დი მარიასა და რონალდუს სადებიუტო გოლები ერთმანეთს ჰგავს?

14 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ქუინს პარკ რეინჯერსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა ანხელ დი მარიამ.

აღსანიშნავია, რომ 2003 წელს, დაახლოებით ასეთ სტილში “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით პირველი გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა.

ანხელ დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედში” სადებიუტო გოლი გაიტანა

14 სექტემბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ქუინს პარკ რეინჯერსი” მიიღო.

აღნიშნულ შეხვედრაში არგენტინელმა ანხელ დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

10 საუკეთესო არგენტინელი მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთში

სპორტულმა პორტალმა Bleacher Report-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში მოთამაშე ათი საუკეთესო არგენტინელი დაასახელა.

10. ეზეკილ ლავესი

10

9. პაბლო საბალეტა

9

8. ერიკ ლამელა

8

7. გონსალო იგუაინი

7

6. ეზეკილ გარაი

6

5. კარლოს ტევესი

5

4. ხავიერ მასკერანო

Javier Mascherano of Argentina

3. სერხიო აგუერო

3

2. ანხელ დი მარია

2

1. ლიონელ მესი

1

დი მარია: “რეალში” კიდევ ერთი სეზონით იმიტომ დავრჩი, რომ…”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ ის მადრიდის “რეალში” კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში კრიშტიანო რონალდუს გამო დარჩა.

შეგახსენეთ, რომ დი მარიამ “სამეფო კლუბი” ცოტა ხნის წინ დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა. როგორც კრიშტიანო რონალდუმ “რეალის” სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, მისი ნება რომ იყოს, სხვაგვარად მოიქცეოდა.

“სიმართლე ისაა, რომ კრიშტიანოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში “რეალში” რომ დავრჩი, სწორედ მისი დამსახურებაა”, – ამბობს დი მარია.

დი მარია: “რეალის” დატოვება არ მინდოდა”

მადრიდის “რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასული ფეხბურთელი ანხელ დი მარია აცხადებს, რომ მას “სამეფო კლუბის” დატოვება არ სურდა.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. მანჩესტერულმა კლუბმა მადრიდელებს 75 მილიონი ევრო გადაუხადეს.

“ჩემი მადრიდული თავგადასავალი დასრულდა. მქონდა იმის საშუალება, რომ ოთხი წლის განმავლობაში ისეთი დიდი კლუბის მაისური მეტარებინა, როგორიც “რეალია”. სამწუხაროდ, მე გუნდის დატოვება მომიწია, მაგრამ ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა”, – ამბობს დი მარია.

დი მარიას საუკეთესო ეპიზოდები მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში

მოგეხსენებათ, გუშინ ნახევარმცველი ანხელ დი მარია მადრიდის „რეალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. წარმოგიდგენთ მადრიდულ კლუბში არგენტინელის საუკეთესო გოლებისა და საგოლე გადაცემების ამსახველ ვიდეოს.

უცნობი ამბავი: ანხელ დი მარია 35 ბურთში გაცვალეს

ცოტა ხნის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” მადრიდის “რეალიდან” ანხელ დი მარია 75 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. დი მარია ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

ბევრმა არ იცის, რომ თავის დროზე, ერთ-ერთმა კლუბმა დი მარია 35 ბურთის სანაცვლოდ დათმო. Independent-ის ცნობით, ეს მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელი ასაკით საკმაოდ პატარა იყო.

“როცა “როსარიო სენტრალი” ჩემით დაინტერესდა, მაშინ ოთხი წლის ვიყავი. მათ ჩემი ნიჭი შეაფასეს და საბოლოოდ იმ გუნდს, რომელშიც მე ვთამაშობდი 35 ბურთი შესთავაზეს. საბოლოოდ, ჩემი ტრანსფერი 35 ბურთი დაჯდა”, – ამბობს დი მარია.

ოფიციალურად: ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია

ანხელ დი მარია მადრიდის “რეალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა და ამავდროულად, პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

მანჩესტერულმა კლუბმა, რომელმაც არგენტინელ შემტევში 75 მილიონი გადაიხადა, ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფრომა. დი მარია ხელფასის სახით კვირაში 300 000 ფუნტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის მოთამაშე მადრიდის “რეალში” 2010 წელს “ბენფიკადან” გადავიდა. გასულ სეზონში, დი მარიამ “სამეფო კლუბის” მაისურით პრიმერა დივიზიონში 17 საგოლე პასი გააკეთა.

ცნობისთვის, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს შორის, ეს ტრანსფერი მეხუთე პოზიციას იკავებს.

ანჩელოტი: “დი მარია არ გვჭირდებოდა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ატლეტიკოსთან” წაგებული სუპერთასის შემდეგ განაცხადა, რომ ანხელ დი მარია თამაშში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანდა.

“ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება, დი მარია არ გვჭირდებოდა. მეორე ტაიმში მოედნის ცენტრი ჩვენ უნდა გაგვეკონტროლებინა. თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ და შესაბამისად “ატლეტიკოს” მრავალი შესაძლებლობა მივეცით.

ეს მატჩი ვერ მოვიგეთ, თუმცა ამ ფინალის წაგება უკეთესია, ვიდრე ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “დი მარიამ გაშვება მთხოვა”

“მადრიდული” კლუბის თავკაცმა – კარლო ანჩელოტიმ გაამხილა, რომ არგენტინელ ვინგერს კლუბში დარჩენა არ სურს.

იტალიელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ისინი შეეცდებიან გამოსავლის პოვნას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ანჩელოტის სურს სიტუაციის გამოსწორება, თუმცა ის წინ ვერ აღუდგება ფეხბურთელს და თუკი მას წასვლა სურს სავარაუდოდ ასეც მოხდება.

არგენტინელმა დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, მას შემდეგ რაც მადრიდელებს ტონი კროსი და ხამეს როდრიგესი შეუერთდნენ, ახლა კი ის ეძებს ისეთ გუნდს სადაც გარანტირებული ექნება ძირითად შემადგენლობაში თამაში.

“ფეხბურთელმა მოითხოვა გუნდიდან წასვლა ამ ზაფხულსვე. მან უარყო კლუბის შეთავაზება “მადრიდში” დარჩენის შესახებ, ახლა კი ჩვენ ვეძებთ გამოსავალს.” – განაცხადა ანჩელოტიმ პრეს კონფერენციაზე.

“თუკი დი მარია ვერ მონახავს გამოსავალს თუ სად გააგრძელებს კარიერას, ეს არ იქნება პრობლემა მას შეუძლია დარჩეს და გააგრძელოს ჩვენთან მუშაობა, დი მარიას შეუძლია დაიწყოს ძირითად შემადგენლობაში, სუპერთასის მეორე რაუნდში, ისევე როგორც სხვა ყველა “რეალის” ფეხბურთელს.”

26 წლის ფეხბურთელს “მადრიდელებთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი შესყიდვა ამ სატრანსფერო ფანჯარაშიცაა შესაძლებელი 60 მილიონ ევროდ, მისით დაინტერესებულები კი “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პსჟ” არიან.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

70 მილიონი ევრო დი მარიასთვის

ინგლისური საფეხბურთო გრანდი “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც ფავორიტად ითვლება ანხელ დი მარიას შეძენაში, მზად არის 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, გვამცნობენ ინგლისური სპორტული გაზეთები.

რამდენიმე დღის წინ “პარი-სენ-ჟერმენმა” ფეხბურთელზე უარი განაცხადა, რადგან “რეალმა” არგენტინელში 75 მილიონი მოითხოვა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ კლუბს 100 მილიონ ფუნტზე მეტი გამოუყო, მაგრამ “ეშმაკუნებს” ჯერ ხმაურიანი ტრანსფერი არ გაუკეთებიათ.

ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, დღეს “იუნაიტედმა” გაგზავნა ოფიციალური შეთავაზება მადრიდის კლუბში. ისინი აპირებენ 70 მილიონი ევროს გადახდას. “რეალში” დი მარია 2010 წლიდან იმყოფება, ამ დროის მანძილზე მან ჩაატარა 124 მატჩი და 22 გოლის გატანა შეძლო. ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპინატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა. 5 მატჩში მან ერთი ბურთი გაიტანა და შემდეგ ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გამოტოვა ნახევარფინალი და ფინალი.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

პსჟ-მ დი მარიაზე უარი თქვა

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ალ-ჰელაიფიმ ანხელ დი მარიას ყიდვამისი მაღალი სატრანსფერო ფასის გამო გამორიცხა.

“დი მარიას შესახებ მოლაპარაკებებს ფლორენტინო პერესთან ვაწარმოებდით. ეს ფეხბურთელი ჩვენთვის საკმაოდ ძვირადღირებულია. მოლაპარაკებების შევაჩერეთ” – განაცხადა ალ-ჰელაიფიმ.