დენი გრეინჯერი „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ ითამაშებს

ფორვარდმა დენი გრეინჯერმა „ლოს-ანჯელეს კჯლიპერსის“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებაც კალიფორნიული კლუბის ოფიციალური საიტი წერს.

დედლაინის წინ „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ფერებსაც გრეინჯერი მთელი კარიერის განმავლობაში იცავდა, ფორვარდი „ფილადელფია სიქსერსში“ გაცვალა. მოგვიანებით „სიქსერსმა“ 30 წლის კალათბურთელის კონტრაქტი გამოისყიდა.

მიმდინარე სეზონში გრეინჯერმა 29 მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 8,3 ქულა და 3,6 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გრეინჯერი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს

„ინდიანა პეისერსის“ ფორვარდმა დენი გრეინჯერმა ექიმებისგან სრულყოფილი ვარჯიშების ჩატარების ნებართვა მიიღო, რის შესახებაც ESPN.com-ი იუწყება. აქედან გამომდინარე, 30 წლის მოთამაშე თავისი გუნდის წინასასეზონო მოსამზადებელ პროცესშიც მოახერხებს მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ მარცხენა ფეხის მუხლის ტრავმის გამო, გრეინჯერმა გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. ზაფხულის თვეებში იგი რეაბილიტაციას გადიოდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა, რის შემდეგაც, ექიმებმა „პეირსის“ თავკაცს ფრენკ ვოგელს კალათბურთელისთვის დასვენების დამატებითი საშუალების მიცემა ურჩიეს.

ალექსანდრე მატევოსოვი