დელ პიერო: “ფრე “იუვენტუსისათვის” კარგი შედეგია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი, ალესანდრო დელ პიერო აცხადებს, რომ “ბიანკონერისათვის”, მადრიდის “რეალთან” ნათამაშები ფრე კარგი შედეგია.

“რა თქმა უნდა, მადრიდის “რეალი” ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ მეტოქეს ძალიან უჭირს. ჩემი აზრით, “იუვენტუსისათვის” “სამეფო კლუბთან” ნათამაშები ფრე, კარგი შედეგია. ცხადია, ტურინელები მერვედფინალში უნდა გავიდნენ, რისი დიდი იმედი მაქვს”, – თქვა დელ პიერომ.