როგორ ვარჯიშობს 41 წლის ნელსონ დიდა (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ვარჯიშობს “ინტერნასიონალის” 41 წლის მეკარე ნელსონ დიდა.

შეგახსენებთ, რომ დიდა ათი წლის განმავლობაში “მილანის” კარს იცავდა.

დიდა კარიერას “ინტერნასიონალში” გააგრძელებს

ბრაზილიის ნაკრების და “მილანის” ყოფილი მეკარე დიდა კარიერას სამშობლოში, “ინტერნასიონალში” გააგრძელებს. 40 წლის ფეხბურთელმა ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალ კლუბში დიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. აქამდე ვეტერანი კიპრეი “გრემიოს” ღირსებას იცავდა.

კარიერის საუკეთესო წლებში დიდა “მილანის” შემადგენლობაში ბრწყინავდა. იტალიურ კლუბში მეკარემ 10 წელიწადი გაატარა.

“ანტი-პანენკა”: ალეშანდრე პატოს საშინლად შესრულებული პენალტი დიდამ აუღო

24 ოქტომბერს, ბრაზილიაში, ბრაზილიის თასის მეოთხედფინალის მატჩი გაიმართა. “გრემიომ” საკუთარ მოედანზე “კორინთიასი” მიიღო. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა. საბოლოოდ, საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც “გრემიოს” ფეხბურთელებმა უკეთ იმოქმედეს – 3:2.

რიგით ბოლო პენალტის შესრულება ალეშანდრე პატოს მოუწია. ყოფილმა “მილანელმა” თერთმეტმეტრიანის შესრულება პანენკას სტილში სცადა, თუმცა მან ეს ყოველივე საშინლად გააკეთა, ბურთი კი ასევე “მილანის” ყოფილმა მეკარემ, ნელსონ დიდამ ხელებში დააფიქსირა.