გუშინ, San Jose Mercury News-ის ჟურნალისტმა მარკუს ტომპსონმა ”გოლდენ სტეიტ უორიორსის” ფორვარდის დევიდ ლის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მოთამაშემ აღნიშნა, რომ მაისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, იგი თავიდან ბოლომდე გამოჯანმრთელდა და პარკეტს უახლოეს დროში დაუბრუნდება.
”ამჟამად საუკეთესო ფორმაში ვარ. მგონია, რომ ასე კარგად თავს არასდროს ვგრძნობდი”, – განაცხადა 30 წლის კალათბურთელმა.
ცნობისთვის, 2012/2013 წლების სეზონის საშუალოდ ერთ შეხვედრაში ლის მონაგარმა 18,5 ქულა და 11,2 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი