მიგინეიშვილი “დილაში” ითამაშებს

თბილისის “დინამოს” ყოფილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გორული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, უცა სოსიაშვილმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბიდან წასვლის შემდეგ მიგინეიშვილის “ტორპედოში” დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 30 წლის მეკარემ 14 შეხვედრა ჩაატარა.

„დილამ“ მზადება დაიწყო

XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის „დილამ“ გორში მზადება განაახლა.
გუნდი ანტალიაში 28 იანვარს აპირებს გამგზავრებას, სადაც10 თებერვლამდე დარჩება, მანამდე კი გორში გაივლის პირველ მოსამზადებელ ეტაპს. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა: 20 იანვარს თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“, 24 იანვარს რუსთავის „მეტალურგთან“ და 27 იანვარს ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ.

დღეს უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს:
ბექა შეყრილაძე, დავით მარიამიძე, ალექსანდრე კვახაძე, ილია ლომიძე, გურამ ადამაძე, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, დავით ხურცილავა, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, თენგიზ წიქარიძე, ნიკოლოზ სადაღაშვილი, გიორგი კურმაშვილი, გიორგი მელქაძე, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ერისთავი, რომან ახალკაცი, ილია ბუზალაძე, გივი დუდუჩავა, დავით კაპანაძე და გიგა სამხარაძე.
რამოდენიმე დღეში გუნდს ნიკა კვეკვესკირი, გიორგი სეთურიძე და გიორგი სომხიშვილი შეუერთდება.

„დილას“ პრესსამსახური

„დილამ“ მზადება დაიწყო

XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის „დილამ“ გორში მზადება განაახლა.

გუნდი ანტალიაში 28 იანვარს აპირებს გამგზავრებას, სადაც10 თებერვლამდე დარჩება, მანამდე კი გორში გაივლის პირველ მოსამზადებელ ეტაპს. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა: 20 იანვარს თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“, 24 იანვარს რუსთავის „მეტალურგთან“ და 27 იანვარს ბოლნისის„სიონის“ წინააღმდეგ.

დღეს უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს:

ბექა შეყრილაძე, დავით მარიამიძე, ალექსანდრე კვახაძე, ილია ლომიძე, გურამ ადამაძე, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, დავით ხურცილავა, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, თენგიზ წიქარიძე, ნიკოლოზ სადაღაშვილი, გიორგი კურმაშვილი, გიორგი მელქაძე, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ერისთავი, რომან ახალკაცი, ილია ბუზალაძე, გივი დუდუჩავა, დავით კაპანაძე და გიგა სამხარაძე.

რამოდენიმე დღეში გუნდს ნიკა კვეკვესკირიგიორგი სეთურიძე და გიორგი სომხიშვილიშეუერთდება.

„დილას“ პრესსამსახური

თექთურმანიძე დილაში გადავიდა

ცხინვალის “სპარტაკის” შემტევი ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს.

თექთურმანიძე ცხინვალელთა შემადგენლობაში გასული სეზონის სტარტზე, თბილისის “დინამოდან” გადავიდა.  2013-2014 წლების სეზონში “სპარტაკში” 27 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში კი თექთურმანიძე ცხინვალელთა შემადგენლობაში მოედანზე 15-ჯერ გამოჩნდა.

მიმდინარე სეზონში გორის “დილა” და ცხინვალის “სპარტაკი” ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტები არიან.

გურამ გაბუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2005/06 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის

2004 წლიდან გორის „დილას“ საფეხბურთო სკოლაში ყოველწლიურად ტარდება გამოჩენილი ქართველი სპეციალისტისა და დამსახურებული მწვრთნელის, გურამ გაბუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი. აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობენ საფეხბურთო სკოლისა და გორის პატარა ასაკის ფეხბურთელები.

ტურნირის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებისთვის სამახსოვრო სუვენირებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დღეს საუკეთესო ბაჩო ცხადაძისა და კაკო ხოხობაშვილის გუნდი აღმოჩნდა, რომელთა გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში დაძაბულ ბრძოლაში 3-2 იმარჯვა და თასს დაეუფლა. საუკეთესო ფეხბურთელად გამარჯვებული გუნდის კაპიტანი საბა ელიაშვილი დასახელდა.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ გამოჩენილ ოსტატს გურამ გაბუნიას, რომელმაც გორელებს არაერთი თაობა აღუზარდა დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2002 წლის 31 აგვისტოს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„დილას“ პრესსამსახური

ფაზისელებთან მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვება

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში გორის „დილა“ „ევგრაფი შევარდნაძის“ სახელობის სტადიონს ესტუმრა და მასპინძლის სტატუსში მყოფ ფოთის „კოლხეთს“მინიმალური სხვაობით 1:0 ძლია.

საერთო ჯამში გორელები გაცილებით კარგად გამოყურებოდნენ და „დილას“ ფეხბურთელები მთელი მატჩი გააზრებული კომბინაციური შეტევებით თავგზას უბნევდა მეტოქეს.

პირველი სახიფათო მომენტი მე-18’ წუთზე კვეკვესკირის ჭკვიანურ გადაცემას მოყვა, როდესაცსეთურიძე პრაქტიკულად ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, თუმცა კუთხე მახვილი იყო, მცველმაც ხელი შეუშალა და ძლიერად ვერ დაარტყა. მეკარეს ბურთის აღება არ გაუჭირდა.

მალევე გორელები გადარჩნენ, როდესაც საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგეს და შემდეგ თანაგუნდელმა ზუსტი გადაცემით სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, სადაც ფოთელმაშეყრილაძის მოტყუება სცადა, მაგრამ ბექამ მშვენივრად ითამაშა და თამაშის წესების სრული დაცვით, ბურთი სუფთად აართვა მეტოქეს.

31’-ე წუთზე გორელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს. ბოლოს ახალკაცმა ფლანგიდან ბურთი უკან დაუგორა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან კარგ პოზიციაში მყოფ ნიკა კვეკვესკირს, რომელსაც ბოლო მომენტში ფოთელმა ხელი შეუშალა და ზუსტად ვერ დაარტყა. ბურთი მიზანს ოდნავ აცდა. ტაიმის მიწურულს ნიკამ კიდევ ერთხელ ცადა შორიდან დარტყმა, თუმცა ამჯერადაც არაზუსტად.

მეორე ნახევარიც მთლიანად ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით წარიმართა. 51’-ე გორელებმა კუთხური მოაწოდეს, სადაც ქარქუზაშვილმა თავით ყველას დაასწრო და სულ ოდნავ ააცდინა მიზანს. მასპინძლები გადარჩნენ, ვინაიდან გივის ამ მომენტში ხელს არავინ უშლიდა.

55’-ე წუთზე გორელებმა ლამაზი კომბინაცია გოლით დააგვირგვინეს. მეტოქის საჯარიმოშისეთურიძისა და ახალკაცის მიერ გათამაშებული კედელი გიორგის ზუსტი დარტყმით დასრულდა და „დილა“ წინ გავიდა – 0:1.

ამის შემდეგ მოდებაძის ორი დარტყმა ვიხილეთ. პირველ ჯერზე მან ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ მოახერხა, ხოლო მეორე მომენტში ირაკლიმ ძალიან კარგად ითამაშა. სეთურიძისზუსტი გადაცემის შედეგად მცველთან ორთაბრძოლაში მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ძლიერად და კარგად დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. მალევე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ადამაძე თავით ოდნავ აცდა და „კოლხეთის“ ფეხბურთელები კიდევ ერთხელ გადარჩნენ გაშვებულ გოლს.

68’-ე წუთზე ჯიშკარიანი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს წაიქცა და ჯარიმასაც ითხოვდა, თუმცაყრუაშვილმა მომენტი კარგად დაინახა და ფეხბურთელს სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

რიცხვობრივი უპირატესობა გორელებმა გამოიყენეს და მეტოქეს ბურთი პრაქტიკულად დაუმალეს. შეცვლაზე შესულ ნიკა სადაღაშვილს ორი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. პირველ ჯერზე მახვილი კუთხიდან ძლიერად და არაზუსტად დაარტყა, ხოლო მეორე ჯერზე ნიკას გოლი გატანაც მართებდა, როდესაც ახალკაცმა ჭკვიანური და კარგი გადაცემით სადაღაშვილი მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა, თუმცა უხეიროდ დაარტყა სეფიაშვილს ბურთის აღება არ გაუჭირდა.

ბოლო წუთებზე ფოთელებს ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა ჩვენი გუნდის ფეხბურთელები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და მეტოქეს შანს არ აძლევდნენ. ერთადერთი ხიფათი ბოლო წუთებზე სტანდარტული მდგომარეობიდან შეიქმნა, რომელიც „დილას“ საჯარიმოს მისადგომებთან დაინიშნა. დარტყმული შეყრილაძემ მოიგერია.

საბოლოოდ გორელებმა ამ მნიშვნელოვანი სამი ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილი დაიკავეს, სადაც „სამტრედიასთან“ ერთად 21 ქულა დააგროვეს. მომდევნო მატჩს „დილა“ უკვე დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე ჩაატარებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში ისევ ისევ აღნიშნული მეტოქე ფოთის „კოლხეთი“ იქნება. პირველი შეხვედრა 17 ნოემბერს გორში გაიმართება, საპასუხო კი 26 ნოემბერს.

 

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: შეყრილაძე, ადამაძე, ჯაფარიძე, ხურცილავა, ქარქუზაშვილი, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი 93’), სეთურიძე (სადაღაშვილი 74’), ახალკაცი (ერისთავი 80’), მოდებაძე (კაპ.).

სათადარიგო: ზარქუა, ბაჩიაშვილი, სადაღაშვილი, ერისთავი ბერიძე, ჭეჭელაშვილი, ბუზალაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„კოლხეთი“: სეფიაშვილი, თ. კაკულია (ნ. სიჭინავა 60’), ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა, გოგონაია (კაპ.), დ. სიჭინავა (ლ. კაკულია 80’), გუგუჩია (ამბროლაძე 72’), ჯიშკარიანი, კილასონია, ჯიქია.

სათადარიგო: ბარამიძე, ამბროლაძე, ძაგანია, ლ. კაკულია, ნ. სიჭინავა, გაბისკირია, თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი.

 

გოლი: სეთურიძე (55’) 0:1.

გაფრთხილებები: ქარქუზაშვილი (23’), გუგუჩია (26’), ჯიშკარიანი (38’; 68’), წიქარიძე (69’), ფალავანდიშვილი (83’).

გაძევება: ჯიშკარიანი (68’).

მთავარი მსაჯი: ყრუაშვილი.

 

„დილას“ პრესსამსახური

„დილას“ სასჯელი ოდნავ შეუმსუბუქდა

დღეს 30 ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს წინა დღეს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწტყვეტილება. ერთ-ერთი ჯარიმა გორის„თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონსაც შეეხო და აქ „დილას“ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი.

დღევანდელმა სხდომამ ეს სამთამაშიანი ჯარიმა, რომელიც ნეიტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო შეცვალა და ჩვენს გუნდს დართო ნება აღნიშნული შეხვედრები საკუთარ სტადიონზე ჩაატაროს, მაგრამ გულშემატკივრის გარეშე!

დანარჩენ ჯარიმებზე კლუბი სარჩელს სააპელაციო კომიტეტში უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიტანს.

ს.კ. „დილა“

მოგება შუქურას და მკაცრი სასჯელი გორის დილას

დღეს,  “მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში გამართულ სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე “შუქურა” – “დილას” შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილეს. როგორც იცით, მატჩი მეორე ტაიმში მოედანზე შეჭრილი გორელი გულშემატკივრების გამო შეწყდა.

კომიტეტის გადაწყვეტილება ასეთია: გორის “დილას” 0:3  წაგება ჩაეთვალა და გორელები 3 საშინაო მატჩს  ნეიტრალურ მოედანზე ცაატარებენ. “დილას” მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 1 000 ლარიანი ჯარიმით დასაჯეს, ხოლო გორელი ლუკა რაზმაძე იძულებით 10 მატჩს გამოტოვებს და 5 000 ლარს გადაიხდის. გორელთა კიდევ ერთი მოთამაშე ალექსანდრე კვახაძე 6 თამაშითა და 1 400 ლარით დაჯარიმდა.

გარდა ამისა დაჯარიმდა ორივე კლუბი. “დილაც” და “შუქურაც” 5 000 ლარს გადაიხდიან.

უმაღლესი ლიგის დაბალი სტანდარტები

როგორც უკვე იცით, ქობულეთში გამართული უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრა, რომლის ფარგლებში ერთმანეთს ადგილობრივი “შუქურა” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ, მეორე ტაიმში შეწყდა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც აღნიშნულ მატჩში მომხდარ ინციდენტს ასახავს.

დილა – შუქურა: მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება და ჩაშლილი მატჩი (ვიდეო)

როგორც უკვე იცით გუშინ ქობულეთში გამართული ადგილობრივი “შუქურასა” და გორის “დილას” შორის გამართული დაპირისპირება მეორე ტაიმის სტარტზე შეწყდა. შეგახსენებთ, რომ სტუმართა კარში დანიშნული პენალტის შემდეგ მოედანზე გორელი გულშემატკივრები შეიჭრნენ და დაუდასტურებელი ინფორმაციით მსაჯ ლევან კვარაცხელიას ფიზიკური შეურაცხყოფას კი მიაყენეს. ინციდენტის შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

აქვე გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას, სადაც რამდენიმე საეჭვო მომენტთან ერთად სტუმართა კარში დანიშნული პენალტის ეპიზოდიცაა მოხვედრილი.

“ზესტაფონის” დუბლიორთა გამარჯვება გორში

2014 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. გორის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”დილას” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი (დუგლაძე, 88), რობაქიძე, ბარბაქაძე, მოსიძე, გოცაძე (ჭუმბაძე, 85), ვაჭარაძე, მაკარიძე (ბუბულაშვილი, 58), სამუშია, მიქელთაძე (გეწაძე, 76), კანდელაკი (გოგავა, 69).

გორის “დილას” დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო – უკვე 6-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე გრიგალაშვილის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ, მასპინძელთა კარში ბურთი ბექა მიქელთაძემ გადაგზავნა.

11-ე წუთზე, მას შემდეგ რაც გორელთა კარგი შეტევა ზუსტი დარტყმით ნიკოლოზ ქარელმა დააგვირგვინა, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება კი მოახერხეს, თუმცა 17-ეზე ზესტაფონელები ისევ წინ გავიდნენ – ძალიან ეფექტური მოჭრილი დარტყმით თავი გურამ სამუშიამ გამოიჩინა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა – “დილას” კარში დანიშნული 11-მეტრიანი გოლად ბექა მიქელთაძემ აქცია და “დუბლი” გაიფორმა.

მეორე ტაიმის დებიუტში იმერლებმა საკუთარი უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდა მოახერხეს – 58-ე წუთზე “დუბლის” შესრულება გურამ სამუშიამაც მოახერხა. დიდი ანგარიშით დაწინაურებული მარგველები თამაშის მსვლელობას სრულად აკონტროლებდნენ და საქმე გამარჯვებამდე თითქოს მშვიდად უნდა მიეყვანათ, მაგრამ გორელებმა გაიბრძოლეს და მატჩის დასრულებამდე ნაადრევად დამშვიდებული სტუმრების ანერვიულებაც მოახერხეს…

89-ე წუთზე იმერელთა საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული საჯარიმო დარტყმა გოლად ილია ბუზალაძემ აქცია, 90-ეზე კი ლევან ნონიკაშვილმა კიდევ ერთხელ აიღო დავით კუპატაძის კარი და მატჩის დასკვნით მონაკვეთს ერთგვარი ინტრიგა შესძინა. მოვლენათა ასეთ განვითარების მიუხედავად, ზესტაფონელებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და მიმდინარე სეზონში რიგით მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს – 4-3.

FCZestafoni.ge

პროგნოზისტთა კონკურსი (“დილა” — “ზესტაფონი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეათე საკონკურსო კვირის მეოთხე მატჩის კითხვები, რომელიც “დილასა” და “ზესტაფონს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “დილა” – “ზესტაფონი”