მატჩს ესპანეთში გამართავენ.

მეკარეები: იკერ კასილასი (“რეალი”), ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”), პეპე რეინა (“ნაპოლი”.

მცველები: ხუანფრან ტორესი (“ატლეტიკო”), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (“რეალი”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”), იგნასიო მონრეალი (“არსენალი”), ალბერტო მორენო (“სევილია”).

ნახევარმცველები: კოკე, მარიო სუარესი (“ატლეტიკო”), სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი (“ბარსელონა”), ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), ისკო (“რეალი”).

თავდამსხმელები: დავიდ ვილა (“ატლეტიკო”), ხუან მატა (“ჩელსი”), ალვარო ნეგრედო (“მანჩესტერ სიტი”), პედრო როდრიგესი (“ბარსელონა”).