დიეგო სანტოსს უახლოვდება

დიეგოს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ბრაზილიურ “სანტოსთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს.

“სანტოსთან უკვე კონტრაქტის დეტალებზე ვსაუბრობთ, თუმცა ხელშეკრულების გაფორმების თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა.

ყველაფერი პრიმერას და ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ მოხდება. კონტრაქტი დიდი ალბათობით სამწლიანი იქნება” – განაცხადა დიეგოს აგენტმა.

ფეხბურთელის კონტრაქტი “ატლეტიკოსთან” მიმიდნარე სეზონის ბოლოს მთავრდება. ასე რომ, “სანტოსს” დიეგოს ტრანსფერში ფულის გადახდა არ მოუწევს.

დიეგო კოშტას ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა (ვიდეო)

გუშინ პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ,,ხეტაფე” და ,,ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ (0-2). მატჩის 84-ე წუთზე კოშტა გოლის გატანის დროს ძალიან წლიერად დაეჯახა ძელს და მუხლი გაეჭრა. ერთი შეხედვით დაზიანება ძალიან რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამოდგა.

,,ატლეტიკოს” ექიმებმა პირველადი შემოწმებით დაადგინეს, რომ ძვალი დაზიანებული არ არის მხოლოდ ოდნავაა გაჭრილი.

,,ატლეტიკოს” ოფიციალური Twitter-ი წერს: ,,საბედნიეროდ დიეგო კოშტას ტრამვა ძლიერი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ იგი მომდევნო შეხვედრებსაც ითამაშებს”.

აქვე გთავაზობთ შეჯახების ამსახველ ვიდეოს:

დიეგო: “სეზონის ბოლომდე “ვოლფსბურგში” ვრჩები”

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი დიეგო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის გამოცვლას არ აპირებ.

ამის შესახებ გერმანულ პრესას თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განუცხადა და ისიც აღნიშნა, რომ “მგლების” წარმატებისათვის ბოლომდე დაიხარჯება.

“ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ სეზონის ბოლომდე “ვოლფსბურგში” ვრჩები. შვებულების შემდეგ ძალიან მოტივირებული ვარ. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კლაუს ალფონსმა მითხრა, რომ ჩემი მომავალი თებერვლის ბოლომდე გადაწყდება” – განაცხადა დიეგომ.

რატომ არ გააძევეს ბასტიან შვაინშტაიგერი მოედნიდან?

28 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის მატჩში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

თამაშის მიმდინარეობისას, მიუნხენელთა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, დიეგოს კისერში ხელები ჩაარტყა. მსაჯმა გერმანიელი მოთამაშე მოედნიდან არც გააძევა.